16/06/2020
ISO 45001:2018 სტანდარტი - შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფის შესახებ სტანდარტია
სტანდარტის მიზანია, უზრუნველყოს:
🔴 მენეჯმენტის ეფექტური სისტემების შექმნა
🔴 დაეხმაროს ორგანიზაციას იზრუნონ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე
🔴 დროულად და ეფექტურად ამოიცნოს და შეაფასოს ორგანიზაციამ უსაფრთხოების რისკები
🔴 იზრუნოს ორგანიზაციამ ინციდენტებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანასა და აღმოფხვრაზე
🔴 უზრუნველყოს ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების თავსებადობა საერთაშორისო მოთხოვნებთან
🔴 წარმართოს საქმიანობა მუდმივი გაუმჯობესების პრინციპით
10/06/2020
მოგისმენიათ სიმფონიური ორკესტრის ბრწყინვალე შესრულება❓
წარმოიდგინეთ, რომ ISO-ს ნებისმიერი სტანდარტი სწორედ ორგანიზაციისთვის, როგორც სიმფონიური ორკესტრისთვის შემუშავებული "ნოტებია".
🔻 თითოეულ "შემსრულებელს" ორგანიზაციაში თავისი "ნოტები" აქვს
🔻 როგორც სიმფორნიურ ორკესტრს ჰყავს დირიჟორი, ასე კომპანიას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი ვინც ნაწარმოების ზედმიწევნით სწორად და ჰარმონიულად შეძლებს ორკერსტრის მართვას
05/06/2020
2017 წელს აშშ-ში ჩატარდა კვლევა 2030 წლისთვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე 👉
🔴 შეისწავლეს 20 ქვეყანა და 30 ინდუსტრია:
🔺 დადგინდა, რომ 2030 წლისთვის 400-დან 800 მლნ-მდე ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს
🔺 მიზეზი? სამუშაო ადგილებზე ადამიანების ახალი ტექნოლოგიებით ჩანაცვლება
მუდმივი პროფესიული განვითარება, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა.
28/05/2020
ISO სტანდარტებიდან, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიდგომა:
🔻 ბაზრის მოთხოვნებთან და არსებულ საჭიროებებთან შესაბამისობა
🔻 დაინტერესებულ პირებთან (Stakeholders) ეფექტური კომუნიკაცია
🔻 მომხმარებლების / კლიენტების კმაყოფილების ხარისხზე ზრუნვა
🔻 ეფექტური ლიდერობა
25/05/2020
🔘 2019 წელს, ISO ორგანიზაციამ, პირველად მისი არსებობის ისტორიაში გამოსცა ახალი სტანდარტი:
"საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემა (EOMS) - ISO 21011 სტანდარტი, რომელიც ერგება ნებისმიერი ტიპის, ზომის და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციას ფორმალური თუ არაფორმალური განათლების სფეროში.
🔘 სტანდარტის მიზანია, დაეხმაროს საგანმანათლებლო-სასწავლო ორგანიზაციებს:
🔴 გამართონ შიდა მართვის სისტემა
🔴 უზრუნველყონ ხელმისაწვდომი განათლება
🔴 უზრუნველყონ სტუდენტების კმაყოფილების მაღალი დონე
29/04/2020
ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული უამრავი ბიზნესი კრიზისს განიცდის. შეეძლოთ თუ არა მათ, საჭირო ISO სტანდარტების დანერგვით ზარალის მაქსიმალურად შემცირება?
🔴ISO სტანდარტები კომპანიებს ეხმარება სამუშაოს დროის გაზომვაში, რელევანტური და აკურატული საოპერაციო ინფორმაციის სწორად გადამუშავებაში, აყალიბებს სამუშაო სისტემებს, აკეთებს მონაცემთა თავმოყრასა და ანალიზს. მათი დანერგვით, მაქსიმალურად მცირდება საგანგებო სიტუაციებში დანაკარგები, ხოლო მენეჯმენტი მომზადებული ხვდება ყველანაირ გამოწვევას!
🔴ხარისხის ინსტიტუტი მზადაა, როგორც ახლა, ისე მომავალში ყველა ბიზნესს დაეხმაროს უმნიშვნელოვანესი ხარისხის სტანდერტების დანერგვაში.
✅ჯანმრთელობას გისურვებთ, #დარჩითსახლში.
24/04/2020
🔘 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები აუდიტში:
🔴 “აუდიტორი ღმერთია” - მიდგომა
🔴“აუდიტორი ინსპექტორია” - მიდგომა
🔴 აუდიტი აუდიტისთვის კეთდება სინამდვილეში და არა სისტემის გაჯანსაღებისთვის
🔴 აუდიტი მხოლოდ დოკუმენტომანიით არის დაკავებული
🔴 აუდიტორი არ ხვდება ადამიანებს, ის მხოლოდ კითხულობს და წერს
🔴 არ ელმძღვანელობს ISO 9001 & ISO 19011 სტანდარტებით
🔴 ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი, პირადი შეხედულებებით
🔴 არასდროს არ ითვალისწინებს არსებულ რეალობას და ადამიანების მიერ წარდგენილ არგუმენტაციებსა და მოსაზრებებს.
22/04/2020
⚫️ ვინ არის შიდა აუდიტორი ISO 9001-ის მიხედვით?
🔺 ადამიანი, ვინც ამოწმებს პროცესებს
🔺 ადამიანი, ვინც კონსულტანტის ფუქნციას ასრულებს და არა ინსპექტორის ან ჟანდარმის
🔺 ადამიანი, ვის რჩევებსაც ყურს უგდებენ
🔺 ადამიანი, ვინც ცდილობს დაადგინოს: შეესაბამება თუ არა ადამიანების, პროცესების და ორგანიზაციის შედეგები, წინასწარ დადგენილ სტანდარტებს
🔺 შიდა აუდიტორს ხშირად მენეჯმენტის “დამატებითი ტვინსაც” უწოდებენ.
15/04/2020
დღეს ლაბორატორიების მუშაობას ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს მსოფლიოს განვითარების ტემპზე.
🔴 ლაბორატორიების ხარისხიან მუშაობაზეა დამოკიდებული როგორც Covid-19-ით დაავადებული პაციენტების გამოვლენა, ისე საჭირო ტესტებისა და სამკურნალო პრეპარატების შექმნაც.
🔴 იცით, რომ ISO 17025 არის სტანდარტი, რომელიც აკონტროლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას მსგავს დაწესებულებებში? მისი დახმარებით, ხდება საჭირო ტესტების შექმნის პროცესისა და გამოცდის მონიტორინგის ხარისხის შეფასება და გაუმჯობესება.
✅ხარისხის ინსტიტუტი ჯანმრთელობას გისურვებთ, იმედია, მალე შევხვდებით! #დარჩითსახლში
07/04/2020
მსოფლიოში არსებული Covid-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიური მდგომარეობის ფონზე, განათლების სისტემა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაეწყო.
✅„დისტანცირდნენ“ როგორც სკოლები, ისე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დიდი ნაწილიც.
რა ციფრული ხელსაწყოების გამოყენება შეგვიძლია, პროცესების გასამარტივებლად?
🔴 უპირველესად, მნიშვნელოვანია დისტანციური შეხვედრების გამარტივება, რაშიც Zoom, Meet და Google Hangouts საუკეთესო პლატფორმებად მიიჩნევიან - მათი დახმარებით, ნებისმიერი თემის „პირისპირ“ გავლა უფრო მარტივი გახდა;
🔴 ასევე, წერითი და პირდაპირი კომუნიკაციებისათვის, ხარისხის ინსტიტუტი Slack-ს გირჩევით, რომლის არხების მრავალფეროვნებაც საშუალებას გვაძლევს გავაზიაროთ სხვადასხვა დოკუმენტები ზედმეტი წვალების გარეშე;
🔴 სობოლოოდ, შესასრულებელი დავალებების მონიტორინგისა და პრიორიტეტების მარტივად დასალაგებლად Trello-ს ვიყენებთ, რომელსაც უამრავი ფუნქცია აქვს და გვეხმარება ჩვენი „დავალების“ დროულად შესრულებაში.
✅ჯანმრთელობას გისურვებთ, #დარჩითსახლში
11/03/2020
SOP - Standard Operational Procedure - სტანდარტული საოპერაციო პროცედურა.
ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანია:
🔺 აღწეროს და დაარეგულიროს ორგანიზაციაში არსებული კონკრეტული პროცეს(ებ)ი;
🔺 მოახდინოს პროცესის სტანდარტიზაცია;
🔺 მინიმუმამდე დაიყვანოს პროცესთან დაკავშირებული რისკები;
🔴რჩევა: ნებისმიერ ადამიანს, უნდა შეეძლოს SOP-ის ადვილად გაგება და კომპეტენციის შესაბამისად დადგენილი ფუნქციების შესრულება.