Argo from Kolkheti / „არგო“ კოლხეთიდან

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Argo from Kolkheti / „არგო“ კოლხეთიდან

Argo from Kolkheti / „არგო“ კოლხეთიდან Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Argo from Kolkheti / „არგო“ კოლხეთიდან, Argonauts Galaxy, Planet New Georgia, 31st century, Tbilisi.

ფილოსოფია მოძრაობაში: ფიქრები რეალურ და წარმოსახვით სამყაროებზე - გიორგი თავაძის ბლოგი / 'Philosophy in motion: thoughts on real and imagined worlds' by Giorgi Tavadze

What is one’s homeland? Is it the land? The people who live there? The traditions that existed before us and were passed...
20/07/2026

What is one’s homeland? Is it the land? The people who live there? The traditions that existed before us and were passed down to us? Or is it all of these together? Can we love it and, at the same time, hate it? Are homeland and the state one and the same? Which stands higher: the person you love or your homeland? Or perhaps God, if one believes that God exists? Is it even possible to ask the question in such terms? Perhaps it is still worth reflecting on these questions from time to time.

რა არის სამშობლო? მიწა? ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს? ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენამდე გაჩნდა და დაგვხვდა? ეს ყველაფერი ერთად? შეიძლება ის გვიყვარდეს და თან გვძულდეს? არის თუ არა სამშობლო და სახელმწიფო ერთი და იგივე? რომელი დგას მაღლა - ადამიანი, რომელიც გიყვარს თუ სამშობლო? იქნებ ღმერთი (თუკი მისი არსებობის სწამთ)? საერთოდ შეიძლება შეკითხვის ამგვარად დასმა? ალბათ, მაინც ღირს დროდადრო ამ შეკითხვებზე ფიქრი.

04/06/2026

არ ვიცი, ვის ეყოფა მოთმინება, რომ 35 წუთი უყუროს ვიდეოს სამეცნიერო ფანტასტიკის შესახებ 😁. თავად გამიკვირდა, ამდენი რომ გამოვიდა და რადგან ჩავწერე, ბარემ იყოს აქაც 🤓. ერთი სიტყვით, აქ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა არის ნიუ-ჯორჯია, რომელშიც ნაწარმოებში აღწერილი (და აღსაწერი) მოვლენები ვითარდება.

In short, I've finally finished creating the wiki page about New Georgia ☺️. On this page, you'll find information about...
04/06/2026

In short, I've finally finished creating the wiki page about New Georgia ☺️. On this page, you'll find information about what New Georgia is and what happened there before the events of the story, both told and yet to be told, took place 🤓.

Travel into the future and discover New Georgia 🚀🌏😊

ქართული: ნიუ-ჯორჯია New Georgia is the third planet in the New Solar System in Giorgi Tavadze's science-fiction satire The Wormhole. The city of New Georgia is located...

მოკლედ, მივაღწიე იმას, რომ ნიუ-ჯორჯიის შესახებ ვიკი-გვერდის შექმნა დავასრულე ☺️. ამ გვერდზე გაეცნობით ინფორმაციას იმის შ...
04/06/2026

მოკლედ, მივაღწიე იმას, რომ ნიუ-ჯორჯიის შესახებ ვიკი-გვერდის შექმნა დავასრულე ☺️. ამ გვერდზე გაეცნობით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ნიუ-ჯორჯია და რა მოხდა იქ ნაწარმოებში აღწერილი (და აღსაწერი) მოვლენების განვითარებამდე 🤓.

იმოგზაურე მომავალში, აღმოაჩინე ნიუ-ჯორჯია 🚀🌏😊

English: New Georgia Русский: Нью Джорджия ნიუ-ჯორჯია - გიორგი თავაძის სამეცნიერო-ფანტასტიკურ სატირაში „გასასვლელი“: რიგით მესამე პ....

26/05/2026

„შოთა უეცრად აენთო, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და გაბრაზებული ალაპარაკდა:

- დამოუკიდებლობა! ნიუ-ჯორჯიელებს აჯერებენ, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან, სინამდვილეში კი ნიუ-ჯორჯიამ საკუთარი დამოუკიდებლობა იმპერიუმის მმართველებს ჩააბარა და მათ სათამაშოდაა გადაქცეული. ერისთავებს დამოუკიდებლობა არ ადარდებთ, მათ მხოლოდ საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნება სურთ. ნიუ-ჯორჯიელებს არავინ ეკითხება, რა სურთ მათ. სამაგიეროდ, ერისთავებმა კარგად იციან, რაც სურთ და საკუთარ სურვილებს ხალხის სურვილებად წარმოაჩენენ. ის, რასაც აქ ბოლო ათი წლის მანძილზე ვუყურებ, სრულიად გულისამრევია. ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს, სადღეგრძელოებს ამბობენ, ამასობაში კი მათ თანამოქალაქეებს იმპერიუმის გაპარპაშებული მაცხოვრებლები აბუჩად იგდებენ. ნიუ-ჯორჯიელები საკუთარი ფანტაზიების ტყვეობაში ცხოვრობენ და მგონი, ეს საკმაოდ მოსწონთ კიდეც. არა რა, არ არის ამ ქვეყნის საშველი... უჰ, აბაზანაში წავალ, სახეზე წყალს შევისხამ . - თქვა უცბად რუსთაველმა, ერთი შეხედა თავის სტუმრებს და შემდეგ სასტუმრო ოთახიდან გავიდა.

ჰელიოსამ და ანოფელესამ ერთმანეთს გადახედეს.

- საკმაოდ დასტრესილია ეს კაცი, - თქვა ჰელიოსამ.
- კი, ასე გამოდის, - პზუილით დაეთანხმა ანოფელესა, - როგორც ჩანს, ვერ შეეგუა აქაურობას.“

/გასასვლელი, ანუ ჰელიოსა ოფეთელის, შოთა რუსთაველის და კოღო ანოფელესას არაჩვეულებრივი (და არც თუ ისე მხიარული) თავგადასავალი ნიუ-ჯორჯიაში/

01/05/2026

Reflections after the Book Festival / ქართული ქვემოთ 😊

▶️ Books still have many readers, but what are we reading?

▶️ Today, the distinction between so-called “high culture” and mass culture has been erased.

▶️ We live in an age of abundance: books are plentiful, and each genre (classics, detective, etc.) has its own “sect” of readers.

▶️ In the era of TikTokers and Instagrammers, the intellectual no longer holds a special authority. Like everyone else, they must “compete” for attention and an audience.

⏸️ Do podcasts allow us to engage with issues in depth?

⏏️ Are we giving students in schools a sense of which works of world literature are truly outstanding? This deserves special attention.

ფიქრები წიგნის ფესტივალის შემდეგ

▶️ წიგნებს ისევ ბევრი მკითხველი ჰყავს, მაგრამ რას ვკითხულობთ?

▶️ დღევანდელ დღეს განსხვავება ე.წ. „მაღალ კულტურასა“ და მასობრივ კულტურას შორის წაშლილია.

▶️ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ დიდი სიჭარბის ეპოქაში: წიგნები უხვადაა და თითოეულ სფეროს (კლასიკა, დეტექტივი და ა.შ.) თავისი მკითხველთა „სექტა“ ჰყავს.

▶️ „ტიკტოკერების“ და „ინსტაგრამერების“ ეპოქაში ინტელექტუალი უკვე აღარ ფლობს განსაკუთრებულ ავტორიტეტს. ისიც სხვებივით „იბრძვის“ ყურადღებისა და აუდიტორიის მისაპყრობად.

⏸️ გვაძლევს თუ არა პოდკასტები (აუდიო-ჩანაწერები) საკითხის სიღრმისეულად გააზრების საშუალებას?

⏏️ ვუქმნით თუ არა სკოლებში მოსწავლეებს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რომელია მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებები? ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

28/04/2026
I read Anatole France’s "Penguin Island" 20 years ago. Back then, I had an idea inspired by it, and I began to imagine a...
17/04/2026

I read Anatole France’s "Penguin Island" 20 years ago. Back then, I had an idea inspired by it, and I began to imagine a story of my own - one in which I place the great Georgian medieval poet S***a Rustaveli into a distant science-fiction setting.

In this imagined universe, Rustaveli finds himself in the 31st century on a planet called New Georgia, located in the Argonauts Galaxy. Georgians from 21st-century Earth reached this world through a wormhole and have established city also called New Georgia.

Rustaveli is widely respected on the planet, although no one can correctly pronounce the name of his poem. He is also forced to work as a translator and cultural guide in order to earn his living.

Alongside him is Gaston Tevzadze, an anthropologist and an ordinary university employee from the 21st ecentury, who becomes entangled in a chain of events that leads him to this strange planet.

They are joined by Anopheles - a powerful artificial intelligence embodied in the body of a mosquito. Anopheles becomes their unseparable companion and friend.

I have created a set of wiki-style pages of this fictional universe. At the moment there are only a few entries, but I plan to expand them over time, and I also intend to add the text of the story too.

I invite interested readers to journey to the Argonauts Galaxy, to the planet New Georgia, and into the 31st century:

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/S***a_Rustaveli

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/Gaston_Tevzadze

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/Anopheles

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/Taia_Aragvispireli

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/User:Georg.von.Nostenheim/Sea_mill

17/04/2026

▶️ წარმოიდგინეთ შოთა რუსთაველი, რომელიც 31-ე საუკუნის ნიუ-ჯორჯიაში ცხოვრობს, სადაც მას ყველა პატივს სცემს, მაგრამ არავის შეუძლია, სწორად წარმოთქვას მისი ნაწარმოების სახელი და სადაც მას თარჯიმნად და გიდად მუშაობა სჭირდება, რათა თავი ირჩინოს...

🔷 ნიუ-ჯორჯია არის პლანეტა, რომელიც არგონავტების გალაქტიკაში მდებარეობს და სადაც ქართველები 21-ე საუკუნეში მოხვდნენ ე.წ. გასასვლელის (wormhole) მეშვეობით...

🟠 წარმოიდგინეთ ანთროპოლოგი გასტონ თევზაძე, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი, რომელიც მთელი რიგი მოვლენების შედეგად შოთასთან ერთად ამოყოფს თავს ამ უცნაურ პლანეტაზე...

🟢 და წარმოიდგინეთ ანოფელესა, სუპერმძლავრი ხელოვნური ინტელექტი კოღოს სხეულში, რომელიც მათი თანამგზავრი და მეგობარია...

💬 ამ ნაწარმოების იდეა თითქმის 20 წლის წინ, ანატოლ ფრანსის „პინგვინთა კუნძულის“ წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა. როგორც ხედავთ, საკმაო დრო დამჭირდა, რათა აქამდე მოვსულიყავი 😁.

🟢 მე საგანგებოდ შევქმენი ე.წ. ვიკი-გვერდები ანუ მიკროენციკლოპედია ნაწარმოების შესახებ. ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი გვერდი მაქვს, თუმცა მომავალში მათი რაოდენობა გაიზრდება და თავად ნაწარმოების ტექსტიც აიტვირთება (თანდათან 😊).

🌎 დაინტერესებულ მკითხველებს ვეპატიჟები არგონავტების გალაქტიკაში, ნიუ-ჯორჯიის პლანეტაზე, 31-ე საუკუნეში 😊

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98 - შოთა რუსთაველი

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 - გასტონ თევზაძე

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90 - ანოფელესა

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98 - თაია არაგვისპირელი

https://discovernewgeorgia.miraheze.org/wiki/User:Georg.von.Nostenheim/%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98 - ზღვის წისქვილი

ფიროსმანის აღდგომა... 🇬🇪🇬🇪🇬🇪 Easter paintings by Georgian painter Niko Pirosmani (1862-1918)
12/04/2026

ფიროსმანის აღდგომა... 🇬🇪🇬🇪🇬🇪 Easter paintings by Georgian painter Niko Pirosmani (1862-1918)

Address

Argonauts Galaxy, Planet New Georgia, 31st Century
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Argo from Kolkheti / „არგო“ კოლხეთიდან posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Argo from Kolkheti / „არგო“ კოლხეთიდან:

Shortcuts

Share