30/07/2026
💥 დღეს ჩვენი ინსტიტუტისთვის საამაყო და მნიშვნელოვანი დღეა! ✨
ჩვენმა დირექტორმა, მაკა ისაკაძემ (Maka Isakadze), European Association for Gestalt Therapy (EAGT)-ის 5-წლიანი რეაკრედიტაცია მიიღო! 🇪🇺 🎓
ვისაც ეს სფერო ესმის, იცის, რომ რეაკრედიტაცია უბრალოდ ფორმალობა ან ავტომატური პროცესი არ არის - ეს ნიშნავს, რომ ამ 5 წლის განმავლობაში არ გაჩერებულხარ, მუდმივად გადიოდი სუპერვიზიას, ინტერვიზიას, ესწრებოდი კონფერენციებსა და სემინარებს, ვითარდებოდი და ინარჩუნებდი პროფესიულ ფორმას.
ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაკას უპირობო სიყვარულს თავისი საქმისადმი და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომლითაც ის ჩვენს ინსტიტუტს უძღვება.
მთელი გუნდის სახელით, უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ ამ ეტაპის გადალახვას! გვიხარია და ვამაყობთ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვმუშაობთ. 🚀🤍
უაღრესად ამაყები ვართ, რომ სწორედ ქართველის - სოფია ვერულაშვილის სოფია ვერულაშვილი (EAGT Secretary, Vice President) ხელმოწერით დასტურდება ეს ევროპული რეაკრედიტაცია! 🇬🇪🇪🇺💛
#ევროპულიაკრედიტაცია #თბილისისგეშტალტინსტიტუტი
30/06/2026
✨ გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 4️⃣
მე-5 კურსის სტუდენტების პრაქტიკული გამოცდა დასრულდა — ყველა სტუდენტმა წარმატებით გაიარა ეს ეტაპი! 🎓🎉 მთელი გულით ვულოცავთ მათ ამ დიდ ნაბიჯსა და პროფესიულ აღიარებას. 🤍
თუმცა სრულ სერტიფიცირებამდე წინ კიდევ ერთი ეტაპია: პრაქტიკული გამოცდის გარდა, სტუდენტებმა ოქტომბერში სადიპლომო ნაშრომები უნდა წარადგინონ და დაიცვან კომისიის წინაშე.
საგამოცდო მღელვარების მიღმა, დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: ჩატარდა ლექცია ველის თეორიაზე, შედგა სუპერვიზორების საჩვენებელი მუშაობა და შედგა კლიენტ-თერაპევტისა და თერაპევტ-სუპერვიზორის ინდივიდუალური მუშაობა.
#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტინტენსივი
28/06/2026
✨ გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 3️⃣
ეს დღე დაეთმო: საინტერესო და სასარგებლო ლექციას, ჯგუფურ შეხვედრებსა და საგამოცდო პროცესის გაგრძელებას 📚👥
კიდევ ოთხმა სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა! 🎓🎉 მთელი გულით ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯის გადადგმასა და უდიდესი გამოცდილების მიღებას. ვამაყობთ თითოეული მათგანის სიმამაცით, ზრდითა და თერაპიული საყრდენით. 🤍
წინ კიდევ რამდენიმე საინტერესო დღე გველის! ✨
#გეშტალტინტენსივი #თბილისისგეშტალტინსტიტუტი
26/06/2026
🌿 გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 2️⃣
✨ დღეს ჩატარდა: ინტენსიური ლექცია, ვორკშოპი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები და დაიწყო მე-5 კურსის სტუდენტების პრაქტიკული სამუშაოს გამოცდა! 🎓
რამდენიმე სტუდენტმა გამოცდა უკვე წარმატებით ჩააბარა — ვულოცავთ მათ ამ უმნიშვნელოვანესი პროფესიული გამოცდილების მიღებას. ეს იყო საკუთარ თერაპიულ საყრდენთან, სიმამაცესთან და კოლეგებთან ნამდვილი შეხვედრა, სადაც ყველამ საოცარი ავთენტურობა და პროფესიონალიზმი აჩვენა 💛
წინ კიდევ ბევრი საინტერესო ნაბიჯია. პროცესი გრძელდება! 🚀
#გეშტალტინტენსივი
#თბილისისგეშტალტინსტიტუტი
25/06/2026
💥 გეშტალტ-ინტენსივი 2026 ოფიციალურად დაიწყო! ეს ინტენსივი განსაკუთრებული იქნება, თავისი უჩვეულო ფორმატით და სიურპრიზებით✨
#გეშტალტინტენსივი #თბილისისგეშტალტინსტიტუტი
22/06/2026
💥 ჩვენი მესამე კურსის სტუდენტებმა პრაქტიკული სამუშაოს გამოცდები წარმატებით ჩააბარეს! 🎉 სტუდენტთა უკუკავშირებიდან ირკვევა რომ ეს პროცესი უდიდესი გამოცდილებისა და პროფესიული შთაგონების წყაროდ იქცა. მონაწილეთა ემოციები, კმაყოფილება და კომისიის უკუკავშირი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად წარმატებით შეძლეს მათ ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა.
✨ თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია!
წინ კიდევ უფრო საინტერესო გამოწვევა გველოდება — მეორე ეტაპი, რაც სტუდენტურ კონფერენციაზე რეფერატების წარდგენას გულისხმობს. ეს იქნება სივრცე, სადაც სტუდენტები საკუთარ ნაშრომებსა და თეორიულ ხედვებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ.
💎 ამ უმნიშვნელოვანესი საფეხურის გავლის შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკოსის სერტიფიკატს და უკვე ოფიციალურად შეძლებენ სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის დაწყებას. ეს მათი პროფესიული დამოუკიდებლობისა და პრაქტიკული მოღვაწეობის დასაწყისი იქნება! პრაქტიკული მოღვაწეობა ხომ სწავლასთან ერთად პროფესიული ზრდის აუცილებელი ნაწილია!
🤝 განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ არტურ დომბროვსკის მისი უდიდესი მხარდაჭერისთვის, მასშტაბური ხედვისა და იმ უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც იგი საკუთარ უნიკალურ გამოცდილებას გვიზიარებს.
ძვირფასო სუფენტებო, ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და წარმატებებს გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო გზაზე! 🚀
#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #ფსიქოლოგია
02/06/2026
🎓 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სიღრმისეულად გრძელდება!
🌿 მეორე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გეშტალტ-თერაპიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სემინარი თემაზე: „სელფის თეორია“.
სწავლებას ინსტიტუტის დირექტორი — მაკა ისაკაძე უძღვებოდა. 🤝💫
📚 თეორიული ნაწილის გარდა, სემინარი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ინტერაქციით. სტუდენტებმა საკუთარ გამოცდილებაში გამოსცადეს, თუ როგორ მუშაობს სელფის ფუნქციები თერაპიულ პროცესში.💎
✨ ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც ინსტიტუტის დირექტორი ასე უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული სასწავლო-აკადემიურ პროცესში.
🌿✨ მაკა ისაკაძის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, სიღრმე და სტუდენტებთან ცოცხალი, დიალოგური კონტაქტი ჩვენი სწავლების მაღალი ხარისხის უმთავრესი გარანტიაა. ❤️🤝
🌟 მომავალი ფსიქოთერაპევტებისთვის ამ ფუნდამენტური თეორიის ათვისება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პროფესიული ოსტატობისკენ! 🚀
#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #ფსიქოთერაპია
21/04/2026
💥 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სუპერვიზიის სასწავლო პროგრამა დასასრულს უახლოვდება! 🎓
შემაჯამებელ სიღრმისეულ სემინარს უკრაინელი ექსპერტი, საერთაშორისო ტრენერი — ლარისა დიდკოვსკა უძღვებოდა 🇺🇦
მთავარი თემა: „სუპერვიზორის პირადი სტილის ჩამოყალიბება, მომზადების დონისა და თერაპევტ-სუპერვიზორის ალიანსის თავისებურებების გათვალისწინებით. გამოცდილების ასიმილაცია“. 💫
✍️ სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა:
* სუპერვიზორის ინდივიდუალური ხელწერა — საკუთარი სტილის გამოკვეთა პროფესიული მომზადების შესაბამისად;
* თერაპევტ-სუპერვიზორის ალიანსი — ნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანამშრომლობის შექმნა;
* გამოცდილების ასიმილაცია — მიღებული პრაქტიკული ცოდნის შინაგან რესურსად ქცევა;
* სუპერვიზიული პროცესის დინამიკა და მისი გავლენა თერაპიის ხარისხზე.
🌿 სუპერვიზია გეშტალტ-მიდგომაში არის არა მხოლოდ კონტროლი, არამედ უწყვეტი ზრდისა და მხარდაჭერის პროცესი.
✨ ლარისა დიდკოვსკასთან მუშაობამ მონაწილეებს საშუალება მისცა, კიდევ უფრო ღრმად ჩაეხედათ სუპერვიზიის ხელოვნებაში და გაეძლიერებინათ თავიანთი პროფესიული იდენტობა.
✨ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტუდენტებსა და კოლეგებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან!
#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #სუპერვიზია