22/06/2026
🎭 გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“
🔹ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს გიორგი ლეონიძის ნაწარმოების „მარიტა“-ს სასცენო ინტერპრეტაცია.
სპექტაკლი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა პიროვნების ღირსება, თავისუფალი არჩევანი, საზოგადოებრივი დამოკიდებულებები და პასუხისმგებლობა.
▫️წარმოდგენამ მაყურებელი
კიდევ ერთხელ დააფიქრა ნაწარმოების იდეებსა და მათ აქტუალობაზე.
🙌განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მოსწავლეთა მოტივაცია, შემოქმედებითი მიდგომა და გუნდური მუშაობა, რამაც სპექტაკლი შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ წარმოდგენად აქცია.
🔹სპექტაკლის სცენარისა და რეჟისურის ავტორია, მე-8 კლასის მოსწავლე - სესილი დუმბაძე.
▫️კლასის დამრიგებელი და იდეის ავტორი - ლელა ხათრიძე.
🏆აღსანიშნავია, რომ კლასელებმა სესილი დუმბაძეს სიმბოლური „ოსკარის“ ფიგურა გადასცეს, წარწერით: ,, ჯილდოვდება საუკეთესო რეჟისორი და სცენარის ავტორი სესილი დუმბაძე მეგობრებისგან”, რითაც მათ გამოხატეს მადლიერება მისი შრომის, ინიციატივისა და შემოქმედებითი წვლილის მიმართ.
🔸აღნიშნული ჟესტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს შორის არსებობს.
სწორედ ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ მხარდაჭერას,
დაფასებას, ერთმანეთის წარმატებით გახარებასა და სხვისი შრომის გულწრფელ აღიარებას.
მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შემოქმედებითი პროექტის განხორციელებაში.
💙 ვულოცავთ მე-8 კლასს წარმატებულ სპექტაკლს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო იდეას, შემოქმედებით აღმოჩენასა და წარმატებას!
#სკოლასხივი #სასკოლოცხოვრება