10/07/2026
საჭადრაკო კლუბ „მერანში“ საზაფხულო შეკრება გაიმართა! ☀️
შეკრების მიზანი იყო ბავშვებისთვის ინტენსიური, საინტერესო და პრაქტიკული საჭადრაკო გამოცდილების შექმნა - ისეთი გარემო, სადაც ისინი მიიღებდნენ ცოდნას, ითამაშებდნენ კლასიკური ტემპით, გააანალიზებდნენ საკუთარ თამაშს და კიდევ უფრო თავდაჯერებულები გახდებოდნენ დაფასთან.
5 დღის განმავლობაში მონაწილეებს შეხვდნენ მოწვეული სტუმრები - საერთაშორისო დიდოსტატი გია ბაგატუროვი, დამსახურებული მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი და ფსიქოლოგი თამარ ლაგაზაური.
შეკრებას უძღვებოდა FIDE-ს სერტიფიცირებული მწვრთნელი - მერი ჟორჟოლიანი.
ლექციებისა და პრაქტიკული მუშაობის ფარგლებში ბავშვებმა იმუშავეს მნიშვნელოვან თემებზე:
♟️ პაიკთა ენდშპილი
♟️ ღია ხაზების გამოყენება
♟️ გახსნის იდეები და პრაქტიკული გეგმები
♟️ პარტიების ანალიზი
♟️ სტრესის, კონცენტრაციისა და ემოციების მართვა თამაშის დროს
ყოველი შეხვედრის შემდეგ მონაწილეები თამაშობდნენ შიდა სავარჯიშო პარტიებს:
⏱️ 45 წუთი + 5 წამის დამატება
✍️ პარტიის ჩაწერით
ტურნირების შემდეგ ბავშვების ნათამაშები პარტიები დეტალურად განიხილებოდა.
შეკრების განმავლობაში ბავშვებმა მიიღეს დავალებები, გაეცნენ თავისუფალი სტილის ჭადრაკის / Freestyle Chess / ფიშერის ჭადრაკის წესებს და დიდი ხალისით სცადეს მათთვის ახალი ფორმატი.
ეს დღეები იყო სავსე ცოდნით, პრაქტიკით, ანალიზით, ახალი გამოცდილებით და ბევრი დადებითი ემოციით. ბავშვები თამაშობდნენ, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, სწავლობდნენ საკუთარი შეცდომებისა და კარგი გადაწყვეტილებების დანახვას - რაც ჭადრაკში განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.
დიდი მადლობა ბავშვებს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, მშობლებს ნდობისთვის, ჩვენს მოწვეულ სტუმრებს საინტერესო შეხვედრებისთვის, ცოდნის გაზიარებისთვის და ბავშვებისთვის მიცემული პრაქტიკული რჩევებისთვის. ❤️