22/03/2014
VII-დ კლასის მოსწავლეთა ურთიერთობის
სავალდებულო ქცევის კოდექსი
1. ერთმანეთს მივმართოთ ზრდილობიანად ! (ლექსიკა, ფრაზეოლოგია უნდა იყოს კულტურულ ნორმებს დაქვემდებარებული)
2. გამოვხატოთ ურთიერთ პატივისცემა! ა) არ შევლახოთ ერთმანეთის პიროვნული ღირსება;
ბ) ანგარიში გავუწიოთ სხვის აზრს, პოზიციას;
გ) თუ არ ვიზიარებთ განსხვავებულ აზრს, არ მოვახდინოთ კონფლიქტის პროვოცირება და გაჩაღება.
3. არ დავცინოთ ერთმანეთს, აიკრძალოს ღია ცინიზმი!
4. აიკრძალოს დასმენა და არა მხილება! (დანაშაული პირდაპირ უნდა იქნას მხილებული)
5. აიკრძალოს ე.წ ,,ქურდული რაზბორკები’’ - დიალოგი კონფლიქტურ მხარეებს შორის წარმართოს მედიატორმა: მასწავლებელი + 2 მოსწავლე
6. ვაცალოთ ერთმანეთს საუბარი და აზრის გამოთქმა. ყველამ თავისი პოზიცია გამოთქვას მოკლედ და ლაკონურად!
7. თუ ვინმესთან ურთიერთობა გვიქმნის დისკომფორტს, დავიცვათ დისტანცია!
8. არ შევეხოთ სხვის ნივთებს! (მითუმეტეს- ქურთუკებს, ჩანთებს...)
9. ფიზიკური შეხებით არ შევუქმნათ ერთმანეთს დისკომფორტი!
10. ცილისწამება ისჯება - კანონით და ღვთის ძალით!
P.S. ეს წესები შემუშავებულია მოსწავლეთა უმრევლესობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.