30/05/2025
5 ნაბიჯი მეტალ გიტარისტებისთვის მუსიკალური იდეის ხორცშესხმისთვის Guitar Proში:
რა არის Guitar Pro?
მეტალ გიტარისტისთვის ვინც უკრავს ისეთი მეტალის ქვეჟანრს სადაც საჭიროა დიდი ტექნიკური სირთულე - პროგრამა Guitar pro იდეალური ვარიანტია - ამის ნათელი მაგალითებია ბენდები როგორიცაა:
Necrophagist, Cannibal Co**se ან Soreption ყველა ეს ბენდი იყენებდა Guitar proს პარტიების შესაქმნელად. რა უპირატესობასაც იძლევა გიტარ პროში წერა სხვა პროგრამებთან შედარებით არის რომ მუსიკოსი არ არის შეზღუდული მისი კუნთების მეხსიერებით პარტიის შექმნისას
ხოდა რა არის ეს ხუთი ნაბიჯი?
პირველი და უმთავრესი არის შექმნა:
მთავარი ტყუილი რასაც აჯერებენ მუსიკოსებს არის რომ მუსიკის შექმნა რთულია და ჭირდებათ რომ დაამთავრონ ჯერ შვიდწლედი მერე ბაკალავრიატი სასურველ ინსტრუმენტზე რომ მერე ქონდეთ „უფლება“ შექმნან მუსიკა. სიმართლე კი ის არის რომ მუსიკის შექმნა ადვილია თუ ადვილად მიუდგება ადამიანი საკითხს, ამის მაგალითია ბევრი საოცარი მუსიკოსი ვისაც არ ქონდა ოფიციალური მუსიკალური განათლება მაგრამ იყვნენ ძალიან მაგარი შემქმნელები.
შექმნა არის ფაზა კრეატივის თავიისუფლებისთვის სადაც ყველანაირი იდეა -ჯერჯერობით! - მისაღებია.
მთავარი ამოცანაა შეიქმნას რიფი - იგივე "ნოტების ლუპი" რითიც გიტარისტი თავიდან მეტნაკლებად კმაყოფილი იქნებოდა
აქ მთავარია თითოეული სიტყვა:
თავიდან. მეტნაკლებად. კმაყოფილი. იქნებოდა.
თვითკრიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი თუმცა შექმნის ფაზისთვის - პირველი მტერია. მისი ადგილია მინიმუმ როცა უკვე შექმნილია ნაწარმოების ჩონჩხი და როცა მეტნაკლებად ჩანს რომ - აქ იწყება სიმღერა და იქ მთავრდება სიმღერა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ რთულია ნაწარმოების ბოლომდე მიყვანა, უმეტეს შემთხვევაში გიტარისტი ერთ რიფს ძლივს ცდება
რადგან ჩნდება გონებაში გაორება, - კერძოდ:
"მე რაღაცა კარგი უნდა შექვმნა"
ებრძვის იმას რომ
"მე ეხლა რასაც ვქმნი ცუდია"
"მე არ ვარ მზად რომ რამე კარგი შევქმნა"
- ამ გაორებიდან საბოლოო ჯამში ქვეცნობიერად ყალიბდება:
"მე რასაც ვქმნი ცუდია იმიტომ რომ ცუდი შემქმნელი ვარ" და ამიტომ ჩერდებიან. ეს არის მიზეზი რატომაც იჭედებიან მუსიკოსები სიმღერის შექმნისას
რადგან განსჯიან იმას რაც ესმით გონებაში - განსჯიან იმას რისი შექმნაც ავთენტურად უნდათ
ელტონ ჯონი (რომელი მეტალ გიტარისტი ეგაა მაგრამ) დღეში 10 სიმღერას წერდა ვარჯიშის გულისთვის, რათქმაუნდა ყველას არ აქვეყნებდა მაგრამ ასე ვარჯიშობდა რომ გამხდარიყო უკეთესი მუსიკოსი.
მოკლედ, პირველი ფაზა არის შექმნა და მთავარი ამოცანა არის შეიქმნას რიფი რითიც გიტარისტი
თავიდან. მეტნაკლებად. კმაყოფილი. იქნებოდა.
მეორე ფაზა არის Guitar Proში უნდა მივუთითოთ BPM
Beats Per Minute (დარტყმების რაოდენობა წუთში) ამით იზომება სიმღერების სისწრაფე, ასევე პულსი, გულის ცემა ან ხმოვანი იმპულსები, მაგალითისად საათის BPM რომ გავზომოთ იქნებოდა 60BPM იმიტომ რომ 60 ჯერ ისმის მისი ხმა წუთში
ხოდა როგორ გავზომოთ სიმღერის BPM? - როგორ და როგორც ვგრძობთ სიმღერის პულსს ისე:) ხო შეგიმჩნევია რომ სიმღერას როცა უსმენ რაც ძალიან მოგწონს - თავს აყოლებ, ეგაა BPM. რა სისწრაფითაც აყოლებ სხეულს თანაბარი პულსით როცა უკრავ ან გონებაში იმეორებ საკუთარ დაწერილ პარტიას - ეგაა მისი BPM.
უნდა მივუთითოთ BPM გიტარ პროში
შემდეგ მესამე ფაზა არის ნოტების შეყვანა და რიტმის მითითება
ნოტების შეყვანა გიტარ პროში ადვილია უნდა მივუთითოთ უბრალოდ რომელ სიმზე რომელ ლადს ვკრავთ - რომელ ციფრსაც აწვები რომელ სიმზე ის ლადი იწერება:)
და ბოლოს კი ვუთითებთ რიტმს - რა რიტმული ერთეულებით ვუკრავთ - მეოთხედებია მერვედებია თუ რა არის საერთოდ ეს პარტია რიტმულად.
ვაწვებით playს - და იდეა დაფიქსირებულია. შეგვიძლია გადავუგზავნოთ ბენდის წევრებს რომ განავრცონ ან თვითონ დავამუშაოთ სრულყოფილებამდე. მერე ვსწავლობთ იმ სიმღერებს რომლითაც ბოლომდე კმაყოფილები ვართ რაც დავწერეთ და ვუკრავთ სარეპეტიციოში ბენდთან ერთად
თუ რომელიმე ფაზა შენთვის გაუგებარია მომწერე და სრულიად უფასოდ შემიძლია ჩაგიტარო ერთ საათიანი გაკვეთილი Guitar proზეც და არამარტო, მაგის მერე შეგიძლია გადაწყვიტო გინდა თუ არა ჩემთან სწავლის გაგრძელება