ექტონის აკადემია / Acton Academy Saburtalo

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ექტონის აკადემია / Acton Academy Saburtalo

ექტონის აკადემია / Acton Academy Saburtalo Member of IALDS schools

"მოსწავლის მიერ მართული განათლების" პრინციპებზე მომუშავე, Acton Academy-ს ქსელის წევრი სკოლა საბურთალოზე, თბილისში.
ჩვენი მიზანია ბავშვმა იპოვოს მისი შინაგანი მოწოდება და მოემზადოს რეალური ცხოვრებისათვის.

ერთი წლის გავხდით! მოგვილოცეთ! 😊 ზუსტად ერთი წლის წინ, 4 აგვისტოს, 30-მდე ოჯახთან ერთად წარმოუდგენელი რამ დავიწყეთ - გავ...
04/08/2026

ერთი წლის გავხდით! მოგვილოცეთ! 😊
ზუსტად ერთი წლის წინ, 4 აგვისტოს, 30-მდე ოჯახთან ერთად წარმოუდგენელი რამ დავიწყეთ - გავერთიანდით ის ხალხი, ვინც თვლიდა, რომ საკუთარი შვილის განათლებაზე პასუხისმგებელი თავად იყო და ადამიანური, უსტრესო, ცნობისმოყვარეობაზე და შეთანხმებაზე დაფუძნებული სკოლა გავხსენით!

მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც დაიჯერა ჩვენი იდეის და მის განხორციელებაში დაგვეხმარა!
მადლობას ვუხდით ყველა იმ ოჯახს, რომელმაც შვილი გვანდო და მერე ჩვენთან ერთად გაიზარდა!
და მადლობა ყველა იმ მოსწავლეს, ვისთან ერთადაც ამ სკოლას ვაკეთებთ!

21/07/2026

ურჩევდით თუ არა ექტონის აკადემიას სხვა ოჯახებს?

თუ დაინტერესდით, რას გთავაზობს ჩვენი სკოლა, დაგვიკავშირდით 500 503605 ან შეგვივსეთ პირველივე კომენტარში არსებული სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით!

გინდა შენმა შვილმა მსოფლიოს 80%-ს აჯობოს კითხვაში?!ჩვენი სკოლის ოთხსაფეხურიანი რეცეპტი ასეთია:❇️ პირველი: იკითხე შენც!თუ...
17/07/2026

გინდა შენმა შვილმა მსოფლიოს 80%-ს აჯობოს კითხვაში?!
ჩვენი სკოლის ოთხსაფეხურიანი რეცეპტი ასეთია:

❇️ პირველი: იკითხე შენც!
თუ შენ არ კითხულობ, ბავშვმა, რომელიც გიყურებს და გბაძავს, რატომ უნდა წაიკითხოს? მიეცი შვილს მაგალითი. ბავშვები მიბაძვით სწავლობენ, განსაკუთრებით პატარა ასაკში.

📆 მეორე: იკითხეთ ერთად, ყოველდღე!
დათქვით ყოველ დღე დრო, როდესაც მთელი ოჯახი ერთად მყუდროდ მოეწყობა, ყველა თავ-თავის საკითხავს აიღებს და წაიკითხავს.
დათქვით კითხვის დროის ხანგრძლივობაც - დღეში 20 წუთი სრულებით საკმარისია, მაგრამ შეგიძლიათ მოუმატოთ ან დააკლოთ, სიტუაციურად.
დღეში 20 წუთი კითხვა (რაც ბავშვისთვის საშუალოდ 7-8 გვერდია) წელიწადში 2000-ზე მეტი გვერდის წაკითხვას ნიშნავს, ეს კი 10-დან 15 წიგნამდეა. ამ რაოდენობის წაკითხვით, თქვენი შვილი მსოფლიოს მოსახლეობის ტოპ 20% იქნება!

📖 მესამე: იკითხოს, რაც უნდა - სრული თავისუფლება!
კომიქსი ან სპორტული ჟურნალი? ძალიან მარტივი ან რთული წიგნი? მისი არჩევანია. მთავარია, კითხვა ოჯახის ტრადიციად, ყოველდღიურ ჩვევად გადაიქცეს და ტექსტები მის ხელში სულ უფრო და უფრო გართულდება, იმ ტემპით, რა ტემპიც მისთვის კომფორტულია.

🗣️ და მეოთხე: ილაპარაკეთ წაკითხულზე!
კვირაში ერთხელ “წაკითხულზე საუბრის” 20 წუთი დაამატეთ. ამ დროს არ იყოთ ზედმეტად ზოგადი და არ ჰკითხოთ “აბა, რას იტყვი ამ წიგნზე?”. დაუსვით უფრო კონკრეტული კითხვები: “რომელი პერსონაჟი მოგეწონა? რომელი არ მოგეწონა? რა იყო ყველაზე სახალისო/სევდიანი მომენტი ამ კვირაში კითხვისას? რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?”. მას მერე, რაც გიპასუხებთ, თქვენც მოუყევით თქვენს წიგნზე - რაზეა ეს წიგნი, რატომ აირჩიეთ წასაკითხად, რომელ პერსონაჟს გულშემატკივრობთ და ა.შ. ასე მოახერხებთ, რომ კითხვის პროცესს "საჩუქრად" თქვენთან შინაარსიანი, სასიამოვნო საუბარი მიებმება მის გონებაში!

წარმატებული ლიტერატურული ზაფხული გვისურვებია ^_^

როგორ მოვახერხეთ საზოგადოებამ, რომ სწავლით, სკოლით და იქაური გარემოთი კმაყოფილი ბავშვები იშვიათობაა ხოლმე?არადა, ცნობისმ...
15/07/2026

როგორ მოვახერხეთ საზოგადოებამ, რომ სწავლით, სკოლით და იქაური გარემოთი კმაყოფილი ბავშვები იშვიათობაა ხოლმე?
არადა, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ერთერთი სასიამოვნო პროცესია. ათასობით "რატომ?"-ზე პასუხის მიღებას ბავშვები ხომ პატარაობიდან ცდილობენ?

ჩვენ სასწავლო პროცესს ზედმეტი, უსარგებლო სტრესი მოვაცილეთ, მოსწავლეებს ზრდასრულებივით ვეპყრობით და ისე დადიან ჩვენთან, როგორც გუგლის თანამშრომლები - ოფისში, სამუშაოდ.

შედეგად, სულ რაღაც ერთ წელიწადში ბავშვები დამშვიდდნენ, პიროვნულად გაიზარდნენ და ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა დაუბრუნდათ.

თქვენც გინდათ საკუთარ შვილში ამ ცვლილებების ნახვა?
თუ დაინტერესდით, ან დაგვირეკეთ 500 503605 და შევხვდეთ, ან შეგვივსეთ პირველივე კომენტარში არსებული სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით!

14/07/2026

რა ახალი ინტერესები აღმოაჩინეს მოსწავლეებმა საკუთარ თავში?!

პროექტული სწავლების დახმარებით, ნებისმიერი ცოდნა შეიძლება საინტერესო, განსხვავებული ფორმით მივაწოდოთ ბავშვს. დავანახოთ ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები და რეალურ პრობლემებთან დაპირისპირებით ვაჩვენოთ ამ ცოდნის ღირებულება.

თქვენც გინდათ გაიგოთ, რამ შეიძლება თქვენი შვილი დააინტერესოს?

იჩქარეთ, რეგისტრაცია გრძელდება სკოლაშიც და პრე-სქულშიც!
შემოგვიერთდით და დაიწყეთ "გმირის მოგზაურობა" 📍
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ პირველივე კომენტარში 👇🏼

აღმოაჩინე შენი შვილის ნამდვილი შესაძლებლობები!ჩვენი სკოლის რეცეპტი ასეთია:🐣 მოარიდე ბავშვი ზედმეტ სტრესს; 🦅 მიეცი მას არ...
13/07/2026

აღმოაჩინე შენი შვილის ნამდვილი შესაძლებლობები!

ჩვენი სკოლის რეცეპტი ასეთია:
🐣 მოარიდე ბავშვი ზედმეტ სტრესს;
🦅 მიეცი მას არჩევანის თავისუფლება;
🔭 შეფუთე სწავლა თამაშში;
❇️ დაანახე თავისუფლების და პასუხისმგებლობის კავშირი;
და საკუთარი შვილი შენვე გაგაკვირვებს!

ჩვენთან ვსწავლობთ როგორ ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ცოდნა რეალური პრობლემების გადასაჭრელად და როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - Learn to learn; learn to do; and learn to be!

შემოგვიერთდი და დაიწყე შენი "გმირის მოგზაურობა"📍
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ პირველივე კომენტარში👇🏼

06/07/2026

ერთი დღე ექტონის აკადემიაში ✨

იჩქარეთ, რეგისტრაცია გრძელდება სკოლაშიც და პრე-სქულშიც!

შემოგვიერთდით და დაიწყეთ თქვენი "გმირის მოგზაურობა" 📍

სარეგისტრაციო ბმული იხილეთ პირველივე კომენტარში 👇🏼

04/07/2026

💭 ამ ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლად მუშაობის რა უნარები აღმოაჩინე და შენი შეფასებით, საკუთარი პოტენციალის რამდენ პროცენტს იყენებ?

📍ექტონის აკადემიაში მოსწავლის მთავარი მისია საკუთარ თავზე მუშაობის სწავლა და პასუხისმგებლობის აღებაა. ჩვენთან ბავშვები თავად მართავენ საკუთარ დროს, ისახავენ მიზნებს და სწავლობენ გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავებას.

✨დაიწყეთ თქვენი გმირის მოგზაურობა!

👇 სარეგისტრაციო ბმული იხილეთ პირველივე კომენტარში.

Address

აღმაშენებლის ხეივანი 66
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექტონის აკადემია / Acton Academy Saburtalo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share