ამერიკული სკოლა / American School

ამერიკული სკოლა / American School

Share

Member of IALDS schools

მოსწავლის მიერ მართული განათლების პრინციპებზე მომუშავე სკოლა დიღომში, თბილისში. ჩვენი მიზანია ბავშვმა იპოვოს მისი შინაგანი მოწოდება და მოემზადოს რეალური ცხოვრებისათვის.

05/06/2026

📍 ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს შორის კონფლიქტი არა ცუდი საქციელი, არამედ სწავლის შესაძლებლობაა.

Photos from ამერიკული სკოლა / American School's post 19/05/2026

📍ყოველდღე, როცა ჩემი შვილი სკოლიდან ბრუნდება, ვხედავ, როგორ ემატება თავდაჯერებულობა და მისი სამყაროს შემეცნების სურვილი სულ უფრო იზრდება.

ამის ერთ-ერთი დასტური ბიოლოგიის ქვესტიც იყო. საოცრებაა იმის ყურება, თუ რა ანთებული თვალებით, ბედნიერი გვაჩვენებდა მუყაოს ქოთნებში დარგულ ლობიოს, რომელიც შემდეგ ეზოს ბაღში გადარგეს. შთამბეჭდავია იმის ყურება, როგორ იღებს ბავშვი პასუხისმგებლობას თავის თავზე, თუ მას შესაბამის გარემოს შეუქმნი.

მშობლისთვის უდიდესი სიხარულია, როდესაც ხედავ შენი ბავშვი ასეთი ხალისით სწავლობს. ძალიან მიხარია, რომ ასეთ თბილ გარემოშია.

- 💭 ქეთი ასათიანი, ამერიკული სკოლის მშობელი.

15/05/2026

ყველაზე მაგარი მაინც იმის დანახვა იყო, როგორ შემორბოდნენ ბავშვები დილით გიჟებივით და პირდაპირ თავიანთი ქოთნებისკენ გარბოდნენ, რომ შეემოწმებინათ, გამოუვიდა თუ არა მათ მცენარეს პირველი ფესვი 🌱

როცა პირველი მწვანე ყლორტები დაინახეს, დიდი ამბავი ატყდა. ზუსტად ამ დაკვირვების პროცესში დავიწყეთ საუბარი მცენარის ძალაზე და მოთმინებაზე. იმაზე, რომ როცა მას გზაზე ლოდი ხვდება, კი არ ნებდება, არამედ ახალ გზას ეძებს სინათლისკენ. ასე ნელ-ნელა მივხვდით, რომ გარემოსთან შეგუება და შეცვლა სისუსტე კი არა, სინამდვილეში დიდი ძალა ყოფილა ⭐️

ეს ძალა ჩვენს ყოველდღიურობაშიც გადმოვიდა: ყოველდღე ვუვლიდით მცენარეებს, ვრწყავდით, მზეზე ვდგამდით, ვაკვირდებოდით და სიმაღლეში ვზომავდით. ამ პროცესში საინტერესო ის იყო რომ თუ ვინმე აცდენდა, დანარჩენები უვლიდნენ მის მცენარეს, რომ არ მოეწყინა. ნელ-ნელა, მარტო მცენარეებზე კი არა, ერთმანეთზე ზრუნვაც დავიწყეთ. ამასობაში ეზოდან რამდენიმე ლოკოკინაც ავიყვანეთ, რომლებსაც ახლა სტუდიაში ერთად ვზრდით. ბავშვებმა დაინახეს, რომ მათ ეს ყველაფერი გამოსდით და საქმის კეთებისას თავდაჯერებაც მოემატათ.

ბოლო წრეზე შეჯამებისას ვისაუბრეთ, რომ მარტო ბედნიერება არ არსებობს. მივხვდით, რომ ისევე, როგორც მცენარეს სჭირდება მზე, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი და ერთი თბილი სიტყვაც კი შეიძლება მთელ დღეს გაგვყვეს. საბოლოოდ ეს ერთი პატარა თავგადასავალი იყო იმაზე, რომ ყველაზე მაგარი და მნიშვნელოვანი ამბავი ყოველთვის ძალიან პატარა ნაბიჯებით იწყება.

💭 სალომე დავითულიანი, ამერიკული სკოლის მეგზური

12/05/2026

ჩვენი მოსწავლის მშობლობა ძალიან რთულია!

5 თვეა გასული, რაც სკოლაში მედლების სისტემა შემოვიღეთ. მედლები ადასტურებს მოსწავლის ოსტატობას რაიმე მიმართულებით. ჰოდა, წარმოიდგინეთ, 5 თვეა თქვენს შვილს არცერთი მედალი არ აუღია - არც წერის, არც კითხვის, არც მათემატიკის და ა.შ.
სხვები იღებენ და იღებენ. ყოველ პარასკევს, დაჯილდოვების ცერემონიალზე ყველას ხვდება მედალი, თქვენი შვილის გარდა. არადა, თითქოს წერა-კითხვა-ანგარიში იცის... რას იფიქრებდით?

სტანდარტული მშობელი რას იზამდა? ალბათ ეცდებოდა მასწავლებლები "დაეკერა", რომ მის შვილს დახმარებოდნენ; ან თავად დაუჯდებოდა სახლში გვერდით და "თავს დაახლევინებდა" მასალაზე; ან სულაც რეპეტიტორს აუყვანდა, რათა მისი შვილი "სხვა ბავშვებს დასწეოდა"; ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, სკოლას დააბრალებდა - არაფერს ასწავლიანო, და გადაიყვანდა ბავშვს სტანდარტულ სკოლაში.
ასე "დაძალებით" აღებულ მედალს რა ფასი აქვს? შეიძლება წუთიერად გაუხარდეს კიდევ ბავშვს, სხვებთან ერთად რომ დააჯილდოვებენ, მაგრამ გრძელვადიანად შეიძლება პირიქით, სწავლა შეზიზღდეს, რადგან დააძალეს რაღაცის მიღწევა. სამაგიეროდ, მშობელი იგრძნობდა თავს კარგად, რადგან საკუთარი შიშები და წუხილები დაიმშვიდა, შვილის "დაძალებული წარმატების" ხარჯზე.

ამის ნაცვლად, ჩვენი მშობელი მოთმინებით ელოდება შვილს, რომ მან თავად გადაწყვიტოს, გაბედოს ნაბიჯის გადადგმა; ხშირად უმეორებს, რომ სჯერა მისი და იცის, რომ ყველაფერს შეძლებს, მთავარია მოინდომოს. გადის ხუთი თვე და ერთ დღეს მოსწავლე, კაცმა არ იცის რატომ და რის გამო, გადაწყვეტს პირველ მედალს შეეჭიდოს. და უცებ ხვდება, რომ მარტივად ლახავს ამ ბარიერს! "ანუ, შემიძლია?!"

მაქსიმემ იმ დღეს 4 მედალი აიღო 🙂
და ყველა ეს მედალი, ეს მიღწევა, ეს გამარჯვება საკუთარ თავზე, მთლიანად, 100% მისი დამსახურებაა.
უნდა გენახათ, რა ამაყი და ბედნიერი იყო ❤️

ჩვენი Spark სტუდიის მედლების გადაცემის მეთორმეტე ცერემონიალი განსაკუთრებით თბილი და გულშემატკივრული გამოგვივიდა ⭐️

09/05/2026

ერთ დღეს, მკვლევარმა და ფსიქოლოგმა, ბობ როზენტალმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა:
იყიდა ლაბორატორიული თაგვები, მიიყვანა თავის ლაბორატორიაში და ორ ჯგუფად გაყო. ერთი ჯგუფის გალიას მიაკრა წარწერა “განსაკუთრებით ჭკვიანი თაგვები”, ხოლო მეორეს - “განსაკუთრებით სულელი თაგვები”.
მეორე დღეს, სამსახურში მოსული თავისი თანამშრომლებიც ორად გაყო, ჩააბარა თაგვების თითო გალია და დაავალა დაკვირვებოდნენ, როგორი წარმატებით გაივლიდნენ მათი თაგვები ლაბირინთს.

(ხრიკი ის იყო, რომ ეს თაგვები არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ოღონდ ლაბორატორიის თანამშრომლებმა ეს არ იცოდნენ და ეგონათ, რომ მართლა ჭკვიანი ან სულელი თაგვები შეხვდათ).

როგორც აღმოჩნდა, თაგვების წარმატება დიდად ყოფილა დამოკიდებული იმაზე, თუ რა განწყობა ჰქონდათ მომვლელებს მათ მიმართ. ეს განწყობა გამოიხატებოდა იმაში, თუ როგორი სიფრთხილით ან ზრუნვით აჰყავდათ თაგვები ხელში და როგორ ექცეოდნენ მათ.
თუ მეცნიერ-თანამშრომელს თაგვი ჭკვიანი ეგონა, უფრო თბილად იყო მის მიმართ განწყობილი, უფრო ნაზად ექცეოდა.

შედეგი გამაოგნებელი იყო - ის თაგვები, რომლებიც “განსაკუთრებით ჭკვიანების” გალიიდან იყვნენ (და ექსპერიმენტატორებს სჯეროდათ, რომ მართლა ჭკვიანები იყვნენ), ორჯერ სწრაფად გადიოდნენ სატესტო ლაბირინთს, ვიდრე “განსაკუთრებით სულელების” იარლიყიანი გალიის ბინადარი წრუწუნები.

შედეგი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბობს მისი გამოქვეყნება ეთანაღრებოდა კიდეც - არ დამიჯერებენო.

გავიდა წლები და ექსპერიმენტებით დამტკიცდა, რომ ეს უცნაური კავშირი - დამოკიდებულებასა და შედეგებს შორის - ადამიანურ სამყაროზეც ითარგმნება.
როდესაც ვინმე ჭკვიანი გვგონია, მის მიმართ უფრო დადებითად ვართ განწყობილი. თუ გვჯერა, რომ ვინმე სულელია, ქვეცნობიერად ცივად ვექცევით მათ - ნაკლებად გვაქვს თვალით კონტაქტი, სახით მისკენ არ ვდგავართ, ნაკლებად ვიმჩნევთ.
ბობ როზენტალის ექსპერიმენტის მერე, ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ დედის განწყობებმა შეიძლება თინეიჯერი შვილის სასმელზე დამოკიდებულება შეცვალოს, ხოლო ის ჯარისკაცები, რომლებსაც ოფიცრობა უფრო თბილად და ყურადღებით ექცევა, უკეთეს ფიზიკურ შედეგებს აჩვენებენ.

თუ ამას ვაცნობიერებთ, იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ.
თან, ერთია შენ თავს აჯერებდე, რომ ყველა ბავშვს თანაბრად კარგად უნდა მოექცე და მეორეა მართლა გჯეროდეს, რომ შენ წინ მომავალი გენიოსი, მომავალი წარმატებული ადამიანი, სამყაროს უკეთესობისკენ შემცვლელი დგას და აღფრთოვანებით ელოდებოდე მის გაზრდას.

რწმენის ნაწილი რთულია. ხანდახან ბავშვები ისე იქცევიან, გინდა ხელი ჩაიქნიო და თქვა, რომ მისგან არაფერი გამოვა, რომ ის ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული არსებაა.
მაგრამ სიტუაციას სხვანაირად უნდა შევხედოთ - ყველა გენიოსი, ყველა დიდი ადამიანი, ოდესღაც ერთი პატარა, ცელქი ბავშვი იყო. პატარა აინშტაინი რომ გენახათ ახლა, ალბათ ვერ წარმოიდგენდით, რომ მისგან რაიმე ექსტაორდინალური გამოვიდოდა. ან პატარა ნიუტონი, ან პატარა ვაშინგტონი.

ჩვენი სკოლის საძირკველში სწორედ ეს რწმენა დგას - რწმენა იმისა, ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენს ზღურბლს გადმოკვეთს, გენიოსია, რომელიც იმსახურებს იპოვოს საკუთარი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.

პრაქტიკაში კი ეს დამოკიდებულება ნიშნავს:
- გჯეროდეს, რომ ბავშვებს ბევრი რამე შეუძლიათ და სანამ ეჭვს შეიტან მათ შესაძლებლობებში, აცადო შეცდომების დაშვება და ამ შეცდომებზე სწავლა;
- არასოდეს გაუკეთო დათვური სამსახური, ანუ არ გააკეთო მათ ნაცვლად ის, რისი გაკეთებაც თავად შეუძლიათ;
- არ უყურო პატარა ადამიანებს ზემოდან, უფროსივით;
- იყო მათთან გულწრფელი და არასოდეს მოატყუო;
- ისწავლო მათთან ერთად და საკუთარი მაგალითით აჩვენო, რას ნიშნავს კარგი ადამიანობა და ხარისხიანი შრომა;

05/05/2026

დიდი რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდე? 💥

01/05/2026

და თქვენთვის ამერიკული სკოლა როგორია? ✨

21/04/2026

დაიწყეთ გმირის მოგზაურობა თავისუფალ სკოლაში ✨

08/04/2026

💭 შვილები და მშობლები: ვინ ვის რა უნდა ასწავლოს? | ვახო მეგრელიშვილი, თუთი ნადირაძე, ოთო კიკნაძე და გიორგი ქსოვრელი თავისუფალ ბაზარში 📍

07/04/2026

ჩვენთან ხარისხს არა მეგზურები, არამედ თავად ,,საქმის მეგობრები“ აკონტროლებენ 📍

ყოველ დილას ჩვენი მოსწავლეები საკუთარ S.M.A.R.T. მიზნებს ადგენენ: რამდენ გვერდს წაიკითხავენ საყვარელი წიგნიდან, რამდენ ხანს ივარჯიშებენ Khan Academy-ში... ეს მათი პირადი გამოწვევაა. 📈

მუშაობის ბოლოს კი ყველაზე საინტერესო ეტაპი დგება: „საქმის მეგობრები“ ერთმანეთის შედეგებს ეცნობიან. ისინი ერთმანეთს სწორად შერჩეული სიტყვებით აქებენ ან აძლევენ მოტივაციას, რომ ხვალ უფრო მეტი შეძლონ ✨

მოდით, ჩვენც გავხდეთ ერთმანეთის საქმის მეგობრები!

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


აღმაშენებლის ხეივანი 66
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00