28/09/2026
💥 არსებობს მოგზაურობა და არსებობს შემოქმედებითი თავგადასავალი.
ეს არ არის მშრალი ლექციები. ეს არის ცოცხალი პროცესი, სადაც ერთად ვიმუშავებთ მთავარ უნარებზე:
🔴 დანახვა
შუქის, ჩრდილის და იმ დეტალების შემჩნევა, რასაც სხვები უბრალოდ ჩაუვლიან. სამყაროს არავერბალურად აღქმა და კადრის პოვნა იქ, სადაც ერთი შეხედვით არაფერი ხდება.
🔴 გადაწყვეტილება
სწრაფად და ინსტინქტურად მოქმედება საჭირო მომენტში. გაბედულება, მოთმინება და ქუჩაში თავისუფლად გადაღება — უხერხულობისა და შიშის გარეშე.
🔴 არჩევა
ასობით გადაღებული ფოტოდან სწორედ იმ კადრების სწრაფად გამოყოფა, რომლებიც მართლა „მუშაობენ“ და ისტორიას ყვებიან.
🔴 გადაღება
პრაქტიკული გამოცდილება პარიზის ქუჩებში, მათ შორის — მოდელებთან სწორი კომუნიკაცია, ლოკაციისა და ბუნებრივი განათების შერჩევა.
🔴 PARIS PHOTO
ვორქშოპს სპეციალურად ვამთხვევთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოფესტივალს. ასე რომ, ქუჩების გადაღებასთან ერთად, რამდენიმე დღით მსოფლიო ფოტოგრაფიის ეპიცენტრში აღმოვჩნდებით.
🔴 თამაში
საუკეთესო კადრებიც და ნამდვილი გამოცდილებაც მაშინ მოდის, როცა პროცესით ერთობი. გავთავისუფლდებით ტექნიკური რუტინისგან და მივენდობით საკუთარ თვალს.
🔴 მეგობრები
ახალი, საინტერესო და შემოქმედებითი ადამიანების გაცნობა. ჩვენს ვორქშოპს ესწრებიან როგორც დამწყებები და პროფესიონალები, ასევე ადამიანები, ვისაც უბრალოდ გარემოს შეცვლა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება სურს.
რა არის საჭირო?
ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც გადაღებაში არ შეგზღუდავს — პროფესიონალური კამერიდან თანამედროვე სმარტფონამდე. ასევე ლეპტოპი, Power Bank და ძალიან კომფორტული ფეხსაცმელი (დღეში ~15 კმ-ს გავდივართ!).
პროგრამის გაფართოება:
შეგიძლია აირჩიო 5-დღიანი პაკეტი (+1 დღე მოდელის ქუჩაში გადაღების სიღრმისეული პრაქტიკით) ან დაამატო სრული ინდივიდუალური VIP დღე.
რეგისტრაცია:
ჯგუფი მცირეა, რათა თითოეულ მონაწილეს მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ. ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფასი კი თარიღის მოახლოებასთან ერთად იზრდება.
დეტალური პროგრამისა და ადგილის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში (DM).