� ჩვენ გთავაზობთ:
�სანდოობას
� გამართულ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხო გარემოს
�აღმზრდელების და პედაგოგების კომპეტენტურობას.
ბაღს ჰყავს ფსიქოლოგი
ლოგოპედი
�ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას
�Haccp სტანდარტი
� ბავშვი - აქ პრიორიტეტია! �
� თედი გთავაზობთ კეთილმოწყობილ ფიზიკური გარემს, რომ ბავშვს განუვითარდეს სენსომოტორული უნარები, შემეცნებითი უნარები,სოციალურ-ემოციური კომპეტენციები.
� თედის ხელოვნების სივრცე იძლევა საშუალებას აღსაზრდელები დაკავდნენ შემოქმედებითი აქტივობებით. შემოქმედებითად მოსინჯონ სხვადასხვა სამხატვრო,საძერწი მასალები.
� სამაგიდო თამაშების სივრცე - ეს არის ადგილი,სადაც ბავშვებს მათემატიკური უნარების,ნატიფი მოტორიკის განვითარების საშუალება აქვთ.
� სენსორული სივრცე - ამ სივრცეში ბავშვებს საშუალება აქვთ გამოცადონ თავიანთი შეგრძნებები.
� სენსორული განათლება ბავშვების ჰარმონიული განვითარების აუცილებელი ელემენტია.
სენსორული განათლება ბავშვის გონებრივი განვითარების გასაღებია.
ეს საფუძველი მომავალში მისთვის საჭირო იქნება ყოვლისმომცველ სკოლაში წარმატებული ადაპტაციისთვის.
� ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა,წარმოუდგენელია ჯასაღ კვებაზე ზრუნვის გარეშე.
ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კვება ჩვენთან არის უმაღლესი ხარისხის.
� ჯანსაღი კვების დროს ბავშვები სწავლობენ არჩევანის გაკეთებას, აღმოაჩენენ საკვების მრავალფეროვნებას, სწავლობენ, რომელი საკვებია სასარგებლო მათი ჯანმრთელობისთვის. ასევე ეუფლებიან ჰიგიენის წესების დაცვას: ხელის საპნით დაბანას ჭამის წინ და ჭამის შემდეგ.
� HACCP პროგრამა, რომელიც დანერგილია ბაღში აკმაყოფილებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის (CAC) მოთხოვნებს.
� თედის კონსტრუქციული სივრცე იძლევა საშუალებას ბავშვებმა ააშენონ სხვადასხვა ტიპის ნაგებობები, გამოიყენონ როგორც ხის კუბურები, ასევე მცირე ზომის სათამაშოები კონსტრუქციების და კომპოზიციების ასაწყობად.
� სტაციონარული რესურსი - ეს არის რესურსი, რომელიც დამონტაჟებულია ბაღის შიდა სივრცეში, ასევე ეზოში: სასრიალო, საძრომიალო, შვედური კედელი და ა.შ.
� ეზოში არის მყუდრო ხელოვნური მდელო დასაჯდომი კუნძებით, რომელსაც ხეები უჩრდილავს, კარავი ბაღის ეზოში, სათამაშო სახლი და ა.შ.
� წიგნიერების სივრცე - ამ სივრცეში ბავშვებს წიგნების დათვალიერების, წერითი უნარების განვითარების საშუალება აქვთ.
ნათელ ოთახში არის რბილი პუფები, რათა ბავშვები მყუდროდ მოკალათდნენ წიგნების თვალიერებისას, წიგნების თაროები.
�დრამატული თამაშების სივრცე.
���������
თედის ჯადოსნური სამყარო მდებარეობს:
თბილისი,
� ვაკე, მცხეთის ქ.