21/07/2026
🌿 მებაღეობის კოლეჯის სტუდენტები წინანდლის მამულში მებაღეობის კოლეჯის სტუდენტები ექსტრაკურიკულური აქტივობის ფარგლებში წინანდლის მამულს ესტუმრნენ.
ვიზიტისას მათ დაათვალიერეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული მამული, გაეცნენ მის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მნიშვნელობას, მოინახულეს წინანდლის ისტორიული ენოთეკა, უნიკალური ბაღი და მცენარეთა მრავალფეროვანი კოლექცია.
მსგავსი გასვლითი აქტივობები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულ გარემოში განიმტკიცონ სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა, უკეთ გაეცნონ საქართველოს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას, ხოლო არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან კომუნიკაციის და დაახლოების გზით გააძლიერონ გუნდური ურთიერთობები.
სწორედ ასეთი აქტივობები ქმნის სასიამოვნო სტუდენტურ გამოცდილებას, რომელიც პროფესიულ განვითარებასთან ერთად პიროვნულ ზრდასაც უწყობს ხელს.
მადლობა წინანდლის მამულს საინტერესო და შთამბეჭდავი მასპინძლობისთვის! 🌳