29/06/2026
🎭✨ სასწავლო წლის ულამაზესი დაგვირგვინება ✨🎭
სასწავლო წლის ღირსეული და შთამბეჭდავი დასასრული იყო სსიპ ქალაქ თბილისის N149 საჯარო სკოლის მე-6ა კლასის სპექტაკლი „ქეთო და კოტე“. 🌟
სპექტაკლში გამოყენებული იყო ქართველი კომპოზიტორის, ვიქტორ დოლიძის უკვდავი მუსიკა ოპერიდან „ქეთო და კოტე“. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით შეასრულეს თავიანთი როლები, არიები და გუნდური ნომრები, რითაც მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. 🎶🎭
ეს დღე განსაკუთრებულ ემოციებად დარჩება როგორც მოსწავლეების, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლების გულებში. ❤️
👏 სპექტაკლის დამდგმელი იყო კლასის დამრიგებელი თამარ წერეთელი,
🎼 მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის მანანა ბერიაშვილს.
💐 მადლობა ყველა მონაწილეს, მშობელსა და მასწავლებელს იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ამ მშვენიერმა სპექტაკლმა გვაჩუქა.
✨ ეს ლამაზი მოგონებები კიდევ დიდხანს გაგვყვება! ✨