დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი

დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი ფსიქოლოგიური კონსულტირება/ ფსიქოთერაპია/ტრენინგი

• დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს, ევროპული ცენზის მქონე ექსპერტებს ფსოქოლოგიისა და ფსოქოთერაპიის სფეროში. ორგანიზაციის ხემძღვანელია ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში (EAGT) აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური მეცნიერების საერთაშორისო გაერთიანებაში (IUPsyS) საქართველოს წარმომადგენელი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი.

ცენტრი ახორციელებს სამეცნიერო და პრაქტიკულ და საქმიანობას ფსიქოლოგიაში.
ატარებს:
• ტრენინგებს (სწავლებას)
• კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს
• მრავალპროფილიან კონსულტაციებსა და ფსიქოთერაპიას

ფსიქოლოგიური კონაულტირება და ფსიქოთერაპია მიზნად ისახავს:
• პრობლემის დაძლევაზე მიმართული მიდგომის შემუშავებას
• უცვლელი პრობლემური რეალობის მიმართ განწყობების ცვლილებას
• კონფლიქტების დარეგულირების ხელშეწყობას
• სტრესის მართვის ათვისებას
• გადატანილი ფსიქოტრავმების გადალახვას
• ფსიქიკური დისკომფორტის და მისგან მომდინარე ფსიქო-სომატური (ფიზიკური) სიმპტომების დაძლევას
• პიროვნული ზრდის ხელშეწყობას.
თანამედროვე სტრესულ ცხოვრებაში, მსოფლიოში უამრავი ადამიანი მიმართავს ფსიქოლოგიურ დახმარებას/ფსიქოთერაპიას და ამ გზით წარმატებით ზრუნავს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
ფსიქოლოგიური დახმარება/ფსიქოთერაპია ეფექტურად გამოიყენება
• შფოთვითი აშლილობების
• პანიკური შეტევების
• ნევროზული ფობიების (შიშების)
• ნევროზული დეპრესიების
• ნევროზული აკვიატებების
• გადაუწყვეტელი პირადი, ოჯახური, თუ სამსახურეობრივი პრობლემების
• დაურეგულირებელი კონფლიქტების
• მატრავმირებელი სტრესების დასაძლევად

📣🎨ცხადდება მიღება გეშტალტ-არტ თერაპიულ კურსზე „შემოქმედებითი კონტურები” ⛔ გიჭირთ „არას“ თქმა, ან ხშირად საკუთარ საჭიროებ...
17/08/2026

📣🎨ცხადდება მიღება გეშტალტ-არტ თერაპიულ კურსზე „შემოქმედებითი კონტურები”

⛔ გიჭირთ „არას“ თქმა, ან ხშირად საკუთარ საჭიროებებს გვერდზე სწევთ?

🙌 "როდესაც კი-ს პასუხობ სხვას, დარწმუნდი, რომ არა-ს არ ეუბნები საკუთარ თავს" (პაოლო კოელიო)

🔹 თუ გსურთ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, შექმნათ უფრო ჯანსაღი ურთიერთობები და შემოქმედებითი პროცესის დახმარებით გააძლიეროთ შინაგანი საყრდენი — გეშტალტ-არტ თერაპიული კურსი „შემოქმედებითი კონტურები“ სწორედ თქვენთვისაა.

✨ „შემოქმედებითი კონტურები“ არის პრაქტიკული, გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგრამა, სადაც გეშტალტ თერაპიისა და არტთერაპიის მეთოდების ინტეგრაციით შეისწავლით, როგორ

✔️ ამოიცნოთ საკუთარი პიროვნული საზღვრები
✔️ გაიგოთ პიროვნული საზღვრების ფუნქცია-დანიშნულება და განასხვაოთ მათი სხვადასხვა ტიპი და სტილი
✔️ გამოხატოთ საკუთარი საჭიროებები უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად
✔️ დაიცვათ საკუთარი სივრცე კონფლიქტის გამწვავების გარეშე
✔️ გააძლიეროთ შინაგანი სტაბილურობა და საკუთარი თავის მხარდაჭერის უნარი
✔️ დაამყაროთ უფრო ავთენტური და ჯანსაღი ურთიერთობები

________________________________________

🌿 რატომ გეშტალტ-არტ თერაპია?

კონტაქტის საზღვარი არის სივრცე, სადაც „მე“ ხვდება „სხვას“, ხოლო პიროვნული საზღვრები არის უხილავი კონტურები, რომლებიცგვეხმარება ავთენტური კონტაქტის დამყარებაში ისე, რომ არ შევერწყათ „სხვას“ და არც ვიზოლირდეთ მისგან.

ზოგჯერ საკუთარი გამოცდილების გამოხატვა მხოლოდ სიტყვებით რთულია. შემოქმედებითი პროცესი - ხატვა, მოძრაობა, სიმბოლოები და სხეულთან მუშაობა გვეხმარება საკუთარი გამოცდილების უფრო ღრმად გაცნობიერებაში და რეალური ცვლილების დაწყებაში.

ვორქშოფის განმავლობაში გეშტალტ-არტის მეთოდებისა და ტექნიკების საშუალებით გამოვიკვლევთ პიროვნულ საზღვრებს, გავაღრმავებთ მათ მიმართ ცნობიერებას და შემოქმედებითი ექსპერიმენტების გზით შევქმნით სივრცეს ახალი გამოცდილებისა და ცვლილებისთვის.
________________________________________

🎨 კურსის განმავლობაში იმუშავებთ:

🔹 კონტაქტსა და პიროვნულ საზღვრებზე;
🔹 მოთხოვნილებების, ემოციებისა და შინაგანი რესურსების გაცნობიერებაზე;
🔹 საზღვრების დარღვევის ამოცნობასა და ეფექტურ რეაგირებაზე;
🔹 საკუთარი „მე“-ს უფრო თავისუფალ და ავთენტურ გამოხატვაზე;
🔹 ახალი, უფრო მოქნილი ქცევითი პატერნების განვითარებაზე.

________________________________________

💡 პროგრამა აერთიანებს:

📚 გეშტალტ თერაპიას
🎨 არტ-თერაპიულ ტექნიკებს
💃 ცეკვა-მოძრაობით თერაპიას
🌿 სხეულზე ორიენტირებულ მუშაობას
🧘 პრაქტიკულ სავარჯიშოებს „აქ და ახლა“ გამოცდილებისთვის
✨ შემოქმედებით ექსპერიმენტებს
________________________________________

👥 კურსი თქვენთვისაა, თუ

• გაინტერესებთ ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია და გეშტალტ-არტ თერაპია
• გსურთ პიროვნული განვითარება და თვითშემეცნება
• ეძებთ პრაქტიკულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას
• გსურთ შემოქმედებითი მეთოდებით იმუშაოთ საკუთარ თავზე
• მზად ხართ საკუთარ ცხოვრებაში რეალური ცვლილებების დასაწყებად
________________________________________

👩‍🏫 კურსს უძღვებიან

მარიამ ზვიადაძე
ფსიქოლოგი, EAGT-ის აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი
ალდე იაშვილი
მხატვარი, EAGT-ის აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი
________________________________________
დეტალები:
🗓 7 სექტემბერი — 27 სექტემბერი
📍 ფორმატი: აუდიტორიული შეხვედრები
⏳ 1 თვე | 5 პრაქტიკული ვორქშოფი

🗓 განრიგი:
I ჯგუფი (ორშაბათი)

7 სექტემბერი — 19:00–22:15
14 სექტემბერი — 19:00–22:15
20 სექტემბერი — 11:00–14:15
21 სექტემბერი — 19:00–22:15
28 სექტემბერი — 19:00–22:15

II ჯგუფი (ხუთშაბათი)

10 სექტემბერი — 13:30–16:45
17 სექტემბერი — 13:30–16:45
20 სექტემბერი — 15:00–18:15
24 სექტემბერი — 13:30–16:45
1 ოქტომბერი — 13:30–16:45

20 სექტემბერს ვორქშოფი ჩატარდება სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში
https://art.edu.ge/

________________________________________
🎓 კურსის დასრულების შემდეგ

✨ მოხდება კურსის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების წარდგენა
🎫 სერტიფიკატების მიღება
________________________________________
💰 ღირებულება

კურსის საფასურია — 350 ლარი
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტებისთვის — 290 ლარი
________________________________________
📌 რეგისტრაცია

⚠️ ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეების ინდივიდუალური საჭიროებების და პირადი სივრცის გათვალისწინებით
👉 დარეგისტრირდით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScUEeeEMSKjoDSfbdlzoGZeNkOAW6EgMA_etldX995td_Ms9Q/viewform?pli=1

✅ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი — 18:00

☎ 032 292 03 36
📱 598 42 03 36

🏠 თბილისი, პაოლო იაშვილის ქუჩა №22

🌿 ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იწყება იმ მომენტიდან, როცა საკუთარ საზღვრებს აღიქვამთ.

შემოგვიერთდით და შექმენით თქვენი ცხოვრების „შემოქმედებითი კონტურები!”

🎓 👥 საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მე-18 ჯგუფმა წარმატებით დაასრულა სწავლის პირველი წელი ჯგუფურ და ინდივიდუალურ...
29/07/2026

🎓 👥 საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მე-18 ჯგუფმა წარმატებით დაასრულა სწავლის პირველი წელი ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიაში. ამის აღსანიშნავად, მათ წარადგინეს შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც საკუთარი თავის გაცნობის ღრმა და მნიშვნელოვან მოგზაურობას მიეძღვნა.

#საქართველოსეროვნულიგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #ფსიქოთერაპია #განათლება

25/07/2026
🎞️ 🇮🇹  საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტთა სალენტოს 2026 წლის საზაფხულო სკოლის მომენტები🎞️ 🇮🇹  Highlights:...
14/07/2026

🎞️ 🇮🇹 საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტთა სალენტოს 2026 წლის საზაფხულო სკოლის მომენტები
🎞️ 🇮🇹 Highlights: Georgian National Gestalt Institute’s Students at the Salento Summer School 2026

🟢 XV ჯგუფმა წარმატებით გაიარა ტრენინგი „წყვილებთან და ოჯახებთან მუშაობა”🗣️ ტრენინგს  გაუძღვა დოქტორი ნურით ლევი (Dr. Nur...
13/07/2026

🟢 XV ჯგუფმა წარმატებით გაიარა ტრენინგი „წყვილებთან და ოჯახებთან მუშაობა”
🗣️ ტრენინგს გაუძღვა დოქტორი ნურით ლევი (Dr. Nurith Levi) ისრაელიდან. დოქტორი ნურით ლევი - ევროპული (EAGT, EAP) აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპევტი, საერთაშორისო ტრენერი და სუპერვიზორია. ურთიერთობების სფეროში ექსპერტის რანგში, დოქტორი ნურით ლევი 35 წელია მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 2013 წლიდან, იგი საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თეორია-მეთოდოლოგიის მთავარი ტრენერია.
💡 ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს წყვილებთან და ოჯახებთან გეშტალტფსიქოთერაპიული მუშაობის სპეციფიკა, მათ შორის ურთიერთობების დინამიკა, თერაპიული ინტერვენციების თავისებურებები და კლინიკური პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
#საქართველოსეროვნულიგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტი #გეშტალტფსიქოთერაპია #ფსიქოთერაპია

☀️🌊 საზაფხულო სკოლა 2026 (სალენტო, იტალია)🇮🇹 ტრენერი: დილეტა სალტარა (Diletta Saltara) - იტალიელი ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსი...
11/07/2026

☀️🌊 საზაფხულო სკოლა 2026 (სალენტო, იტალია)
🇮🇹 ტრენერი: დილეტა სალტარა (Diletta Saltara) - იტალიელი ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი და ლექტორი.
🗣️ ტუტორი: მარიამ ზვიადაძე
💼 ვორქშოფი; ფსიქოთერაპიული ჯგუფის წარმართვა: ცნობიერების უწყვეტობა, თერაპევტის თანაყოფნა და ველისადმი ყურადღების განვითარება
💡 გეშტალტთერაპიაში ყურადღება ყოველთვის მიმართულია იმაზე, რაც აქ და ახლა ხდება. რა შეიძლება გაკეთდეს თერაპევტის მხრიდან, რათა განავითაროს თანაყოფნა (co-presence) რაც გულისხმობს სრულ კონტაქტს საკუთარ თავთან, მეორე ადამიანთან და ჯგუფთან? აღნიშნული კითხვა იყო ვორქშოფის ფუნდამენტური სამუშაო თემა.
☀️🌊 Summer School 2026 (Salento, Italy)
🇮🇹 Trainer: Diletta Saltara - Italian psychologist, Gestalt psychotherapist, and lecturer.
🗣️ Tutor: Mariam Zviadadze
💼 Workshop: CONDUCTING A PSYCHOTHERAPY GROUP
Awareness Continuum, Therapist Presence, and the Development of Field Attention
💡 In Gestalt therapy, attention is always directed toward what is happening in the here and now. What can a therapist do to develop co-presence, which implies full contact with oneself, the other person, and the group? This question served as the fundamental focus of the workshop.

📒  საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის XVII ჯგუფმა წარმატებით დაასრულა სასწავლო ტრენინგი - „დიაგნოზირება“🎓📖  სასწავლ...
10/07/2026

📒 საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის XVII ჯგუფმა წარმატებით დაასრულა სასწავლო ტრენინგი - „დიაგნოზირება“
🎓📖 სასწავლო ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს წამყვანი სპეციალისტები:
👩‍🏫 გოგოლა იოსელიანი ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ლექტორი და ტრენერი. EAGT - ის აკრედიტებული წევრი, მრავალწლიანი გამოცდილებით ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში.
👩‍🏫 ანი რაინაული - კლინიკური ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი და ტრენერი. EAGT-ის აკრედიტებული წევრი, ეგზისტენციალური თერაპიის ევროპული ფედერაციის ასოცირებული წევრი და Phenomena HUB-ის სამეცნიერო ასოციაციის წევრი (იტალია).
სასწავლო ტრენინგის ფარგლებში ჯგუფი გაეცნო:
☑️ დიფერენციალურ დიაგნოზს (სხვადასხვა შესაძლო დიაგნოზების ერთმანეთისგან გარჩევა)
☑️ DSM და ICD (ფსიქიკური აშლილობებისა და დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის სისტემებს)
☑️ ფსიქოდინამიკურ დიაგნოზს
☑️ გეშტალტ-დიაგნოზს – (ფენომენოლოგიური / ველის (field-embedded) მიდგომაზე დაფუძნებული დიაგნოზი)
☑️ დიაგნოსტიკური მიდგომების შედარებას
☑️ სხვადასხვა დიაგნოსტიკური მიდგომების ინტეგრაციას (გაერთიანება)
🙏 მადლობას ვუხდით ტრენერებს მათ მიერ გაზიარებული მდიდარი პროფესიული გამოცდილებისა და ღრმა თეორიული ცოდნისთვის, ხოლო სტუდენტებს აქტიური ჩართულობისა და მაღალი მოტივაციისთვის.
#ტრენინგი #განათლება #ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია #დიაგნოსტიკა #დიფერენციალურიდიაგნოზი #ფსიქოდინამიკა #გეშტალტი #პროფესიულიგანვითარება

🎉 საქართველოს გეშტალტის დღე კიდევ ერთხელ გახდა პროფესიული ერთობის, განვითარების და ახალი დასაწყისების აღნიშვნის დღე.🎉 Ge...
08/07/2026

🎉 საქართველოს გეშტალტის დღე კიდევ ერთხელ გახდა პროფესიული ერთობის, განვითარების და ახალი დასაწყისების აღნიშვნის დღე.
🎉 Georgia's Gestalt Day once again became a celebration of professional community, growth, and new beginnings.

🇮🇹 საზაფხულო სკოლა 2026 (სალენტო, იტალია)🧑‍🏫 🇮🇹  ტრენერი: მარიო დ’ავინო - წამყვანი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ექიმი და სუპე...
07/07/2026

🇮🇹 საზაფხულო სკოლა 2026 (სალენტო, იტალია)
🧑‍🏫 🇮🇹 ტრენერი: მარიო დ’ავინო - წამყვანი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ექიმი და სუპერვიზორი
🎭 🌀 თეატრისა და გეშტალტის ვორქშოფი
✨ჩვენში ცოცხლობს ოთხი პირველადი ინსტინქტი, ამ ვორქშოფზე თეატრი გახდა სივრცე, სადაც ეს იმპულსები სხეულის, მოძრაობისა და ურთიერთობის საშუალებით გამოვიკვლიეს. ეს არ არის როლების თამაში, ეს არის საკუთარი თავისა და სხვების შეხვედრის, ცნობიერებისა და ცოცხალი გამოცდილების პროცესი.
🇮🇹 Summer School 2026 (Salento, Italy)
🧑‍🏫 🇮🇹 Trainer: Mario D’Avino – leading Gestalt psychotherapist, medical doctor, and supervisor
🎭 🌀 Theatre and Gestalt Workshop
✨Four primary instincts live within each of us. In this workshop, theatre became a space where these impulses were explored through the body, movement, and relational contact. This is not about role-playing; it is a process of encountering yourself and others, cultivating awareness, and engaging in embodied experience.



Address

პ. იაშვილის ქუჩა 22 (ლადო ასათიანის კუთხე)
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322920336

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი:

Shortcuts

Share

Category