ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე - Espace Géorgien Pour la Psychanalyse

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე - Espace Géorgien Pour la Psychanalyse

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე - Espace Géorgien Pour la Psychanalyse Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე - Espace Géorgien Pour la Psychanalyse, Education, Tbilisi.

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე, წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც ქართული და ფრანგული ფსიქოანალიტიკური ინსტიტუციების ბაზაზე შეიქმნა. პარიზში მოქმედი ფსიქოანალიტიკური ასოციაცია Espace Analytique (Association de Formation Psychanalytique et de Recherche Freudiennes), რომელიც ფრანგული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლებს აერთიანებს დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოში ფსიქოანალიზის განვითარებას.

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის, როგორც განვითარებადი ჯგუფის დაფუძნება არის ფრანგი და ქართველი კოლეგების თანამშრომლობის გაგრძელება ამჯერად ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფარგლებში. ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის გადაკვეთის წერტილს სამი ინსტიტუციისთვის, იგულისხმება ბავშვთა ფსიქიკური აშლილობების პრევენციის ცენტრი მწვანე სახლი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაცია და პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის განყოფილება. სამივე ინსტიტუცია ჯგუფის თეორიული და პრაქტიკული მუშაობის ძირითად დასაყრდენს (რესურსს) წარმოადგენს.

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის მიზანია ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის (ან ფსიქოანალიტიკური ფორმაციის პროცესში მყოფი) ფსიქოთერაპევტებისა და კლინიკური ფსიქოლოგების გაერთიანება ღია სამუშაო ჯგუფში, სადაც თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება ისაუბროს სირთულეებზე, რომლებსაც ის საკუთარი კლინიკური პრაქტიკის დროს აწყდება, განიხილოს ისინი ჯგუფში ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიისა და თეორიის ჭრილში. ჯგუფის მიზანია ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ ტექსტებზე კოლექტიური მუშაობა ჯგუფის წევრებთან ერთად. კლინიკური სუპერვიზიები, რომლებსაც ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები გაუძღვებიან (თბილისში ვიზიტებისა და აგრეთვე დისტანციური სწავლების დროს) წარმოადგენს ჯგუფის დაფუძნების ერთ–ერთ მიზანს. ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე ღიაა სტუდენტებისთვისაც.

იხ. ასოციაციის მუშაობის პრინციპების, მისი დამფუძნებლების, სუპერვაიზორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ: https://espacegeorgien.wixsite.com/website

29 სექტემბერს, 20:00 საათზე, წარმოგიდგენთ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის საჯარო სემინარს თემაზე:🔹 „ისტერიული სუბიექტის...
27/09/2026

29 სექტემბერს, 20:00 საათზე, წარმოგიდგენთ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის საჯარო სემინარს თემაზე:

🔹 „ისტერიული სუბიექტის ტკბობა ლუსიენ ისრაელის მიხედვით“.

სემინარს გაუძღვება ასოციაციის სრული წევრი - ანკო პირველი.

შეხვედრა გაიმართება ადგილზე და ონლაინ.
📌 გიორგი ჩიტაიას 17.

🔹 დასწრება თავისუფალია

სემინარის არგუმენტაცია ⬇️
„მთავარი კითხვა, რომელიც უპასუხოდ დარჩა და რომელზეც ვერასოდეს შევძელი პასუხის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში ვიკვლევდი ქალის სულს, ასეთია: რა სურს ქალს?“ - ფროიდის მიერ მარი ბონაპარტისთვის გამხელილი ეს სირთულე ერთი საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებს აქტუალობას.

„რა სურს ქალს?“ - შესაძლებელია თუ არა, ეს კითხვა ისტერიის კლინიკის პერსპექტივიდან სხვაგვარად დავსვათ: რა სურს ისტერიულ სუბიექტს?

სემინარი შეეხება ისტერიის ფსიქოანალიტიკური გაგების შემდგომ განვითარებას და მის გადააზრებას სურვილთან მიმართებაში - რატომ ინარჩუნებს ისტერიული სუბიექტი სურვილს დაუკმაყოფილებლად და რა ფუნქცია ენიჭება ამ კონტექსტში სხეულს, სიმპტომსა და დიდ სხვასთან მიმართებას.

მომხსენებელი: ანკო პირველი | ფსიქოთერაპევტი

იხილეთ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის მთავარი გვერდი - 2026-2027 წლის პროგრამა, აქტივობები, ვედეო სემინარები, კონფერენ...
11/09/2026

იხილეთ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის მთავარი გვერდი - 2026-2027 წლის პროგრამა, აქტივობები, ვედეო სემინარები, კონფერენციები და სხვა ინფორმაცია)

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე ფრანგი და ქართველი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგს წ....

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ყოველწლიური პროგრამის, სასწავლო აქტივობების, ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ს...
05/09/2026

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ყოველწლიური პროგრამის, სასწავლო აქტივობების, ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ იხილეთ გაზიარებული ვიდეო.

Nyd de videoer og den musik, du holder af, upload originalt indhold, og del det hele med venner, familie og verden på YouTube.

31/08/2026
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის თეორიულ-კლინიკური სწავლებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ სრული ინფ...
25/08/2026

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის თეორიულ-კლინიკური სწავლებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ მოცემული PDF დოკუმენტის სახით:

https://www.espacegeorgien.com/_files/ugd/877ec5_0ea83e9d58a94a208aacad97efade94e.pdf

🔹 რეგისტრაციის ბოლო ვადა - 1 ოქტომბერი.

🔹 რეგისტრაციის ლინკი იხილეთ კომენტარებში.

წარმოგიდგენთ ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის სწავლების 1 წლიან პროგრამას.2026-2027 წელს ქართულ...
23/08/2026

წარმოგიდგენთ ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის სწავლების 1 წლიან პროგრამას.
2026-2027 წელს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფაგრლებში იმ აქტივობებთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია წევრთა ფსიქოანალიტიკურ ფორმაციასთან, ასოციაცია განახორციელებს 100-ზე მეტ ღონისძიებას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის სწავლების სფეროში ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად.

მომავალი წლის პროგრამა მოიცავს სემინარებს, ჯგუფის კლინიკურ სუპერვიზიებს, სამკითხველო ჯგუფებს, სამუშაო ჯგუფებს (კარტელებს), საუნივერსიტეტო კონფერენციებს ადგილობრივ და მოწვეულ კოლეგებთან ერთად, საზაფხულო სკოლას, სემინარებსა და პრაქტიკულ სამუშაოს ინდივიდუალურ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოდრამაში, შეხვედრებს ფსიქოანალიზისა და სინემას, ფსიქოანალიზისა და ლიტერატურის ჯგუფებში, მთარგმნელობით საქმიანობას, სტატიების გამოქვეყნებასა და ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალის შემდგომი ნომრების გამოცემას.

პროგრამა განკუთვნილია როგორც ფსიქოანალიტიკური ფორმაციით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი ფსიქოთერაპევტებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც სურს ფსიქოანალიზის გაცნობა და მისი თეორიული თუ კლინიკური საკითხების უფრო ღრმად შესწავლა.

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ასოციაციის ძირითადი აქტივობები იწყება 15 სექტემბერს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 1 ოქტომბერი.

🔹 საწევრო გადასახადი ყოველწლიურ პროგრამაში მონაწილეობის საფუძველზე შეადგენს 240 ლარს, რეგისტრაციის ლინკი იხილეთ კომენტარებში.

🔹 მთლიანი წლის განრიგის სანახავად კი მიჰყევით მითითებულ ბმულს:
https://www.espacegeorgien.com/program

🔹 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ პდფ დოკუმენტი:
https://www.espacegeorgien.com/_files/ugd/877ec5_0ea83e9d58a94a208aacad97efade94e.pdf

🔹 ლაკანიანური ასოციაციის ფარგლებში ფსიქოანალიტიკური ფორმაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:
https://www.espacegeorgien.com/formation

გიზიარებთ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრის - ანკო პირველის სტატიას:🔹სიყვარული: დაკარგულის ძიებაში
22/08/2026

გიზიარებთ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრის - ანკო პირველის სტატიას:

🔹სიყვარული: დაკარგულის ძიებაში

ეროსი, როგორც სიცოცხლის ლტოლვა და სიყვარულისა თუ შემოქმედებითობის მთავარი მამოძრავებელი ძალა, განუყოფელია თან....

"ზოგიერთი კლინიკური დაკვირვება ფსიქოანალიტიკური პრაქტიკდან - თანამედროვეობა, ფსიქიკური ტანჯვა და სომპტომი დღეს". 2022 წე...
02/08/2026

"ზოგიერთი კლინიკური დაკვირვება ფსიქოანალიტიკური პრაქტიკდან - თანამედროვეობა, ფსიქიკური ტანჯვა და სომპტომი დღეს". 2022 წელი

ავტორი გიგა მამინაშვილი

ტექსტი ეძღვნება მოდერნულობის კლინიკას, სოციალურ კავშირებსა და სექსუალობას დღეს.
იხ. ბმული
https://drive.google.com/file/d/1k9nHeaX_xWf5z1tfe8E4Jse1Efg6hEAP/view?usp=sharing

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ასოცირებული წევრის - გიორგი შარმაზანაშვილის სტატია:“არის თუ არა ფსიქოანალიზი მეცნიერება...
26/07/2026

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ასოცირებული წევრის - გიორგი შარმაზანაშვილის სტატია:

“არის თუ არა ფსიქოანალიზი მეცნიერება?”

ჟაკ ლაკანის XI სემინარი „ფსიქოანალიზის ოთხი ფუნდამენტური ცნება“ იწყება კითხვით: შეიძლება თუ არა ფსიქოანალიზი მე....

10 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება მიმდინარე სასწავლო წლის ბოლო საჯარო სემინარი სასემინარო ციკლის —  „ფსიქოზების ფსიქოან...
08/07/2026

10 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება მიმდინარე სასწავლო წლის ბოლო საჯარო სემინარი სასემინარო ციკლის — „ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური კლინიკა და თეორია" — ჟაკ ლაკანიის III სემინარი „ფსიქოზები“ (1955–1956)“ — ფარგლებში, შეხვედრას გაუძღვება ბატონი ოლივიე დუვილი თემით:

➡️“ფსიქოზის აქტუალობის საკითხები დღეს და ლაკანის წვლილი”

🔹შეხვედრა გაიმართება ონლაინ, უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.

Meeting chat link
https://us06web.zoom.us/launch/jc/84276538667

🔹 დასწრება თავისუფალია.
🔹სემინარები ტარდება ფრანგული ასოციაცია Espace Analytique -ის მხარდაჭერით.

სასემინარო ციკლის არგუმენტაცია:
უბრუნდება რა ლაკანი საკუთარი სადისერტაციო ნაშრომის ცენტრალურ საკითხს (ფსიქოზი, პარანოია) ის ანვითარებს მოძღვრებას სუბიექტის შესახებ, რომელიც მარკირებულია აღმნიშვნელითა და ენით. ამ კონტექსტში ლაკანი ცდილობს დიდი კლასიკური ნოზოლოგიების ხელახლა გააზრებას, მაგალითად დისოციაციური ფსიქოზისა და ფსიქოზის დისოციაციის გარეშე, კერძოდ კი მელანქოლიის ბოდვითი ფორების. ფსიქოზების ხელახალი გაგება და წაკითხვა ლაკანის მიერ შესაძლებელს ხდის გავიგოთ, ერთის მხრივ ის თუ რა წარმოადგენს ნევროზის მთავარ ორგანიზატორს, ხოლო მეორეს მხრივ გავიაზროთ აშლილობები, რომლებიც ოიდიპოსური ფუნდამენტისა და სტრუქტურის დეზორგანიზაციის შედეგს შეიძლება წარმოადგენდეს.
სემინარების განმავლობაში მომხსენებელი ხშირად შეიძლება დაეყრდნოს საკუთარ კლინიკურ პრაქტიკას. გარდა სუბიექტთან დაკავშირებული კლინიკისა და ფსიქოპათოლოგიისა, ჩვენ არაერთხელ შევეხებით ფსიქოტური ბუნების, ან ერთი შეხედვით ფსიქოტური ბუნების ფენომენებს პოლიტიკასა და კულტურაში.

ბატონი ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, ასწავლის ფსიქოანალიზსა და ფსიქოპათოლოგიას Paris Nanterre-ისა და Université de Paris-ს უნივერსიტეტებში, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, ფრანგული საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი. 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე - Espace Géorgien Pour la Psychanalyse posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category