124-ე საბავშვო ბაღი

124-ე საბავშვო ბაღი

Share

Საბავშვო ბაღი

17/07/2026

✨️✨️✨️

📢📢📢📢

01/07/2026

3-4 წლიანი ასაკობრივი ჯგუფი: 🦋პეპლები🦋✨️თემა: ზაფხული 🍓🍉🍉🍉🍊🍐🍆🍅🌹🌸🌸🌺🌷🌻
მიზანი :
✅ჯგუფის ერთობა
✅ ყურადღების უნარის განვითარება
✅ზაფხულის ხილისა და ბოსტნეულის შესწავლა
✅სოციალური განვითარება ✅კომუნიკასიიის უნარის განვითარება
აღმზრდელი: მარიამ ქებაძე
აღმზრდელის თანაშემწე: ნონა მელაძე

27/06/2026

2-3 წლიანი ასაკობრივი ჯგუფი:✨️💛✨️💛✨️ ✨️ვარსკვლავები✨️
ბავშვები თამაშისა და პრაქტიკული მოქმედებების საშუალებით ავითარებენ საბაზისო მოტორულ, შემეცნებით და შემოქმედებით უნარებს.✨️💛✨️💛
აღმზრდელის თანაშემწეები: ლალა რატიანი, ჯული ასლანიანი, თამარ გელაშვილი.

27/06/2026

✨️✨️✨️

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:

1) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

4) თბილისის მუნიციპალიტეტი რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

5) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები;

6) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;

7) იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

8) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

27/06/2026

4-5 წლიანივ ასაკობრივი ჯგუფი: 🐇ბაჭიები🐇🐰🐰✨️🐇🐰✨️🐇🐰
მშობლების ჩართულობის ფარგლებში საბავშვო ბაღში ჩატარდა აქტივობა, ,,პატარა არქიტექტორები🏗🧱🏠 ადგილი სადაც სიყვარულია💛✨️
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არქიტექტორმა მშობლებმა.(უდიდესი მადლობა )💛✨️
ბავშვებთან ერთად განხორციელდა შემოქმედებითი საქმიანობა და დამზადდა საბავშვო ბაღის მაკეტი.🏠
აქტივობა მიზნად ისახავდა ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების, სივრცის აღქმისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას
მშობლებისა და ბავშვების ერთობლივმა მუშაობამ ხელი შეუწყო პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას და გააძლიერა თანამშრომლობა ოჯახსა და ბაღს შორის.
აქტივობაში აქტიურად ჩაერთნენ ბაღის სპეციალისტთა ჯგუფი ✨️✨️💛✨️💛✨️✨️
აღმზრდელი: შორენა ჯანაშვილი.
აღმზრდელის თანაშემწე: სოფო ბერიანიძე.

22/06/2026

3-4 წლიანი ასაკობრივი ჯგუფი🐞
🐞✨️ჭიამაიები🐞✨️
სიყვარულითა და მხიარულებით სავსე მამების დღე ბაღში✨️
​19 ივნისს ჩვენს საბავშვო ბაღში განსაკუთრებული და ემოციური დღე აღვნიშნეთ ✨️🎉
მამებმა და შვილებმა ერთად იმოგზაურეს შემოქმედებით სამყაროში ✨️ საკუთარი ხელით დაამზადეს ფერადი ჰალსტუხები, ხოლო სპორტულმა შეჯიბრმა „გიგანტური ფეხსაცმელი“ დარბაზი მხიარული სიცილით აავსო.
​ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე გულშიჩამწვდომი ნაწილი შვილების ინტერვიუები აღმოჩნდა✨️
დღის ამაღელვებელი კულმინაცია კი მამების მიერ დადებული საზეიმო ფიცი გახდა: მათ პირობა მისცეს შვილებს, რომ უდიდესი დაღლილობის მიუხედავად, ყოველთვის ინტერესით მოუსმენენ მათ დაუჯერებელ ამბებს და მუდამ იპოვიან დროს საერთო თამაშებისთვის.💛 ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა და გაათბო მამებისა და შვილების საოცარი კავშირი.
აღმზრდელი: რუსო თათარაშვილი
აღმზრდელის თანაშემწე: ნანა ხიდეშელი

20/06/2026

4-5 წლიანი ასობრივი ჯგუფი🐇🐰✨️
ბაჭიები🐰🐇✨️
მუსიკალურ-დრამატული აქტივობა 💛 პატარებმა მოირგეს როლურად მომავლის პროფესიები , რომელიც ჩვენივე ბავშვობის ოცნების ნაწილია💛
✨️ ,,მე მინდა ვიყო...მიზანი ბავშვებში სხვადასხვა პროფესიის გაცნობა, პროფესიული როლების გააზრება და წარმოსახვითი თამაშის გზით საკუთარი ინტერესების გამოხატვა. აქტივობა ხელს უწყობს მეტყველების, სოციალური უნარების, თვითგამოხატვისა და ფანტაზიის განვითარებას.
აღმზრდელი: შორენა ჯანაშვილი
აღმზრდელის თანაშემწე: სოფო ბერიანიძე.

18/06/2026

3-4 წლიანი ასაკობრივი ჯგუფი🦋
პეპლები🦋✨️
თემა : საქართველო ❤️🇬🇪✨️💛
მიზანი :
✅ ბავშვებმაა გაიცნონ საქართველო ,მისი სახელმწიფო სიმბოლოები (დროშა, გერმი )
ბუნება და კულტურა
✅სხვადასხვა კუთხის სამოსის პატივისცემა
✅ ჯგუფის ერთობა
✅ყურადღების უნარის განვითარება
აღმზრდელი: მარიამ ქებაძე.
აღმზრდელის თანაშემწე: ნონა მელაძე

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


ვაზისუბანი, აშოტ კურაპალატის ქუჩა
Tbilisi
0180

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00