სამოქალაქო განათლება

სამოქალაქო განათლება სამოქალაქო განათლების განყოფილება

18/05/2026

ჩრდილოვანი ეკონომიკა
ინგლ. underground economy

1. სამართლებრივი რეგლამენტაციის მიღმა, ობიექტურად არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობათა ერთობლიობა. პროდუქციის (მომსახურების, სამუშაოს) წარმოება-რეალიზაციის (ღირებულების შექმნის) პროცესში კანონსაწინააღმდეგო ან სახელმწიფო რეგისტრაციას დაქვემდებარებული, ან კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელთა სამართლებრივი რეგულირება არ ხორციელდება სახელმწიფო იძულების მექანიზმის არაეფექტურობის ან სამართლებრივი ვაკუუმის შედეგად (გადასახადებისაგან თავის არიდება, უკანონო სავალუტო ოპერაციები, კონტრაბანდა, ნარკობიზნესი, ბრაკონიერობა);
2. ფარული ეკონომიკური გარიგებების (აღურიცხავი საქმიანობის) ერთობლიობა, რომლის მიზანია გადასახადებისაგან თავის არიდება ან არალეგალური ქმედების დამალვა.

05/05/2026

ადამიანის უფლებები – უფლებები, რომლებიც ყოვულ ადამიანს მისი ადამიანური ღირსებიდან გამომდინარე გააჩნია. ისინი გ...

01/05/2026

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, კულტურულ-საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაცი.....

15/04/2026

ქართული ენა - ერთ-ერთი ქართველური ენა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ენა გაერცელებულია აზერბაიჯანში, ირანშ.....

14/04/2026

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება!

14 აპრილს, საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ქართული საზოგადოების პროტესტის შედეგად საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1978 წლის 14 აპრილს, ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელმძღვანელობამ საბოლოოდ უარი თქვა ამ ინიციატივაზე.

29/01/2026

ფემინიზმი

ფრანგ. feminisme
ქალებისა და მამაკაცების უფლებების გათანაბრებისათვის წარმოებული ფართო მოძრაობისა და სოციალურ-პოლიტიკური თეორიის საერთო სახელწოდება. ფემინისტური მოძრაობის პირველ ეტაპებზე მიზნად იქნა დასახული ქალებისათვის საარჩევნო უფლებების მოპოვება, ამიტომ მოძრაობის მონაწილეებს სუფრაჟისტებს (ინგლისური სიტყვიდან სუფრაგე – ხმის უფლება) უწოდებდნენ. სუფრაჟიზმი აღმოცენდა ინგლისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მოგვიანებით კი გავრცელდა აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში. საარჩევნო უფლებებისათვის ბრძოლაში პირველად ფინელმა ქალებმა მოიპოვეს წარმატება (1905 წ.), შემდეგ ნორვეგიელებმა და დანიელებმა. სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა წინ 1918-1920 წლებში, როცა ქალებს საარჩევნო უფლება მისცეს ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, კანადაში, აშშ-ში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. სუფრაჟიზმის წარმატებებმა დროებით შეაჩერა ქალთა პოლიტიკური მოძრაობის საერთო განვითარება და მომდევნო თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში იგი ძილქუშის მდგომარეობაში იყო. გამოღვიძება ანუ „ქალთა აღორძინება“ XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. მისი ეპიცენტრი გახდა აშშ, სადაც სწორედ ამ წლებში შეინიშნებოდა დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის, პირველ რიგში კი რასიზმის ლიკვიდაციისაკენ მიმართული დემოკრატიული პროცესების გააქტიურება. ქალთა მოძრაობამ ახალი, ხშირად რადიკალური ფორმები შეიძინა, რაც მის სახელწოდებაშიც - „ქალთა განმათავისუფლებელი“ მოძრაობა („Women's Liberation“) აისახა. ემანსიპაციისათვის ბრძოლის ახალი ტალღა განპირობებული იყო ღრმა სტრუქტურული ცვლილებებით სოციუმში, უპირველეს ყოვლისა კი, საზოგადოებრივ წარმოებაში ქალთა შრომის წილის ზრდით.ფემინიზმის განვითარების ახალი ეტაპი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ფემინიზმის შიგნით ჩამოყალიბდა სამი ძირითადი მიმართულება: ლიბერალურ -რეფორმატორული, სოციალისტური და რადიკალური. აღნიშნული სამი მიმდინარეობა ისეთი გამოკვეთილი სახით არ არსებობს, როგორც 60-იან წლებში. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი მიმართულებები: „კულტურული ფემინიზმი“, რომლის თეორეტიკოსებიც სეპარატისტული (მამაკაცებისა და მასკულინურობისაგან თავისუფალი) ქალური კულტურის განვითარების იდეით გამოდიან; „ჰუმანური ფემინიზმი“- მისი მომხრეები კულტურაში ქალური აქცენტების განვითარებას და როგორც „ქალური“, ისე „მამაკაცური“ ინტერესების გათვალისწინებას, „ფემინური“ და „მასკულინური“ თვისებების თანაბრად აღიარებას მოითხოვენ; „შავი ფემინიზმი“, ანუ შავკანიანი ამერიკული ფემინიზმი; ასევე მრავალი სხვადასხვა ეროვნული შეფერილობის ფემინიზმი, მაგ., ლათინურ-ამრიკული, აფრიკული, მუსულმანური და სხვ., სადაც ქალების მდგომარეობა არა მხოლოდ სქესის, არამედ რასობრივი და ეროვნული ნიშნების მიხედვითაც არის გაანალიზებული.

21/01/2026

რელიგიის სოციოლოგია

სოციოლოგიის დარგი, იკვლევს რელიგიაზე საზოგადოებრივ მოთხოვნილებასა და საზოგადოებაზე რელიგიის ზეგავლენას, რელიგიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხებს. იგი ესაზღვრება რელიგიათამცოდნეობას და თეოლოგიას. რ.ს., როგორც დამოუკიდებელი დარგი XIX ს-ის დასასრულსა და XX ს-ის დასაწყისში ყალიბდება. მაქს ვებერი მიჩნეულია რ.ს-ის ფუძემდებლად. შრომებში „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“ და „მსოფლიო რელიგიების სამეურნეო ეთიკა“ იგი იკვლევდა ეკონომიკურ ცხოვრებაზე და რაციონალობის განვითარებაზე რელიგიური ეთიკის ზეგავლენას. ვებერი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს არა საკუთრივ ეკონომიკური კანონები, არამედ რელიგიური ეთოსი. ამ მოსაზრებით ვებერი დაუპირისპირდა ისტორიის მატერიალისტურ გაგებას, მარქსიზმს, რომლის თანახმადაც, რელიგია წარმოადგენს ზედნაშენსა და ეკონომიკური ურთიერთობების პროდუქტს. ე. დიურკემი შრომაში „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912) რელიგიას განიხილავდა, როგორც საზოგადოების ფუნქციონალური ინტეგრაციის უნივერსალურ საშუალებას, რითაც მან საფუძველი ჩაუყარა რელიგიის ფუნქციონალისტურ თეორიას. ახალი მიმართულება რ.ს-ში დაკავშირებულია ფრანგი სოციოლოგის გაბრიელ ლე ბრასის სახელთან. რელიგიის „ახალ“ სოციოლოგიაში საუბარია თეოლოგებსა და სოციოლოგებზე, რომლებიც რელიგიას ქრისტიანობასთან და, თავის მხრივ, ქრისტიანობას ეკლესიასთან აიგივებენ. ამის გამო ამ მიმართულების სოციოლოგები დაკავებულნი არიან მხოლოდ ინსტიტუციონალიზებული ქრისტიანობის, შესაბამისად, ეკლესიის კვლევით. ახალი რელიგიის სოციოლოგიას ეკლესიის სოციოლოგიასაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, თუ რა მიზანს ისახავს და რა ინტერესებს ემსახურება რელიგიის ახალი სოციოლოგია, საქმე გვაქვს რელიგიის ახალი სოციოლოგიის იდეოლოგიზაციასა ან გაეკლესიურებასთან. ამის გამო საუბრობენ რელიგიის ახალი სოციოლოგიის „მარქსისტულ“ და „ბურჟუაზიულ“ ფორმაზე. რელიგიის ახალი სოციოლოგიის „მარქსისტული“ მიმართულება დარწმუნებულია, რომ სოციოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია რელიგიის დაძლევა; რელიგიის ახალი სოციოლოგიის „ბურჟუაზიულ" მიმართულებას კი იმედი აქვს, რომ რ.ს-ს შეუძლია რელიგიის გადამრჩენის როლი შეასრულოს. უკანასკნელ წლებში მატულობს იმ სოციოლოგთა რიცხვი (მაგ., საფრანგეთში), რომლებიც რელიგიის სოციოლოგიის ეკლესიის სოციოლოგიად ტრანსფორმაციას უარყოფენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რ.ს. დღეს ევროპაში კრიზისს განიცდის, განსხვავებით ამერიკისაგან, სადაც იგი წარმატებით ვითარდება. ამერიკული რ.ს. აჩვენებს, თუ რა ნაყოფიერი შეიძლება იყოს კლასიკოსების, კერძოდ კი ვებერის თეორიის გამოყენება ამ სფეროში. 1930 წელს ტ. პარსონსმა ინგლისურად თარგმნა მ. ვებერის „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“. რ.ს-ის საკითხებს იკვლევდა ასევე რ. მერტონი. მერტონმა ყურადღება გაამახვილა ვებერის მიერ „პროტესტანტული ეთიკის“ შენიშვნაში ხსენებულ ფაქტზე, პურიტანიზმსა და მეცნიერებას შორის არსებულ კავშირზე, რასაც შედეგად მოჰყვა მერტონის შრომა „მეცნიერება, ტექნიკა და საზოგადოება XVII ს-ის ინგლისში“. ამ შრომამ ახალი იმპულსი მისცა როგორც მეცნიერების სოციოლოგიას, ასევე რ.ს-ს. რ.ს-ს საუნივერსიტეტო აღიარება მოუპოვეს ისეთი სოციოლოგების შრომებმა, როგორებიც არიან ჯ. მილტონ ინგერი (J. Milton Yinger) და დევიდ ო. მობერგი (David O. Moberg). 60-70-იან წლებში სოციოლოგიაში ძლიერდება ფენომენოლოგიური მიდგომის პოზიციები. ბერგერი და ლუკმანი ჰუსერლის ფილოსოფიაზე დაყრდნობით ცდილობენ საზოგადოება და სოციალური ინსტიტუტები განიხილონ როგორც ადამიანთა ინტერსუბიექტური ცნობიერების პროდუქტი. მათი პოსტულატი მდგომარეობს „სოციალური რეალობების“ პლურალიზმში, სადაც მთავარი ადგილი „ყოველდღიური ცხოვრების რეალობას“ უჭირავს, სწორედ მასზე იგება „სიმბოლური უნივერსუმების“ ანუ რელიგიის, ხელოვნების, რელიგიის ფილოსოფიის სისტემა. ბერგერი და ლუკმანი ფართოდ იყენებენ ცნობიერების ინტენციონალობის პრინციპს, რომელიც საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ რელიგიური რწმენის საგნის ილუზორულობისა თუ რეალურობის საკითხი. ლუკმანი წიგნში „უხილავი რელიგია“ აყალიბებს რელიგიის საკუთარ გაგებას. ის ერთმანეთისაგან განასხვავებს რელიგიურობის საეკლესიო და რელიგიის „არასპეციფიკურ“ საყოველთაო სოციალურ ფორმას. ეს უკანასკნელი არსებობს ადამიანის ბიოლოგიური ბუნების „ტრანსცენდირებისა“ და საზოგადოების მიერ გამომუშავებული მნიშვნელობათა სხვადასხვა სისტემის ათვისების წყალობით. ლუკმანის თანახმად, რელიგიის საფუძველი ადამიანის ანთროპოლგიურ ბუნებაში დევს.

14/01/2026

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

ტრადიციულად, ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია იმართება.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

08/01/2026

სტიგმა

ფიზიკური ან სოციალური თვისება, ნიშანი, რომელიც ახდენს აქტორის ან ჯგუფის სოციალური იდენტობის დევალვაციას და დისკრედიტაციას. ს.შეიძლება იყო სხეულებრივი ნიშანი (მაგ., ფიზიკური სიმახინჯე), ანდა, ისეთი სოციალური მახასიათებლები, როგორიცაა ინდივიდის კრიმინალური რეპუტაცია ან ჯგუფის მიკუთვნება განსაზღვრული რასისადმი (მაგ., შავკანიანთა რასისადმი). შესაძალოა ს. იყოს ხილული (აშკარა დისკრედიტაცია) ან ფარული (პოტენციურად დისკრედიტებული). ფარული ს. უფრო მეტად იძლევა შესაძლებლობას, რომ ინდივიდმა მართოს საკუთარი თავი და ადაპტირებდეს გარემოსთან. თუმცა, როგორც აშკარა, ისე პოტენციური დისკრედიტაციის შემთხვევაში აქტორის პრობლემა ისაა, რომ მოძებნოს ადეკვატური საშუალებები, რათა არა მხოლოდ შეამციროს თავისი მდგომარეობის მავნე შედეგები, არამედ სასარგებლოდაც კი აქციოს იგი.

03/12/2025

სპეციალური განათლება

წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: პირველი – საზოგადოება ვალდებულია შექმნას უსაფრთხოების ბერკეტი ყველა ადამიანისათვის, რომელიც დაიცავს მას მაგ. ავადმყოფობის, მოხუცებულობის დროს, ავარიის შემთხვევაში და ა.შ. მეორე პრინციპი ეხება საზოგადოების მოვალეობას, ხელი შეუწყოს თითოეული თავისი წევრის პოტენციალისა და პიროვნული თვითმყოფადობის სტიმულირებასა და განვითარებას ანუ, ამ პრინციპის თანახმად, ყველას უნდა ჰქონდეს უფასო განათლების მიღებისა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება. მესამე პრინციპია „პოზიტიური დისკრიმინაცია“, რომელსაც უნდა ემყარებოდეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, იგი გულისხმობს „მეტის გაცემას“ უმწეო ადამიანებისათვის. პირველი „სპეციალური სკოლები“ ევროპაში დაახლოებით 200 წლის წინათ დაარსდა. მე-20 საუკუნეში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები სპეციალური განათლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სამოქალაქო უფლებების სფეროში, რის შედეგადაც არსებულ კანონმდებლობაში აისახა საყოველთაო განათლებისა და ფორმალური სწავლების გარანტიები.1900-1950 წლებში, სპეციალური განათლება მოიცავდა მთელი მოსახლეობის მხოლოდ 1% და ძირითადად ხორციელდებოდა სოციალური ნიშნით განცალკევებულ სპეციალურ სკოლებში. 1970 წელს განხორციელებული რადიკალური ცვლილებების შედეგად სპეციალური განათლება გავრცელდა ყველა ადგილობრივ სკოლაში, საბავშვო ბაღში და, ამასთან, მოიცვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზრდილებიცა და მოხუცებიც, შესაბამისად, სპეციალური განათლება ფართომასშტაბიან სფეროდ იქცა.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამოქალაქო განათლება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სამოქალაქო განათლება:

Shortcuts

Share

Category