Derephani〢დერეფანი

Derephani〢დერეფანი სასწავლო სივრცე თინეიჯერებისთვის
👩🏻‍🤝‍👨🏼Teen to Teen
🧠PBL
📌ფერმწერთა 109

☀️ 5 დღე, ახალი მეგობრები და ბევრი საინტერესო გამოცდილება! ☀️📍 ცემი | 🏨 სასტუმრო განთიადი📅 16–20 ივნისითუ გინდა ზაფხულის...
02/06/2026

☀️ 5 დღე, ახალი მეგობრები და ბევრი საინტერესო გამოცდილება! ☀️

📍 ცემი | 🏨 სასტუმრო განთიადი

📅 16–20 ივნისი

თუ გინდა ზაფხულის რამდენიმე დღე გაატარო ტელეფონის ეკრანს მიღმა, გაიცნო ახალი ადამიანები, მიიღო მონაწილეობა საინტერესო აქტივობებში და უბრალოდ კარგად გაერთო, ეს ბანაკი შენთვისაა👯‍♀️

გელოდება:

🏊 აუზი და ზაფხულის განწყობა

🎲 სახალისო თამაშები და გამოწვევები

🧠 შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც ნამდვილად არ ჰგავს ჩვეულებრივ გაკვეთილებს

🤝 ახალი მეგობრები და ძლიერი გუნდური გამოცდილება

💬 აქტივობები ურთიერთობებზე, კომუნიკაციასა და სოციალიზაციაზე

🌿 დრო ბუნებაში, ბევრი სიცილი და დაუვიწყარი მოგონებები

აქ გელოდება გარემო, სადაც თავისუფლად გაერთობი, გაიცნობ ახალ მეგობრებს და ზაფხულის საუკეთესო მოგონებებს შექმნი.

იხილეთ სასტუმროს ლინკი:
https://www.booking.com/hotel/ge/mountain-resort-gantiadi-borjomi.html

სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeyKfOUMIhOvQBa452qSsj5juGbOD3MpIro42EfggIOAIQ8kQ/viewform?usp=sharing&ouid=102055575136406507313

მალე! 🤫
12/05/2026

მალე! 🤫

„დერეფანი“ იწყებს ახალ ეტაპს – ჩვენი მოსწავლე-მასწავლებლები ათასწლეულის სკოლის მასწავლებლებთან ერთად გთავაზობთ საგანმანა...
26/09/2025

„დერეფანი“ იწყებს ახალ ეტაპს – ჩვენი მოსწავლე-მასწავლებლები ათასწლეულის სკოლის მასწავლებლებთან ერთად გთავაზობთ საგანმანათლებლო კურსებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. “დერეფანში” მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ საგნებს, არამედ საკუთარ თავთან და გუნდთან მუშაობას, ცოდნების რეალურ გამოცდილებასთან დაკავშირებას.

ჩვენი სკოლის შექმნის პროცესი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლში-https://www.youtube.com/watch?v=AW0HpkpM0eA

კლუბების დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე-https://drive.google.com/file/d/1whiIR3npZj7WOKKvV96_g98qQ1F-z0YF/

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შევასოთ ფორმა- https://forms.gle/xN6LASwS8BqA31sG9

სანამ სწავლებას დავიწყებდით, ათასწლეული სკოლის მოსწავლეებთან საცდელი პროექტები ჩავატარეთ, სადაც ერთად ვიმუშავეთ სხვადასხ...
30/04/2025

სანამ სწავლებას დავიწყებდით, ათასწლეული სკოლის მოსწავლეებთან საცდელი პროექტები ჩავატარეთ, სადაც ერთად ვიმუშავეთ სხვადასხვა პროექტებზე და დავანახეთ მოსწავლეებს დერეფნის სწავლების პრინციპი.
📚✨

ერთ-ერთი ასეთი პროექტი ეხებოდა გამოძინებას, სადაც მოსწავლეებმა დაინახეს ძილის მნიშვნელობა 💤, გამოიკვლიეს ფაქტორები რომელიც მოქმედებს ძილის ხარისხზე 🌙📊 და ამ ცოდნების დახმარებით შექმნეს პერსონალური ძილის გეგმა, რომელიც დაეხმარება მათ სრულფასოვანი ძილის მიღებაში. ამასთან ერთად მოსწავლეებმა განივითარეს ბიოლოგიის საგნის კომპეტენციები 🔬🧠

მეორე პროექტი ეხებოდა სქროლვას, სადაც მოსწავლეებმა დაინახეს სქროლვის დადებითი და უარყოფითი მხარეები 📱⚖️, შეისწავლეს ადიქცია და დაფიქრდნენ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ სოციალური მედია ჯანსაღად 🤳🧘‍♂️. საბოლოოდ მოსწავლეებმა შექმნეს პერსონალური წესები სოციალური მედიის უკეთ გამოყენებასთან დაკავშირებით 📑✅

შემდგომი პროექტი ეხებოდა სპორტის ტურნირებს, სადაც დაფიქრდნენ ტურნირის მნიშვნელობაზე, რა არის საჭირო სპორტის ტურნირის ჩასატარებლად ⚽🏀 და შემდგომ ჯგუფებად დაგეგმეს კონკრეტული სპორტის ტურნირი 📝🏆. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა განივითარეს ისტორიის კომპეტენციები 🏛️🕰️

შემდგომი პროექტი ეხებოდა სამაგიდო თამაშებს, სადაც მოსწავლეებმა ისწავლეს სამაგიდო თამაშების სხვადასხვა ტიპი 🎲♟️ და შექმნეს თავიანთი მოფიქრებული სამაგიდო თამაშების სტრუქტურა. ამასთან ერთად განივითარეს საზოგადოებრივი მეცნიერებების კომპეტენციები 🧩🌍

ბოლო პროექტი ეხებოდა ქუჩის სპორტს, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა სპორტი 🛹🏀, დაფიქრდნენ თუ რა არის საჭირო ქუჩაში რომ ბავშვებმა ითამაშონ სხვადასხვა სპორტი 🚧👟. ამ ცოდნების დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს სპორტის სხვადასხვა ადგილებზე სათამაშოდ საჭირო რესურსები და ზოგადი მონახაზი 📐📍. ამ ყველაფერთან ერთად განივითარეს მათემატიკისა და საზოგადოებრივი მეცნიერების საგნობრივი კომპეტენციები ➕📊

გიზიარებთ ჩათარებული ორი პროექტის აღწერას,რომლებზეც რეგისტრაცია გრძელდება:https://shorturl.at/Uf1rk

გაიგეთ მეტი დერეფანზე:https://shorturl.at/h81aX

27/03/2025

შექმენი შენი სპორტული ტურნირი! 🏆

ეს კურსი უნიკალური შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სპორტით, ორგანიზებით და ახალი უნარების განვითარებით. ისინი არა მხოლოდ შექმნიან თავიანთ სპორტულ ტურნირს, არამედ ისწავლიან, როგორ მუშაობს ეს პროცესი რეალურ ცხოვრებაში.

📌 რას ისწავლით?
ტურნირის ორგანიზებამდე მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა საგნის კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ მათ უკეთესად დაგეგმონ და მართონ ღონისძიება.

✔ მათემატიკა – ტურნირის ქულების სისტემა, სტატისტიკის გამოყენება, მონაცემების ანალიზი

✔ საზოგადოებრივი მეცნიერებები – სპორტის გავლენა საზოგადოებაზე, ეთიკა და სამართლიანი თამაში

✔ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – სუნთქვის მექანიზმი, ფიზიკური აქტივობის გავლენა ორგანიზმზე

✔ ენა და ლიტერატურა – ეფექტური კომუნიკაცია, ტექსტების წერა და პრეზენტაციის უნარები, ქართული და ინგლისური ენის კომპეტენციების განვითარება

💡 როგორი უნარები განვვითაროთ?
ეს კურსი არა მხოლოდ სპორტთან არის დაკავშირებული, არამედ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს:

✅ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება – როგორ შევქმნათ სამართლიანი და საინტერესო ტურნირი

✅ მონაცემთა ანალიზი – შედეგების შეფასება, ქულების დათვლა და განაწილება

✅ არგუმენტირებული მსჯელობა – საკუთარი იდეების დაცვა და გუნდის წევრებთან შეთანხმების მიღწევა

✅ დიპლომატია და მოლაპარაკება – გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილებების მიღება

📅 კურსის ფორმატი
📌 ხანგრძლივობა – 4 კვირა
📌 შეხვედრები – კვირაში 1 შეხვედრა,შაბათს 12:00-14:30
📌 სწავლის პროცესი – თითოეულ შეხვედრაზე მოსწავლეები იმუშავებენ თავიანთ პროექტზე, შეისწავლიან ახალ მასალას და განიხილავენ სპორტული ტურნირის შექმნის ეტაპებს
💳კურსის ფასი: 100 ლარი

☕ შესვენება და დამატებითი აქტივობები (30 წთ)
სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია დასვენებაც, ამიტომ თითოეული შეხვედრის დროს მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ მათთვის სასურველი აქტივობა:
⚽ ფეხბურთი | 🏀 კალათბურთი | 🏐 ფრენბურთი | 🧘 პილატესი | 🎲 სამაგიდო თამაშები | 📖 წიგნის კითხვა

📢 მზად ხარ შექმნა შენი ტურნირი?
ეს კურსი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გახდე ორგანიზატორი, გამოავლინო ლიდერული უნარები და აღმოაჩინო, როგორია სპორტული ღონისძიების შექმნა ნულიდან! 🚀

რეგისტრაცია გაიარეთ მოცემულ ბმულზე:
[ https://shorturl.at/qCuNa]
კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
📞598575599
✉️[email protected]

დერეფანში რეგისტრაცია დაიწყო🥳 გინდა შენთვის საინტერსო პროექტზე მუშაობით განივითარო საგნობროვი კომპეტენციები და სხვადასხვ...
26/03/2025

დერეფანში რეგისტრაცია დაიწყო🥳

გინდა შენთვის საინტერსო პროექტზე მუშაობით განივითარო საგნობროვი კომპეტენციები და სხვადასხვა უნარები?💖

ჩვენ გთავაზობთ 2 პროექტს:
1.როგორ გავიღვიძოთ დასვენებულებმა და გამოძინებულებმა?🛏️

2.როგორ შემიძლია შევქმნა ჩემთვის საყვარელი სპორტის ტურნირი?🏆

უფრო ვრცელი აღწერა იხილე [https://shorturl.at/IhbjW] 🫶🏻

თუ ფიქრობ, რომ ეს სივრცე შენთვისაა, დარეგისტრირდი👇
[https://shorturl.at/qCuNa]

18/02/2025

იცოდი?😱
დერეფანი მხოლოდ ოთახების დამაკავშირებელი ადგილი არ არის, არამედ მე-10 კლასელების მიერ შექმნილი უქმეების სივრცეა, სადაც მასწავლებლების ნაცვლად გასწავლიან შენი თანატოლები🥳

ჩვენს სივრცეში შეხვდებით:
🧠პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას
👫🏻teen to teen სწავლებას
🍿სნექების კუთხეს
🛋️კომფორტულ გარემოს
⭐️შესვენების დროს არჩევით გასართობ აქტივობებს:
პილატესი🧘‍♀️
სამაგიდო თამაშები🎲
სპორტული აქტივობები🏃🏽‍

დერეფანი ათასწლეულის სკოლის მხარდაჭერით შექმნილი სივრცეა, რომელიც პრობლემებზე/პროექტებზე მიღებას სულ მალე დაიწყებს.☺️

თუ ფიქრობ, რომ დერეფანში შენთვის საინტერესო კარი შეიძლება იყოს, შემოიჭყიტე.🫣

ღია კარის დღე👉🏻https://forms.gle/HXWsWE74GL4X49qK6

📞598 57 55 99
✉️[email protected]

Address

ფერმწერთა 109
Tbilisi
0186

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Derephani〢დერეფანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category