13/10/2019
Germanuli martvis mowmobis testebi qartulad
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Germanuli martvis mowmobis testebi qartulad, Traffic school, mirian mefis Street 103, Tbilisi.
13/10/2019
მოგესალმებით, შევეცდები თანმიმდევრულად დავწერო ის ეტაპები, რომლებიც უნდა გავიაროთ, რათა ქართული მართვის მოწმობა გადავცვალოთ და ავიღოთ გერმანული მართვის მოწმობა.
უნდა მივიდეთ ბეჰიორდეში, რათა შევავსოთ ფორმულარი და მოგვცენ საბუთების ჩამონათვალი, რაც უნდა მივიტანოთ უკან, მაგრამ ჯერ ეს შევსებული ფორმულარი უნდა მივიტანოთ ავტო სკოლაში და გავაკეთოთ ანმელდუნგი, ღირებულება 250-350 ევრო, ასევე შემოგვთავაზებენ აპლიკაციას, რომელიც 45-60 ევრო ღირს, მაგრამ მისი ყიდვა, ისევე როგორც ავტოსკოლაში სიარული სავალდებულო არ არის.
საბუთების ჩამონათვალი რომელიც უკან ბეჰიორდეში უნდა მივიტანოთ:
შევსებული ფორმულარი
პირველადი დახმარების კურსის ცნობა (ერთდღიანია, დაახლოებით 25 ევრო ღირს, აქვს წითელ ჯვარს, BFD FSJ ვინც აკეთებთ, შეგიძლიათ შეღავათით ისარგებლოთ, ან უფასოდ გაიაროთ )
ფოტოსურათი
მხედველობის ტესტი
ავტოსკოლაში ჩაწერიდან 1 წლის განმავლობაში შეგიძლია დანიშნოთ თერიული გამოცდა, ხოლო თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 1 წლის განმავლობაში შეგიძლაით დანიშნოთ პრაქტიკული გამოცდა.
პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის ღირებულება დაახლოებით 250ევრო, მაგრამ ჩაჭრის შემთხვევაში მეორე გასვლაც კვლავ 250 ევრო ღირს, ერთი პრაქტიკული გაკვეთილის ღირებულება 45-60 ევრო, რამდენი გაკვეთილი გჭირდებათ, ამას თქვენი ავტოსკოლის მასწავლებელი გადაწყვეტს, გისურვებთ წარმატებას!!!
გამოცდა ბარდება გერმანულად და კიდევ 12 უცხო ენაზე, მაგრამ არა ქართულად.
მოგესალმებით, აპლიკაცია ატვირთულია Play Store ზე, საძიებო სისტემაში ჩაწერეთ,
გერმანული მართვის მოწმობის ტესტები ქართულად;
აპლიკაციით სარგებლობა საწყის ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ანდროიდ ვერსიისთვის.
აპლიკაციის ღირებულება არის 35 €, გადახდა შესაძლებელია, როგორც ქართული ასევე ნებისმიერი ქვეყნის visa mastercard ბარათებით.
თუ თქვენ გსურთ გადაიხადოთ ქართული ბარათით ევრო, ამ შემთხვევაში, გარდა 35 € ანგარიშზე უნდა ჰქონდეთ 8 ლარი, რომელიც შეიძლება ჩამოიჭრას, მაგრამ დაგიბრუნდებათ 2-3 სამუშაო დღეში. (ეს არის კურსთაშორისი სხვაობის თანხა, ეს ეხება მხოლოდ ქართულ ბარათებს.)
აპლიკაციით სარგებლობა უვადოა.
გისურვებთ წარმატებას!!!
გერმანული მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ხანგრძლივობა 45 წთ-ია. საგამოცდო ტესტში არის 30 შეკითხვა, თითოეული შეკითხვა შეიძლება იყოს 2,3,4,5 ქულიანი. 10 ქულა არის საპატიო გამოცდაზე, მაგრამ არის გამონაკლისი, თუ შეგვეშალა ორი 5 ქულიანი შეკითხვა, მაშინ გამოცდა ჩაბარებულად არ გვეთვლება, მაგრამ თუ შეგვეშალა 2-3-5 ქულიანი შეკითხვები, მაშინ გამოცდა ჩაბარებულია. თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ 1 წელი გვაქვს უფლება გავიდეთ პრაქტიკულ გამოცდაზე. გისურვებთ წარმატებებს!!!
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Website
Address
Mirian Mefis Street 103
Tbilisi
0131