სასამართლო მედიცინა / Forensic Medicine

სასამართლო მედიცინა / Forensic Medicine

Share

სასამართლო მედიცინა / Forensic Medicine

გვერდი განკუთვნილია მედიკოსი სტუდენტებისა და სასამართლო მედიცინაში დაინტერესებული პირთათვის.

მცირეწლოვანებმა და სუსტი ნებისყოფის პირებმა გთხოვთ თავი შეიკავოს გვერდზე სტუმრობისაგან.

Photos from სასამართლო მედიცინა / Forensic Medicine's post 27/01/2025

შემხები ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი და გამოსავალი ბოლოს მითითებით. მათ შორის ჭრილობის ღია არხით.

სასამართლო ექიმთა VIII სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია 02/07/2024

https://tsmu.edu/ts/news/sasamarTlo_eqimTa_VI_samecniero_praqtikuli_saerTaSoriso_konferencia/6339

სასამართლო ექიმთა VIII სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია სასამართლო ექიმთა VIII სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია 2024 წლის 29 ივნისს გაიმ | tsmu.edu

23/04/2024

ვულოცავთ ბატონ რევაზ კაპანაძეს 100 წლის იუბილეს 🙏🙏

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია, პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციიდან ემსახურება.
ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. აღზრდილი ჰყავს პროფესიონალთა მრავალი თაობა. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელოები. იყო 15-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau
TV Imedi

Photos from საქართველოს მთავრობა's post 23/04/2024
19/04/2024

2024 წლის 8 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომლები ნინო თავართქილაძე და შორენა
ლალიაშვილი იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერების ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ქალბატონ ანაჰიტ ხუდავერდიანთან. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური პროექტის (თავის ქალას ხელოვნური დეფორმაციის კულტურული ფენომენის შესწავლა სამხრეთ კავკასიაში: ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევა, ბრინჯაოს ხანიდან ადრე შუასაუკუნეებამდე) ფარგლებში თავის ქალას ხელოვნური დეფორმაციის ტიპების შესწავლა, მათზე არსებული ფიზიოლოგიური სტრესის მარკერების აღწერა და გენეტიკური ანალიზისთვის ძვლოვანი ნიმუშების აღება.

23/02/2024

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება.

„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა
, რომელშიც შეინახება გენეტიკური მონაცემები. ასევე განისაზღვრება დნმ მონაცემების სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ჩამონათვალი, ამასთან, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონპროექტს შეიმუშავებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ პირს ბაზაში რეგისტრაციის მიზნით ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა. საქართველოს მთავრობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის მისაღებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 13-ი მილიონი ლარი გამოიყოფა.

Palitranews - პალიტრანიუსი

02/02/2024

📩 ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს სუბსპეციალობის პროგრამაში - „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმების შერჩევას უფასოდ გადამზადების მიზნით.

➡️ დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მაცხოვრებელი 7 ექიმის გადამზადება მოხდება.

➡️ გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები)

Just a moment...

28/01/2024
20/09/2023
27/07/2023

👩‍⚕️👨‍⚕️ მედიკოსები კრიმინალისტიკაში 🕵️‍♀️
🟢 სასამართლო ექიმთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

პულსი TV / Pulsi TV

12/07/2023

ბესარიონ კილასონია - პიროვნების იდენტიფიკაცია.
,,ლექტორიუმი”
პულსი TV / Pulsi TV

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი
Tbilisi
0131