07/03/2018
✔ ბავშვის განვითარების გზაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მოტორიკის განვითარება. 🏃♀️ მოტორული განვითარება იყოფა სამ მნშვნელოვან ჯგუფად:
👉 მსხვილი მოტორიკა - ეს არის ბავშვის უნარი, რომლის მეშვეობითაც ახერხებს მსხვილი კუნთების, კიდურების გაკონტროლებასა და დამორჩილებას. შედეგად კი, იგი ახერხებს თავის დაჭერას, ჯდომას, სიარულს, სირბილს, ხტუნვას.
👉 ნატიფი (წვრილი) მოტორიკა - ეს უნარი გამოიხატება წვრილი კუნთების კონტროლში, როგორიცაა მაჯა, თითები, თვალის კუნთები. ამ უნარის განვითარებით, ბავშვი ახერხებს მოეჭიდოს / ხელი მოუჭიროს რაიმეს, თვალი გააყოლოს მისთვის საინტერესო საგნებს.
👉 სენსომოტორული - მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოვნების, შეხების - გრძნობათა ორგანოების გამოყენებით გააკეთოს სხვადასხვა მოძრაობები. ამ უნარის მეშვეობით პატარა ახერხებს გარემოში, სივრცეში გადაადგილებასა და კოორდინაციის დაცვას.
❤ ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ყოველივეს და თქვენს პატარებს ვახვედრებთ უამრავ სავარჯიშოსა და თამაშს, რომელიც მათ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ✔
თუ გსურთ თქვენი პატარაც შემოუერთდეს ბასტი-ბუბუს ფერად სამყაროს, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdtXy4Xei65dFkwpeMsQ4y9ZW5Z5kDhfJLcjt2t35NsU-7-QA/viewform