10/06/2026
🎯 უსაფრთხოება იწყება ცოდნით!
არასრულწლოვან გამომძიებელთა პროგრამის მონაწილეებმა იარაღის უსაფრთხოების მოდულის ფარგლებში, დღეს იარაღის დაშლა და აწყობა ისწავლეს 🎯
აღნიშნული პრაქტიკული სწავლება ემსახურება მნიშვნელოვანი უნარჩვევების განვითარებას:
* გააცნობიერონ იარაღთან მოპყრობის პასუხისმგებლობა;
* ზედმიწევნით შეისწავლონ უსაფრთხოების წესები;
* განავითარონ კრიტიკულ სიტუაციებში სწორი რეაგირების უნარი.
პროგრამის სექტემბრის ნაკადზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
💌 https://forms.gle/9LDGYcUD8UjNB9yo6
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი!
დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით! 💙
08/06/2026
არასრულწლოვან გამომძიებელთა პროგრამა 🔬
💁♀️სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგამოძიებო და კრიმინალისტიკის კურსი, რომელიც 5 თვის განმავლობაში მოიცავს არაერთ პრაქტიკულ სამუშაოს 🚨🧬
ამჟამად პროგრამაში მიმდინარეობს კრიმინალისტიკის კურსი, რომელსაც უძღვება შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი, ბატონი გიორგი ძინძიბაძე.
პროგრამის სექტემბრის ნაკადზე წინასწარი რეგისტრაციები უკვე დაწყებულია.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
💌 https://forms.gle/9LDGYcUD8UjNB9yo6
07/06/2026
👉დავბრუნდით ქუთაისში 💙
ისევ საინტერესო და ემოციებით დატვირთული დღე გამოვიდა ✨
✅მონაწილეებმა თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს;
ტრენინგის შემდეგ მათ გამომძიებლისა და ექსპერტ-კრიმინალისტის როლები მოირგეს
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ ამ ქალაქში მონაწილეთა დიდი ინტერესი და ჩართულობაა💙
🔜ქუთაისი უკვე ტრადიციად გვექცა ამიტომ 29-30 ივნისს ჩვენ ისევ დავბრუნდებით , ამჯერად სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესით , სადაც მონაწილეები საკუთარ თავს გამოცდიან პროკურორისა და ადვოკატის როლებში 🤩
👉სარეგისტრაციო ბმული
📨 https://forms.gle/9ZwJeJwGX75YF7e69
31/05/2026
❤️ კრიმინოლოგები #შენსქალაქში 🇬🇪
📍 ვბრუნდებით ქუთაისში ❤️
🎓ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი იწყებს მისტიკური შემთხვევების გამოძიების სერიებს საქართველოს ქალაქებში. ჩაერთე და გახსენი ყველაზე იდუმალი დანაშაულები შენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით🔥💙
📆 06 ივნისს ქუთაისში გაიმართება ინტერაქციული ვორქშოპი საგამოძიებო საკითხებზე რომელიც დასრულდება იმიტირებული გამოძიებით 🔪🩸
ვორქშოპი მოიცავს:
🔎 თეორიულ-პრაქტიკული სესია საგამოძიებო და კრიმინალისტიკის საკითხებზე, სადაც განვიხილავთ:
🕵️როგორ ტარდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩხრეკა თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებები 🚨
🔬როგორ ხდება მტკიცებულებების მოძიება და ამოღება
🗣️ როგორ მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა
🧬გაეცნობი და თავად შეასრულებ:
🖐️ თითის ანაბეჭდის ამოღებას
🩸 სისხლის კვალის ანალიზს
👣 ფეხის კვალის დაფიქსირებას
🔬 სპეციალური ხელსაწყოებით მტკიცებულებების შეგროვებას
🎯და ამ ყველაფერს დავასრულებთ იმიტირებული გამოძიებით
🕵️♀️ შენ გახდები გამომძიებელი და რეალურ სცენარზე იმუშავებ:
📍 დაათვალიერებ შემთხვევის ადგილს
🗣️ გამოკითხავ მოწმეებს
🔍 მოიპოვებ და გაანალიზებ მტკიცებულებებს
👉 საბოლოოდ კი შენი გუნდი უნდა მივიდეს მთავარ კითხვამდე:
რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე?
✅პროექტის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი
მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ ქვემოთ მითითებული აპლიკაციის ბმული:
📩https://forms.gle/9ZwJeJwGX75YF7e69
➡️ პროექტის საფასური - 125 ლარი
🕵️პროექტში მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარი მოსწავლეებისთვის 13-18 წელი, სტუდენტებისთვის 18-25 წელი.
📍ვორქშოპი ჩატარდება 6ივნისს ქ. ქუთაისში, სასტუმრო “best western”- ში.
✅აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა -
3 ივნისი
📞571 007 080 - რუსუდანი
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი 🎓
დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით !💙
31/05/2026
🌐გაეროს მოდელირების გაზაფხულის სესია DREAMLAND OASIS-ში☀️🏖️🌊
🌐დელეგატები 3 დღის განმავლობაში წარმოადგენდნენ სახელმწიფოებს, აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და ქმნიდნენ რეზოლუციებს მსოფლიო მშვიდობის მისაღწევად
ზაფხულის სესიით დავბრუნდებით თბილისში, 19,20,21 მაისს☀️
📩რეგისტრაცია: https://forms.gle/kpmFWVZNwBciUmFM8
27/05/2026
🎓მომავალ დიპლომატთა სკოლა💙
⚖️საერთაშორისო სამართლის პროცესი💙
————
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი🎓
დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!💙
23/05/2026
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი უერთდება მარათონს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად! 🏃♂️❤️
თბილისის გაეროს მოდელირების პროექტის ფარგლებში, რომელიც 19, 20 და 21 ივნისს ტარდება და რომელშიც უკვე 100-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, შემოსული თანხის ნაწილი სწორედ ამ ყველაზე ფერადი ბავშვების მხარდაჭერას მოხმარდება. 🌟👧👦