სსიპ ქ.თბილისის N216 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქ.თბილისის N216 საჯარო სკოლა

სსიპ ქ.თბილისის N216 საჯარო სკოლა თბილისის #216 საჯარო სკოლა

07/09/2026

✨ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პირველკლასელებო! ✨🎒
ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო ფორმები მიიღეს! 💙
ეს დღე ჩვენი პატარა მოსწავლეებისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. წინ მათ უამრავი ახალი აღმოჩენა, საინტერესო თავგადასავალი, მეგობრობა, სიხარული და დაუვიწყარი დღე ელოდებათ. 📚🌟
განსაკუთრებული მადლობა N117 საჯარო სკოლა -ს გულთბილი მასპინძლობისთვის და ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის. 🌷
ჩვენო პატარა პირველკლასელებო, გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულსა და საინტერესო სასწავლო წელს! 💫
🏫💙 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება №216 საჯარო სკოლაში.
Isani-Samgori District Educational Resource Center
#სკოლა216 #პირველკლასელები #სასკოლოფორმა #ახალისასწავლოწელი #კეთილიმობრძანება

17/08/2026

📢 მშობლების საყურადღებოდ!

მოგესალმებით,

2026 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება სასკოლო ფორმების გაცემა-გაყიდვა.

📌 სსიპ ქალაქ თბილისის N216 საჯარო სკოლაში რეგისტრირებული პირველკლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის აღება შესაძლებელი იქნება N117 საჯარო სკოლაში (თრიალეთის ქ. N7).

ამ ეტაპზე სასკოლო ფორმები გაიცემა მხოლოდ I კლასის მოსწავლეებისთვის.

ასევე გაცნობებთ, რომ ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება საკურიერო მომსახურებით. თუ მშობელი სხვა ქალაქში იმყოფება, ფორმის შეძენა იქიდანაც იქნება შესაძლებელი.
#216საჯაროსკოლა

24/06/2026

📢

📢📢📢
23/06/2026

📢📢📢

სსიპ ქალაქ თბილისის №216 საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ თავგადასავლ...
17/06/2026

სსიპ ქალაქ თბილისის №216 საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ თავგადასავლებით აღსავსე და ბედნიერ ზაფხულს! ახალ სასწავლო წელს სიხარულითა და ახალი ენერგიით დაგელოდებით თითოეულ თქვენგანს.🥰😍

15/06/2026

გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩვენი სკოლა მონაწილეობდა eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში - "Beyond the Screen"! 🎬🌍 პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ფილმების საშუალებით შეისწავლეს სოციალური საკითხები, განავითარეს კრიტიკული აზროვნება და ითანამშრომლეს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან. პროექტის შედეგად შეიქმნა ელექტრონული ჟურნალი და ვიდეოკლიპი. 🎉
#საერთაშორისოპროექტი
#216საჯაროსკოლა
#ეკატერინესამხარაძე


We are proud to share that our school participated in the eTwinning international project - "Beyond the Screen"! 🎬🌍 Students explored social issues through films, developed critical thinking skills, and collaborated with peers from different countries. As a result, we created an e-magazine and a video clip. 🎉


#ეკატერინესამხარაძე


https://www.youtube.com/watch?v=2a1BHdWfkow

https://online.fliphtml5.com/hvqcj/ixlj/?1781005408263 =1

📢ოთხი წელი… ოთხი წელი, რომელიც სავსე იყო პირველი ასოებით, პირველი შეფასებებით, პირველი წარმატებებითა და ბავშვური სიხარულ...
12/06/2026

📢ოთხი წელი… ოთხი წელი, რომელიც სავსე იყო პირველი ასოებით, პირველი შეფასებებით, პირველი წარმატებებითა და ბავშვური სიხარულით ნაკვალევი გულწრფელი ემოციებით. 📚✨

დღეს ეს პატარა ისტორია სრულდება, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი თავგადასავლის ნაწილად იქცეს. ჩვენი მეოთხეკლასელები ახალი ცოდნისა და გამოწვევების სამყაროს ზღურბლს გადასცილდნენ — დღეიდან ისინი მეხუთეკლასელები არიან. 🎓

წინ ახალი მიზნები, გამოცდილება და ახალი მიღწევები ელით, ხოლო უკან – ბავშვობის ყველაზე თბილი მოგონებები, რომლებიც მუდამ მათი შინაგანი ძალის წყარო დარჩება. 💫

დაე, არასოდეს დაკარგონ ცნობისმოყვარეობა, სინაზე და ოცნების ფრთები — რადგან ზუსტად ეს თვისებები გამოზრდიან მათგან ძლიერ, განათლებულ და ღირსეულ ადამიანებს მომავალში. ❤️

გამოსაშვები ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად იქცა — სიხარულით, ბავშვური გულწრფელობით, ბედნიერი ღიმილითა და ამაღელვებელი წუთებით. 💖👏

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს დამრიგებელს, ქალბატონ ქეთევან შანშიაშვილს, იმ სიყვარულისთვის, მზრუნველობისთვისა და უდიდესი შრომისთვის, რომელიც ამ ოთხწლიანი გზის განმავლობაში თითოეულ მოსწავლეს უანგაროდ გაუზიარა. 🌸🙏

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ მეოთხეკლასელებს პირველი დიდი ნაბიჯის წარმატებით გადადგმას და ვუსურვებთ ცოდნით, ბედნიერებით, სიყვარულითა და წარმატებებით სავსე გზას! 🎈🌟

#216საჯაროსკოლა

✨ 26 მაისი — თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული ერთიანობის დღე.ეს თარიღი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულ ემოციას ა...
26/05/2026

✨ 26 მაისი — თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული ერთიანობის დღე.

ეს თარიღი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულ ემოციას ატარებს — გვახსენებს ისტორიას, რომელიც გმირობით, ბრძოლითა და სამშობლოს სიყვარულით დაიწერა.

ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გვჯერა, რომ განათლებული, მოტივირებული და თავისუფალი თაობა ქვეყნის საუკეთესო მომავალს შექმნის. 🇬🇪

#216საჯაროსკოლა
#26მაისი
#დამოუკიდებლობისდღე

🎓✨ დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებით თბილი, ფერადი და ემოციებით სავსე დღე გათენდა — ჩვენმა პატარა პირველკლასელებმა ცხოვრე...
23/05/2026

🎓✨ დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებით თბილი, ფერადი და ემოციებით სავსე დღე გათენდა — ჩვენმა პატარა პირველკლასელებმა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დაასრულეს.
სულ ცოტა ხნის წინ ისინი სკოლაში მორიდებული ღიმილით და ცნობისმოყვარე თვალებით შემოვიდნენ, დღეს კი უკვე ცოდნით, მეგობრობითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსენი ემშვიდობებიან პირველ კლასს. 📚🌟
გამოსაშვები ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად იქცა — სიხარულით, ბავშვური გულწრფელობით, ბედნიერი ღიმილებითა და ამაღელვებელი წუთებით. 💖👏

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ქეთევან შანშიაშვილს, იმ სიყვარულისთვის, მზრუნველობისთვისა და უდიდესი შრომისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თითოეულ მოსწავლეს უანგაროდ გაუზიარა. ❤️🌷

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ პირველკლასელებს პირველი დიდი ნაბიჯის წარმატებით გადადგმასა და ვუსურვებთ ცოდნით, ბედნიერებით, სიყვარულითა და წარმატებებით სავსე გზას! 🎈

#216საჯაროსკოლა

🔔 დღეს ჩვენი სკოლის XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება…✨ ეს დღე განსაკუთრებული ემოციებით არის სავსე — სიხარულით, მონ...
20/05/2026

🔔 დღეს ჩვენი სკოლის XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება…
✨ ეს დღე განსაკუთრებული ემოციებით არის სავსე — სიხარულით, მონატრებით, სიამაყითა და სიახლეების მოლოდინით.
12 წლის განმავლობაში სკოლა თქვენთვის მხოლოდ სასწავლო სივრცე არ ყოფილა — აქ გაიზარდეთ, ჩამოყალიბდით, შეიძინეთ მეგობრობები, დააგროვეთ მოგონებები და ერთად გაიარეთ არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

💙 თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით იმ სითბოსთვის, შრომისთვის, წარმატებებისთვის და იმ დაუვიწყარი კვალისთვის, რომელსაც ჩვენს სკოლაში ტოვებთ. თქვენი თაობა ჩვენი სკოლის ისტორიის განსაკუთრებული ნაწილია.

⭐️ გისურვებთ საკუთარი პროფესიის პოვნას, მიზნების მიღწევას და ნათელ, წარმატებულ მომავალს. თქვენი ახალი ეტაპი სწორედ დღეს იწყება ! ✨
#216საჯაროსკოლა

Address

ნაძვების 2
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქ.თბილისის N216 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category