„ენჯი" სკოლა ფსიქოლოგი"ng" School Psychologist“

„ენჯი" სკოლა ფსიქოლოგი"ng" School Psychologist“

Share

სკოლა "ენ-ჯი"-ის ფსიქოლოგი - შორენა ტალიკიშვილი
"NG" schools's psychologist - Shorena Talikishvili

Photos from „ენჯი" სკოლა ფსიქოლოგი"ng" School Psychologist“'s post 04/12/2024

ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა დიდი ხანი იკვლევდა თვითრწმენის, თვითეფექტურობის მნიშვნელობას და დაასკვნა, რომ წარმატებული ადამიანები მაღალი თვითრწმენის უნარით გამოირჩევიან.

თვითრწმენის უნარისთვის კი საჭიროა ცოდნა, რომელიც დაშენდება სწავლის თვითრეგულაციაზე, რომლის
მეტაკოგნიტური პროცესებია:
მიზნების დასახვა;
დაგეგმვა;
თვითმოტივაცია;
ყურადღების კონტროლი;
სწავლის სტრატეგიების მოქნილად გამოყენება;
თვითმონიტორინგი;
დახმარებისთვის მიმართვა;

და ბოლოს
ჩვენი "მონამორჩილი"😉

თვითშეფასება

08/11/2024

"💕 სენდვიჩის მეთოდი " არის ყველაზე სასურველი და მარტივი, ეფექტური და წამახალისებელი მეთოდი, რომელიც გამოიყენება სკოლაში , ასევე სახლშიც და შედეგიანად მუშაობს ბავშვებში.💕
(დიდებშიც)🤗

პურის ნაჭერი (სენდვიჩის ძირი)
არის დავალების შეფასების ძირითადი მხარე, ქება გარჯისთვის
(მოსწავლეს შეუქეთ შესრულებული სამუშაო , მინიმალურიც რომ იყოს).

შიგთავსი ( ძეხვეული) გახლავთ მითითება მსუბუქი შენიშვნის სახით.

პურის ზედა ნაწილი კი, რომელსაც სრულყოფილებაში მოჰყავს მეთოდი, გახლავთ წამახალისებელი ფრაზები.
(მაგ: ხვალ ბევრად უკეთესს ველოდები, ვხედავ, რა კარგად შეგიძლია, ვფიქრობ ჩემს გაოცებას შეძლებ ....ასევე კარგია მასწავლებლის მხარდაჭერით თანაკლასელებმა შეუქონ და შეუფასონ ნაშრომი).

მხატვარი: ლიზა კვარაცხელია
(მეოთხე კლასი)

04/11/2024

აბრაჰამ მასლოუ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი, მასწავლებლებს ურჩევს:

მასწავლებელი უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი, რადგან გულწრფელობა და ნამდვილობა ხელს უწყობს სწავლებას, დაფასებას, კეთილგანწყობას, პატივისცემას და ნდობას .💜💜💜
მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე.💕💕💕

ემპათია ხელს უწყობს სწავლებას. ჩამოთვლილი ფაქტორები მოსწავლეებს უღვივებს თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას, უმაღლებს მოტივაციას.💛💛💛

თუ სწავლის სურვილი გაუღვივდა, მოსწავლე თავად წარმართავს სწავლის პროცესს. მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ მასწავლებელი სამართლიანია და რომ შეცდომის შემთხვევაში მას არ დასცინებენ.💙💙💙

მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაადგინოს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, განსაზღვროს, რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. ამის შედეგად შესაძლებელია სწავლის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავება და სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფა.🧡🧡🧡

სწავლა მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლისთვის, თუ ის მის პიროვნულ ინტერესებს შეესატყვისება, და მიუღებელი და საშიში, თუ იგი საფრთხეს უქმნის მის მეს (რთული მასალა, ახალი ტიპის დავალებები, ახალი მოთხოვნები). ამ შემთხვევაში აუცილებელია, მოსწავლის შიში და შფოთვა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

04/11/2024

მოგესალმებით სკოლის ფსიქოლოგი.
მზად ვარ თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


ფორე მოსულიშვილი N20
Tbilisi
0167

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00