01/10/2026
ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციამ "თსუ-ს ინტელექტუალთა კლუბმა" განახორციელა ძალიან საინტერესო პროექტი "AI FUTURES - where we are and what's next"
პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
დასკვნით ეტაპზე გაიმართა პანელური დისკუსიები, საჯარო ლექციები, საერთაშორისო კონფერენცია და ჰაკათონი.
ორგანიზაცია ამ ეტაპზე ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის შესახებ პროექტებზე. ვულოცავთ აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებას!
მომავალში აუცილებლად გაგიზიარებთ მათი მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას, რაც შეიძლება თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
TSU ინტელექტუალთა კლუბი