Letterato - ლეტერატო

Letterato - ლეტერატო არაფორმალური განათლება მოზარდებისთვის

20/08/2026

თუ კანონი და მორალი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რომელს უნდა დავემორჩილოთ ❓

ეს ისეთი ფუნდამენტური კითხვაა, რომლის გარშემო მსჯელობაც დიდებსაც კი ხშირად უჭირთ. ლეტერატოში ჩვენი მოსწავლეები მსგავს რთულ თემებზე თამამად და არგუმენტირებულად საუბარს ეჩვევიან. ჩვენთან ბავშვები მზა პასუხების ნაცვლად სწავლობენ, როგორ იაზროვნონ სიღრმისეულად, როგორ დაეყრდნონ ცოდნასა და ლოგიკას, რათა საკუთარი აზრი ზედაპირული ვარაუდი კი არ იყოს, არამედ ცოდნაზე დაფუძნებული შეხედულება.

როცა მოზარდს აძლევ ცოდნასა და ფიქრის თავისუფლებას, ისინი დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდებად ყალიბდებიან. ვიდეოშიც ზუსტად ამ პროცესს ხედავთ. სრული ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ჩვენს გვერდს.

თქვენ როგორ უპასუხებდით ამ კითხვას? როცა კანონი და მორალი წინააღმდეგობაში მოდის, რომელია თქვენთვის უზენაესი?

ლეტერატოში ყველა ინდივიდუალური აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ საუკეთესო იდეები მაინც გუნდური დისკუსიისას იბადება 💡გუნდურად ...
19/08/2026

ლეტერატოში ყველა ინდივიდუალური აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ საუკეთესო იდეები მაინც გუნდური დისკუსიისას იბადება 💡

გუნდურად მუშაობა ერთდროულად სახალისოცაა და რთულიც. იდეებზე კამათისას სწავლობ, როგორ დაიცვა საკუთარი აზრი, როგორ გაითვალისწინო სხვისი შეხედულება და გაარკვიო, რომელი იდეა უფრო ღირებულია. საბოლოო ჯამში კი, ეს ერთობლივი ნააზრევი ყოველთვის ძალიან ორიგინალური და კრეატიული გამოდის.

ამ აქტიური და მოაზროვნე გუნდის ნაწილი შეიძლება თქვენი შვილიც გახდეს. სივრცეში, სადაც ის სხვებისგანაც აიღებს მაგალითს, თავადაც შეიტანს წვლილს და აღმოაჩენს იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, რომლებიც, შესაძლოა, ჯერ თავადაც არ იცოდა, რომ ჰქონდა ✨

18/08/2026

რატომ არ ვართ ბედნიერი, როდესაც წარმოუდგენელი კომფორტისა და ტექნოლოგიური აყვავების ხანაში ვცხოვრობთ? ამ კითხვაზე პასუხს რეი ბრედბერის წიგნში „451 ფარენჰაიტით“ ვიპოვით. ავტორმა თითქმის საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების სიცარიელე და ტრაგიზმი. ლეტერატოს ახალგაზრდულ კონფერენციაზე ნიკა იაკობიძემ და მარიამ ჯულუხიძემ წიგნსა და სწორედ მის ასეთ აქტუალობაზე ისაუბრეს. მოუსმინეთ ნიკას ამონარიდს ლეტერატოს კონფერენციიდან.

ლეტერატო - ესაა საუკეთესო გარემო თქვენი შვილის ზრდისა და განვითარებისთვის. ყველა მშობელმა კარგად იცის, რამდენად დიდ როლს...
13/08/2026

ლეტერატო - ესაა საუკეთესო გარემო თქვენი შვილის ზრდისა და განვითარებისთვის. ყველა მშობელმა კარგად იცის, რამდენად დიდ როლს თამაშობს მოზარდის ცხოვრებაში სწორი გარემო და სამეგობრო წრე 🫂

ლეტერატო არ არის უბრალოდ სასწავლო სივრცე. ეს არის ადგილი, სადაც მოზარდები საერთო ინტერესების, წიგნების, იდეებისა და ჯანსაღი დისკუსიის ირგვლივ ერთიანდებიან. აქ, ჩვენთან ბავშვები პოულობენ თანამოაზრეებს, რომლებიც მათ ღირებულებებსა და მისწრაფებებს იზიარებენ და იბადება მეგობრობა, რომელიც ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება🧑‍🤝‍🧑

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, გახდეს ამ ჯანსაღი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ნაწილი. გაიგეთ მეტი კურსის შესახებ: www.letterato.ge/kursebi

04/08/2026

ლეტერატო - ეს არის ადგილი, სადაც მოზარდისთვის წიგნის კითხვა არა დავალება, არამედ სამყაროსთან საუბარია. აქ ის სწავლობს არა მხოლოდ წაკითხულის გააზრებას, არამედ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, მის დასაბუთებას, ღრმა ანალიზსა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

ლეტერატო ეს არის სივრცე, სადაც მოზარდი თანამოაზრეებს პოულობს და ვითარდება, როგორც მოაზროვნე და თავდაჯერებული პიროვნება.

✨ ახალი სასწავლო წლისთვის მიღება უკვე დაწყებულია.

დიდ ჯგუფში მოზარდი ხშირად მაყურებელია. მცირე ჯგუფში - თანაავტორი ⭐დიდ ჯგუფებთან მუშაობისას პედაგოგი ვერ ასწრებს ყველას მ...
30/07/2026

დიდ ჯგუფში მოზარდი ხშირად მაყურებელია. მცირე ჯგუფში - თანაავტორი ⭐

დიდ ჯგუფებთან მუშაობისას პედაგოგი ვერ ასწრებს ყველას მოსმენას, ის მართავს სივრცეს. აქტიურობს მხოლოდ ის, ვინც ყველაზე თამამია. დანარჩენები იძენენ სხვა უნარს: როგორ დარჩე შეუმჩნეველი. მცირე ჯგუფში პედაგოგს აქვს დრო, დაინახოს არა მარტო ის, რაც მოზარდმა თქვა, არამედ ისიც, რაც ვერ ჩამოაყალიბა. სწორედ ასე იწყება რეალური სწავლება: არა მასალის გავლა, არამედ კონკრეტულ მოზარდთან მუშაობა.

ჩვენთან მოსწავლე სასწავლო პროცესის მთავარი გმირია. მცირე ჯგუფებში ყველა მოზარდის ხმა თანაბრად ისმის, ხოლო ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე გათვლილ სწავლებას გულისხმობს. ლეტერატო - ესაა ადგილი, სადაც ბავშვი შეძლებს აღმოაჩინოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი 🙌

22/07/2026

გთავაზობთ ჩვენი ვიდეოპროექტის “სამაგიდო დიალოგები” II სეზონს.

რა ხდება, როცა მოზარდებს რთულ, ცხოვრებისეულ შეკითხვებს სრულიად სპონტანურად ვუსვამთ? ვიღებთ საოცრად გულწრფელ, ღრმა და მოულოდნელ პასუხებს🧠

პირველი ეპიზოდის თემაა “სახელმწიფო”. ჩვენი IX და X კლასელები ინტერესითა და ურთიერთპატივისცემით განიხილავენ სახელმწიფოს იდეასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაეცანით ვიდეოს და შეიგრძენით გარემო, სადაც მოზარდები კრიტიკული აზროვნების უნარებსა და მიღებულ ცოდნას ცოცხალ დისკუსიად გარდაქმნიან ✨

ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია, შვილს ჰქონდეს უნარი, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი, მოუსმინოს სხვებს და ნებისმიერ...
20/07/2026

ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია, შვილს ჰქონდეს უნარი, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი, მოუსმინოს სხვებს და ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს დამოუკიდებელი ხედვა. ლეტერატო სწორედ ამისთვის არსებობს 📣

ჩვენთან, მყუდრო და მხარდამჭერ გარემოში, მოზარდები იძენენ იმ თვისებებს, რომლებიც მათ პიროვნულ ზრდას განსაზღვრავს და ხვალინდელი დღის გამოწვევებთან გასამკლავებლად ამზადებს:

● აზრის თავისუფლება - ჩვენთან ყველას ხმა მნიშვნელოვანია. მოზარდებს ვეხმარებით უსაფრთხო გარემოში ღიად გამოხატონ საკუთარი პოზიცია და აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი.

● დისკუსიის კულტურა – განსხვავებული აზრიც საინტერესოა. ერთად ვსწავლობთ სხვისი აზრის პატივისცემას, მოსმენასა და არგუმენტირებულ მსჯელობას - უნარებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროში თანამშრომლობის საფუძველია.

● კრიტიკული ხედვა – ტექნოლოგიურ ეპოქაში კრიტიკული მიდგომის აუცილებლობა დგას. ლეტერატოში ბავშვი სწავლობს ინფორმაციის ანალიზსა და საკუთარი, გააზრებული დასკვნების გამოტანას, მომავალში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად.

თავდაჯერებულობა და საკუთარი ხმის პოვნა საუკეთესო საჩუქარია, რაც შეგვიძლია შვილებს წარმატებული მომავლისთვის გადავცეთ 🧭

19/07/2026

რამდენად სამართლიანია, როცა საერთო სიკეთეების მისაღწევად არასწორ ქცევასაც ვამართლებთ? ჩვენი მოსწავლე ელენე ჩიტაიშვილი ლეტერატოს კონფერენციაზე აუდიტორიას სწორედ ამ კითხვას უსვამს. სინამდვილეში ეს მორალური არჩევანია, რომელიც დიამეტრალურად განსხვავდება კანტიანური მორალისაგან. მორალის თეორიებს ლეტერატოში გავდივართ. კანტიანიზმზე კი ამ ვიდეოში ჩვენი მოსწავლე მარიამ ჭოხონელიძე საუბრობს.

ლეტერატოში ახალი სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო! ✨ დღევანდელ სამყაროში მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება საკმარისი აღარ არის...
16/07/2026

ლეტერატოში ახალი სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო! ✨

დღევანდელ სამყაროში მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება საკმარისი აღარ არის. მთავარია უნარები, რომლებიც მოზარდებს დამოუკიდებელ, მოაზროვნე ადამიანებად ჩამოაყალიბებს. ჩვენი პროგრამა სწორედ ასეთია. მიდგომა, რომელიც მოზარდს წიგნს შეაყვარებს, აზროვნებას ასწავლის და თანამოაზრეებს აპოვნინებს.

აქ მოზარდი სწავლობს ტექსტის სიღრმისეულ წაკითხვას, საკუთარი აზრის დაცვასა და სხვისი მოსმენას, პოულობს საკუთარ ხმას და იძენს ინტელექტუალურ გამბედაობას. სწავლა კი საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება - გასვლითი გაკვეთილები, პოდკასტები, ონლაინ ჟურნალი, მენტორობა და საჯარო გამოსვლები მოზარდებს სრულ ეკოსისტემას სთავაზობს 🧠

ჩვენთან მოზარდებს მყუდრო, მეგობრული გარემო ხვდებათ სადაც მცირე ჯგუფებში თითოეული მოზარდის ინდივიდუალურობას ვუფრთხილდებით.

შემოუერთდით ლეტერატოს დიდ ოჯახს და ერთად შევქმნათ გარემო, სადაც აზროვნება თავისუფლებაა! 💙

• ვისთვის: მოსწავლეებისათვის VI-დან XII კლასის ჩათვლით.
• ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი - 30 ივნისი (კვირაში ორჯერ).

📌 გაეცანით ჩვენს პროგრამას: https://www.letterato.ge/kursebi
📝 რეგისტრაცია: https://www.letterato.ge/registration
📞 კონტაქტი: 599 557 570 | 558 219 176 | 599 510 339

Address

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #3
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 15:00 - 20:00
Tuesday 15:00 - 20:00
Wednesday 15:00 - 20:00
Thursday 15:00 - 20:00
Friday 15:00 - 20:00
Saturday 12:00 - 18:00

Telephone

+995599510339

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Letterato - ლეტერატო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Letterato - ლეტერატო:

Shortcuts

Share

Category