19/06/2026
სსიპ ქ. თბილისის N37 საჯარო სკოლა — ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესი იწყება...
ოთხწლიანი მოლოდინის შემდეგ, სსიპ ქ. თბილისის N37 საჯარო სკოლაის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი სიახლე გახდა ცნობილი . ახალი სკოლის მშენებლობის საკითხი უკვე აქტიურ ფაზაში გადადის.ახალი სკოლის მშენებლობის აუცილებლობა არაერთხელ დაისვა, სხვადასხვა მიზეზის გამო პროექტის განხორციელება დროულად ვერ მოხერხდა.
გუშინ სკოლის დირექტორი ქალბატონი ლარისა მელაძე და ჩვენი სკოლის წარმომადგენელი მშობელი მარია ტუტელიანი ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრებს შეხვდნენ. შეხვედრა ინფორმაციული და საკმაოდ პროდუქტული აღმოჩნდა. საკითხი უკვე დაიძრა და ახალი სკოლის პროექტის განხორციელების პროცესი მალე ოფიციალურად დაიწყება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა როგორც არსებული მდგომარეობის სიმწვავეზე, ისე მშენებლობის პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე.
„არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ 70 სკოლის დირექტორებსა და მშობლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ ინფორმაცია მიაწოდეს.“(ამონარიდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გვერდიდან._https://www.facebook.com/photo?fbid=1425764579576527&set=pcb.1425770972909221)“
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ პარლამენტის დეპუტატის ,ქალბატონი რიმა ბერაძის, ჩართულობა და მხარდაჭერა ჩვენი სკოლის ირგვლივ არსებულ პროცესებში .მუდმივად ვგრძნობთ მის გულშემატკივრობას და ვფიქრობთ ,რომ მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები მალე თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხო და სრულფასოვან საგანმანათლებლო სივრცეს მიიღებენ.სკოლისთვის ახალი შენობის აშენება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის — ეს არის ბავშვების უსაფრთხოების, ხარისხიანი განათლებისა და უკეთესი მომავლის წინაპირობა.