თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის" მრავალ საინტერესო, შემეცნებით, სასწავლო პროგრამას აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის, მოსწავლისათვის მისაწვდომი და უსასყიდლოა.

როგორ შეიქმნა თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი? თსუ-ის დაარსების დღიდან, არაერთი პროფესორი, საკუთარი ინიციატივითა და საამისო გასამრჯელოს გარეშე, მუშაობდა სკოლის მოსწავლეებთან, უტარებდა სასწავლო/საგანმანათლებლო ლექციებს, ცდილობდა მეცნიერებისადმი მათი ინტერესის გაღვივებას, სხვადასხვა სახის კვლევით საქმიანობაში ჩართვასაც კი. სწორედ ამ კეთილშობილურ ტრადიციაზე დაყრდნობით, 2007/08 წლებში, ჩვენი ქვეყნის პირველ და უდიდეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სკოლასთან მუშაობის სისტემური პროექტი - „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ ჩამოყალიბდა, რომელიც 2011 წელს ევროპის უნივერსიტეტების საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანებაში (EUCU NET – the European Children's Universities Network http://eucu.net/) გაწევრიანდა.
პროექტის ფარგლებში, თსუ-ში, მოსწავლეებისათვის მეცნიერების სხვადასხვა დარგებში „ნორჩთა სკოლების“ პროგრამები მიმდინარეობს - იკითხება ლექციები, ტარდება ლაბორატორული მეცადინეობები, იმართება კონფერენციები, ვიქტორინები, გასვლითი ღონისძიებები და ა.შ.

თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის დევიზია - Scientia potentia est - ცოდნა ძალაა

გიზიარებთ "რუკები ყველასთვისაა 2026" საკონკურსო ვადებსკონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა 15 ივლისს, 2026;რეგისტრაცია და ნამ...
26/08/2026

გიზიარებთ "რუკები ყველასთვისაა 2026" საკონკურსო ვადებს

კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა 15 ივლისს, 2026;

რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება დაიწყო 1 აგვისტოს, 2026;

ონლაინ განაცხადისა და ნამუშევრის ციფრული ასლის მიღების ბოლო ვადა 27 სექტემბერი, 2026;

ტექნიკური გადამოწმება, კატეგორიებად დაყოფა და ანონიმიზაცია 21–27 სექტემბერი, 2026;

ფიზიკური ნამუშევრების გამოგზავნის პერიოდი 22 სექტემბერი – 6 ოქტომბერი, 2026;

ფიზიკური ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 6 ოქტომბერი, 2026;

ჟიურის შეფასება 7–16 ოქტომბერი, 2026;

გამარჯვებულებთან და სკოლებთან კომუნიკაცია 20–22 ოქტომბერი, 2026;

გამოფენა და დაჯილდოება CAM 2026-ის ფარგლებში 29–30 ოქტომბერი, 2026.

კონკურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებული დეტალური ინფრომაცია იხილეთ კომენტარებში მითითებულ ბმულზე.

თუ გაქვს კონკურსში ჩართვის სურვილი, წინ კიდევ ერთი თვე გაქვს!

ნამუშევრები გადმოაგზავნეთ კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის ელ. მისამართზე: [email protected]

🔵 გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!
25/08/2026

🔵 გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!

11/07/2026

🚀 მომავალი იწყება იმ დღიდან, როდესაც ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებას ვუზიარებთ.

დიდი პატივი იყო GT Survey-ისა და GT Survey Edu-სთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში „თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობაში“ მონაწილეობა.

ორი დღის განმავლობაში მოსწავლეებს გავაცანით თანამედროვე გეოდეზიისა და გეოსივრცითი ტექნოლოგიების სამყარო. ის სფერო, რომელიც დღეს ქმნის ჭკვიან ქალაქებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ციფრულ რუკებსა და მომავლის საინჟინრო გადაწყვეტილებებს.

პრაქტიკული ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა ახლოდან გაიცნეს:

🛰️ GNSS/GPS ტექნოლოგიები;
🚁 პროფესიონალური დრონი;
📡 LiDAR ლაზერული სკანირება;
📷 ფოტოგრამეტრია და 3D მოდელირება;
🌍 ციფრული რუკების შედგენისა და სივრცითი მონაცემების დამუშავების თანამედროვე მეთოდები.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩვენზე ახალგაზრდების ცნობისმოყვარეობამ, მოტივაციამ და დაუშრეტელმა ინტერესმა მოახდინა. სწორედ ასეთი თაობა შექმნის ხვალინდელ ინოვაციებს, განავითარებს მეცნიერებას და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს საქართველოს ტექნოლოგიურ მომავალს.

ჩვენთვის ეს არ ყოფილა მხოლოდ ტრენინგი, ეს იყო შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და ახალგაზრდებისთვის გვეჩვენებინა, რომ გეოდეზია, კარტოგრაფია, GIS, LiDAR და დრონების ტექნოლოგიები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული მიმართულებებია.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ თსუ საბავშვო უნივერსიტეტს მოწვევისა და ნდობისთვის, ასევე საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციას, პროექტის ყველა ორგანიზატორსა და პარტნიორს, რომლებმაც ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

GT Survey და GT Survey Edu მომავალშიც გააგრძელებენ ახალგაზრდების მხარდაჭერას, ცოდნის გაზიარებასა და თანამედროვე გეოსივრცითი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება განათლებით, ინოვაციებითა და ახალი თაობის გაძლიერებით იწყება.

#თსუსაბავშვოუნივერსიტეტი

🌍🗺️ ჩვენ ვბრუნდებით ახალი თემატიკით!📢 თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია აცხადებს რუკის ხატვ...
07/07/2026

🌍🗺️ ჩვენ ვბრუნდებით ახალი თემატიკით!
📢 თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია აცხადებს რუკის ხატვის ეროვნულ კონკურსს
Maps are for All | რუკები ყველასთვისაა.
ისინი გვაერთიანებს, გვასწავლის, გვაძლევს სამყაროს განსხვავებული თვალით დანახვის შესაძლებლობას და გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ადამიანები, კულტურა და გარემო.
2026 წელს ბავშვებს ვიწვევთ, საკუთარი შემოქმედებით, ფანტაზიითა და კარტოგრაფიული ხედვით წარმოადგინონ, რას ნიშნავს მათთვის იდეა — Maps are for All.
🌍 წელს კონკურსი ახალ ეტაპზე გადადის
პირველად კონკურსის ისტორიაში მონაწილეთა ნამუშევრებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კარტოგრაფები, მეცნიერები და განათლების სფეროს წარმომადგენლები.
სწორედ ამიტომ, თუ ნამუშევარზე გამოყენებული იქნება სათაური, ტოპონიმები, განმარტებები ან სხვა ტექსტური ელემენტები, ისინი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, რათა ნამუშევარი საერთაშორისო ჟიურისთვის სრულად აღქმადი იყოს.
🖼️ საუკეთესო ნამუშევრები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე
კონკურსის გამარჯვებული და საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება საქართველოში პირველად გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „Cartography and Modernity – CAM 2026“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად მასპინძლობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია.
გამოფენას გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები, კარტოგრაფები, GIS სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
🤝 ოფიციალური სპონსორი
კონკურსის ოფიციალური სპონსორია GT Survey EDU. კომპანია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში კარტოგრაფიული, გეოდეზიური და გეოსივრცითი განათლების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და მომავალი თაობის პროფესიულ ზრდას.
GT Survey EDU-ს მხარდაჭერით კონკურსი კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო მასშტაბს იძენს და ახალგაზრდა თაობას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შემოქმედება მსოფლიო კარტოგრაფიულ საზოგადოებას წარუდგინოს.
🌟 შეადგინე რუკა, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება!
ეს არ არის მხოლოდ ხატვის კონკურსი. ეს არის შესაძლებლობა, ბავშვებმა საკუთარი ხედვა კარტოგრაფიის ენით გაუზიარონ მსოფლიოს.
Maps are for All, რადგან რუკები ყველას ეკუთვნის.
ორგანიზატორები:
🗺️ Georgian Cartographers Association საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ოფიციალური სპონსორი:
⭐ GT Survey EDU

📣მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარი...
06/07/2026

📣მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ბაზაზე იქმნება ახალი პლატფორმა — თსუ საბავშვო უნივერსიტეტის „მშობელთა კლუბი“!
✨ რატომ უნდა დარეგისტრირდეთ?
კლუბის წევრი რეგისტრირებული მშობლები პირველები მიიღებენ ინფორმაციას უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ახალი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ეს გაძლევთ ექსკლუზიურ შესაძლებლობას, დროულად შეიტყოთ სიახლეები და პირველებმა ჩართოთ თქვენი შვილები ამ პროგრამებში.

https://forms.gle/5WYGAMDt58FhYXu56

🚀 თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა „თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობაში“ წარმატებით დასრულდა!​22-26...
27/06/2026

🚀 თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა „თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობაში“ წარმატებით დასრულდა!
​22-26 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლეებმა დაუვიწყარი, ინოვაციებითა და ახალი აღმოჩენებით სავსე კვირეული გაატარეს საუნივერსიტეტო გარემოში. 🎓✨
​სკოლა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში ადრეული ასაკიდანვე ტექნოლოგიური აზროვნების განვითარების მნიშვნელობას და მონაწილეებს წარმატებული კვირეული უსურვა.
​📅 როგორ ჩაიარა 5-დღიანმა ტექნოლოგიურმა თავგადასავალმა?
​პროგრამა სპეციალურად მოსწავლეების ასაკობრივ სეგმენტზე იყო ადაპტირებული და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე ინტერაქტიულ-პრაქტიკულ სესიებს:
​დღე 1 | ხელოვნური ინტელექტი: მკვლევარ ნინო უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ინტერაქტიულ ფორმატში გაეცნენ AI-ის მუშაობის პრინციპებსა და მის პრაქტიკულ გამოყენებას.
​დღე 2 | ტექნოლოგიური ინოვაციები: მონაწილეებმა იმსჯელეს უახლეს მიღწევებსა და რობოტიკაზე.
​დღე 3 | გართობა და სტრატეგია: პარტნიორ „ლიტეასთან“ ერთად, დღე დაეთმო საინტერესო სამაგიდო თამაშებსა და სახალისო „სითი გეიმს“.
​დღე 4 და 5 | გეოდეზია, ციფრული აგეგმვა და დრონები: კვირეულის ყველაზე დინამიკური ნაწილი, სადაც მოსწავლეებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები სივრცის მოდელირებაში.
​📚 სასწავლო პროცესის მიღმა: მოსწავლეებმა დაათვალიერეს თსუ-ის პირველი კორპუსის ისტორიული ბიბლიოთეკა და მუზეუმი, შეიძინეს ახალი მეგობრები და შინაარსიანად გაატარეს საზაფხულო არდადეგები.
​🤝 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებს
​პროექტის ასეთი მასშტაბითა და წარმატებით განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე.
​განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიებს "GT Survey" და "GT Survey Edu"-ს, რომელთა გუნდიც ბოლო ორი დღის განმავლობაში უშუალოდ იყო ჩართული პროცესში, გაწია უდიდესი სამუშაო და მოსწავლეებს პრაქტიკულად უჩვენა გეოდეზიური სამუშაოებისა და დრონების გამოყენების თანამედროვე ტექნოლოგიები.
​ასევე, მადლობას ვუხდით „ლიტეა“ სამაგიდო თამაშებსა და თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრს.
​📜 კვირეულის ბოლოს, ყველა მონაწილეს საზეიმოდ გადაეცა კუთვნილი სერტიფიკატი!
​თსუ საბავშვო უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და მომავალშიც ბევრ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტს შემოგთავაზებთ! 🚀💻
​ #თსუსაბავშვოუნივერსიტეტი #თსუსაზაფხულოსკოლა #ტექნოლოგიები #ლიტეა #თსუინოვაციებისცენტრი

26/06/2026

ზაფხულის სკოლის დასკვნითი დღე (დღე 5)

25/06/2026

ზაფხულის სკოლა (დღე 4)

24/06/2026

ზაფხულის სკოლა (დღე 3)

ლიტეა-სამაგიდო თამაშებიLitea- board games

Address

Tbilisi
0179,ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ,Ი.ᲭᲐᲕᲭᲐᲕᲐᲫᲘᲡᲞᲠ.1,ᲗᲡᲣIᲙᲝᲠᲞᲣᲡᲘ

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00

Telephone

+995597222616

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ საბავშვო უნივერსიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თსუ საბავშვო უნივერსიტეტი:

Shortcuts

Share