თბილისის 102-ე საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის 102-ე საჯარო სკოლა

თბილისის 102-ე საჯარო სკოლა ოფიციალური გვერდი ქალაქ თბილისის 102-ე საჯარო სკოლა, რომელიც მდებარეობს ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში.

ესპანური ენის წრე 102-ე სკოლაში მუშაობა განაახლა ესპანური ენის წრემ!მოსწავლეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ 6 თვიანი ან 1 ...
24/09/2026

ესპანური ენის წრე
102-ე სკოლაში მუშაობა განაახლა ესპანური ენის წრემ!
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ 6 თვიანი ან 1 წლიანი კურსები.
მსმენელებს საშუალება ეძლევათ ჩააბარონ გამოცდა მადრიდის სერვანტესის სახელობის ინსტიტუტში სხვადასხვა დონის ესპანური A1, A2, B1, B2 სერტიფიკატების მისაღებად.
დამატებით ინფორმაციისთვის მიმართეთ ესპანური ენის მასწავლებელს ტელ. მობ 595 13 27 42

22/09/2026
ძვირფასო მშობლებო !სიახლე გვაქვს ჩვენი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის102-ე  სკოლაში დაიწყო მუშაობა ხა...
19/09/2026

ძვირფასო მშობლებო !
სიახლე გვაქვს ჩვენი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის
102-ე სკოლაში დაიწყო მუშაობა ხატვის, გიტარის და სიმღერის წრემ.
რეგისტრაციისთვის საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია პოსტერზე .
გისურვებთ წარმატებებს !

სწავლა მალე დაიწყებაძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო რაც უფრო ახლოვდება სწავლის დაწყების თარიღი მით უფრო მატულობს სკოლის...
11/09/2026

სწავლა მალე დაიწყება
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო რაც უფრო ახლოვდება სწავლის დაწყების თარიღი მით უფრო მატულობს სკოლის შენობაში და ტერიტორიაზე მზრუნველი ადამიანების რაოდენობა.
ვაკის გამგეობამ ვაკის რაიონის გამგეობა ტრადიციული საჩუქარი გაუკეთა 102 -ე საჯარო სკოლას.
ახალ სასწავლო წელს სკოლის დიდ ეზოს კარგად გათიბულს დავახვედრებთ ჩვენს მოსწავლეებს.

102 -ე სკოლის კურსდამთავრებულის წარმატება სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ ამ დღეებში ჩვენს აღზრდილ მოსწავლეზე -მარიამ შალა...
07/09/2026

102 -ე სკოლის კურსდამთავრებულის წარმატება

სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ ამ დღეებში ჩვენს აღზრდილ მოსწავლეზე -მარიამ შალამბერიძე ,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისგან
რომელსაც უცვლელად გიზიარებთ.
;ვულოცავთ მარიამს და შემდგომ წინსვლას ვუსურვებთ !

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება გერმანიაში - LISA საზაფხულო აკადემიაში | tsmu.edu

ძვირფასო მოსწავლეებო და  მშობლებო  !ახლოვდება სასწავლო წლის დასაწყისი და ჩვენ უკვე მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას.,...
02/09/2026

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო !
ახლოვდება სასწავლო წლის დასაწყისი და ჩვენ უკვე მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას., მანამდე კი ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, ვნერგავთ ბევრ სიახლეს, ვაანალიზებთ თქვენს მიერ მოწოდებულ სკოლის საჭიროებებს, ვანაწილებთ სასწავლო საათებს, ვადგენთ გაკვეთილების ცხრილს რომ თქვენთვის მოხერხებული და სასიამოვნო იყოს სასწავლო პროცესი.
შეხვედრამდე 15 სექტემბერს !

მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო! დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია აბიტურიენტების შესახებ ვინც წარმატებით ჩაირ...
25/08/2026

მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო!
დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია აბიტურიენტების შესახებ ვინც წარმატებით ჩაირიცხა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში
როგორც ჩვენი მეთორმეტე კლასების დამრიგებლები ქ ნები ნინო ჩიქოვანი და თამარ თინიკაშვილი გვატყობინებენ 102-ე სკოლის აბიტურიენტებმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ჩაირიცხნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში , შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში.
თბილისის 102 -ე საჯარო სკოლის პედაგოგიური გუნდი, ადმინისტრაცია და ყველა თანამშრომელი გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას!
თუ ამ პოსტზე გაგვიზიარებთ თითოეული ჩვენი აბიტურიენტის შედეგს და უნივერსიტეტს ძალიან გაგვახარებთ !

ყურადღება  5 სექტემბერი  # 102 სკოლის სასწავლო ფორმების  დღე !102 -ე საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლეების მშობელთა ს...
21/08/2026

ყურადღება 5 სექტემბერი # 102 სკოლის
სასწავლო ფორმების დღე !

102 -ე საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლეების მშობელთა საყურადღებოდ!
საერთო განრიგის მიხედვით რიგების თავიდან ასაცილებლად 102 საჯარო სკოლის 1 კლასის მოსწავლეებისთვის

ფორმების შეძენის თარიღია 5 სექტემბერი !
ადგილი სსიპ ქალაქ თბილისის # 126 საჯარო სკოლა
მისამართი: ვაჟა -ფშაველას გამზირი # 71
სამუშაო საათები 11.00 დან -19.00 საათამდე

შეძენა შესაძლებელია ადგილზე პლასტიკური ბარათებით ან წინასწარი გადარიცხვით და შესაბამისი ქვითრის წარდგენით.
გთხოვთ მიაწოდოთ ან გაუზიაროთ ეს ინფორმაცია 102 -ე სკოლის პირველკლასელთა მშობლებს !
ფორმების შეძენა ონლაინ www. formebi.emis.ge
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:
🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას
🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ

სასკოლო ფორმები 📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდ...
20/08/2026

სასკოლო ფორმები

📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.

​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
​🎁 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
​ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
​სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
​მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
​მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
​თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
​უკრაინელი მოსწავლეები;
​ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
​🔎 რა ღირს სასკოლო ფორმა?
​სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
​სასკოლო შარვალი: 25 ლარი
​სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
​
​💳 როგორ ხდება გადახდა?
​ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( ​გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
​🔄 შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
​დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
​პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
​📍 სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?

​სარეალიზაციო პუნქტები ვაკის რაიონის სკოლებისთვის:
სსიპ ქალაქ თბილისის # 55 საჯარო სკოლა თბილისი ილია ჭავჭავაძის გამზ. # 38
სსიპ ქალაქ თბილისის # 126 საჯარო სკოლა - ვაჟა ფშაველას გამზ. 71
სსიპ ქალაქ თბილისის # 186 საჯარო სკოლა- დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზ. 8 ბ

გაცემის პერიოდი: 1–14 სექტემბერი
​სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
​ადგილზე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ.
​🗓️ როგორ გადანაწილდება ნაკადი (გეგმა-გრაფიკი)?
​რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად საჯარო სკოლები(დირექტორები) მოგაწვდიან გეგმა-გრაფიკს.
​📅 როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
​II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
​V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
​📌 გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები !

Address

Nutsubidze 4 District
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995591415190

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის 102-ე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თბილისის 102-ე საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category