სსიპ-ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ-ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლა

სსიპ-ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლა 140 საჯარო სკოლა
https://www.facebook.com/UniClubUnited

თბილისი > დიდუბე-ჩუღურეთი > 140-ე საჯარო სკოლა რეგიონი: თბილისი
რაიონი: დიდუბე-ჩუღურეთი
სკოლის სახელი: სსიპ-ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლა
მისამართი: დიღმის მასივი V კვარტალი
დირექტორი: ნინო ასანიძე
დირექტორის ტელეფონი: ......
ტელეფონი: .......
მოსწავლეები: 641
მასწავლებლები: 53
სულ კომპიუტერი: 34
შენობის საერთო ფართობი კვ.მ: 4003
სასწავლო კორპუსების სართულიანობა/კორპუსის საერთო ფართობი (კვ.მ) #1 სასწ.კორპ: 4

10/08/2026
28/07/2026

ძვირფასო ქალბატონო ნინო,
გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და უსაზღვრო სიხარულს. დაე, ყოველი ახალი დღე იყოს წარმატებით, სიყვარულითა და კეთილი ადამიანებით სავსე.
მადლობა იმ სითბოსთვის, მხარდაჭერისა და ადამიანურობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვიზიარებთ. გისურვებთ, თქვენი ყველა მიზანი და ოცნება ახდეს, ოჯახში კი მუდამ სუფევდეს სიყვარული, ჰარმონია და ბედნიერება.
დაე, ეს განსაკუთრებული დღე გახდეს კიდევ ერთი ლამაზი წლის დასაწყისი. მრავალ ბედნიერ და ნათელ დაბადების დღეს დაესწარით!
დაბადების დღეს გილოცავთ სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით! 🌸🎉💐

20 ივნისს Georgian Robotics Associations ინიციატივით ჩატარდა  რობოტიკის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ს...
21/06/2026

20 ივნისს Georgian Robotics Associations ინიციატივით ჩატარდა რობოტიკის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც სასკოლო გუნდები, ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლები და რობოტიკის კლუბები. სასკოლო მიმართულებით წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

ჩვენს სკოლას წარმოადგენდა 9გ კლასის მოსწავლე ელენე ოქრუაშვილი, მის მიერ შექმნილი რობოტით ARGUS 6.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მრავალფეროვანი ნიმუშები.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება მომავალი თაობისთვის.

ვულოცავთ ელენეს დიდ ტექნოლოგიურ სივრცეში პირველ ნაბიჯებს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

📚 საშინაო დავალება ჩემს მოსწავლეებს... 💚ამ ზაფხულს რვეულები დახურეთ, მაგრამ გული და თვალები სამყაროსთვის ფართოდ გააღეთ.თ...
13/06/2026

📚 საშინაო დავალება ჩემს მოსწავლეებს... 💚
ამ ზაფხულს რვეულები დახურეთ, მაგრამ გული და თვალები სამყაროსთვის ფართოდ გააღეთ.
თქვენი მთავარი დავალებაა: 🌿 ბევრი ითამაშეთ; 🌞 დაისვენეთ ისე, როგორც ბავშვობას ეკადრება; 🌸 შეიყვარეთ ბუნება, დააკვირდით ცას, ხეებს, ჩიტებს, მზის ჩასვლას და ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს; 👨‍👩‍👧‍👦 მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და მეგობრებთან; 💭 დაფიქრდით გასულ სასწავლო წელზე — რა გამოგივიდათ ყველაზე კარგად და რისი გაკეთება გსურთ მომავალ წელს უკეთესად; 📖 თუ მოგინდებათ, წაიკითხეთ წიგნი, რომელიც გაგიტაცებთ და ახალ სამყაროში გამოგზაურებთ; 📵 და რაც მთავარია — შეძლებისდაგვარად მოწყდით ეკრანებს და რეალური სამყაროს აღმოჩენით დატკბით.
არანაირი სავალდებულო სავარჯიშოები, არანაირი ფურცლები.
უბრალოდ იყავით ბავშვები — ბედნიერები, ცნობისმოყვარეები და თავისუფლები.
შემოდგომაზე კი ისევ შევხვდებით, დასვენებულები, ახალი ძალებითა და ახალი ოცნებებით.
გილოცავთ არდადეგებს! ❤️

13/06/2026

♥️მ ა დ ლ ო ბ ა♥️თქვენ,რადგან ჩემი მასწავლებლობა ასეთი ლამაზი გახადეთ..
დღეს ჩვენი მესამე კლასის ბოლო ზარი დაირეკა...

თითქოს გუშინ იყო, პირველად რომ შემოაბიჯეთ კლასში პატარა, ცნობისმოყვარე თვალებით, დღეს კი უკვე უფრო თავდაჯერებულები, უფრო გაბედულები და უფრო ძლიერები გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სამი წელი ერთად ვსწავლობდით, ვიცინოდით, ვთამაშობდით, ვოცნებობდით, ვსწავლობდით ერთმანეთის პატივისცემას, სიკეთესა და მეგობრობას. ყოველი დღე განსაკუთრებული იყო, რადგან თქვენ ქმნიდით მას.

ჩემო საყვარელო ბავშვებო, მადლობა, რომ ჩემი მასწავლებლობა ასეთი ლამაზი გახადეთ. თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩემი გულის ყველაზე თბილ კუთხეში.

მადლობა მშობლებს ნდობისთვის, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ერთად შევძელით, რომ ეს სამი წელი ბავშვებისთვის ბედნიერი და ნაყოფიერი ყოფილიყო.

გილოცავთ მესამე კლასის წარმატებით დასრულებას! წინ ახალი კლასი, ახალი გამოწვევები და უამრავი გამარჯვება გელოდებათ.

140-ე საჯარო სკოლა, გმადლობ ამ დაუვიწყარი მოგონებებისთვის!

სიყვარულით, თქვენი მასწავლებელი

📖​სასკოლო ცხოვრება მხოლოდ გაკვეთილები არ არის, ის შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ბავშვების სამომავლო გზას  განსაზღვრავს...
06/06/2026

📖​სასკოლო ცხოვრება მხოლოდ გაკვეთილები არ არის, ის შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ბავშვების სამომავლო გზას განსაზღვრავს.
📚5 ივნისს 5ბ კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს და საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს. ქართული კულტურის გვირგვინი — „ვეფხისტყაოსანი". 🏰
ქართულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, ბავშვების არტისტიზმმა და ნიჭიერებამ გაათბო და გააბედნიერა მაყურებლის გულები.
მათ დაამტკიცეს, რომ დიდი კლასიკა პატარა გულებშიც უდიდეს გამოძახილს პოულობს.
​დიდი მადლობა მოსწავლეებს ასეთი დაუვიწყარი დღისთვის 👏👏👏

სსიპ-ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლის VIIIა კლასში, პედაგოგმა ეკატერინე ჟურულიშვილმა, აკაკი წერეთლის ისტორიული მითხრობი...
04/06/2026

სსიპ-ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლის VIIIა კლასში, პედაგოგმა ეკატერინე ჟურულიშვილმა, აკაკი წერეთლის ისტორიული მითხრობის" ბაშია- აჩუკის წაკითხვისა და განხილვის შემდეგ, ქართულის გაკვეთლიზე, აჩვენა მოსწავლეებს ქართული, მხატვრული ფილმი " ბაში- აჩუკი". ფილმის ნახვის შემდეგ ბავშვებმა განიხილეს და ერთმანეთს შეადარეს მითხრობა და ფილმი, გამოკვეთეს მთავარი სათქმელი და დააკავშირეს თანამედროვეობასთან.

♟️❤♥️❤️♟️🔥 სკოლაში გაიმართა ჭადრაკის ოლიმპიადა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მონაწილეებმ...
02/06/2026

♟️❤♥️❤️♟️🔥 სკოლაში გაიმართა ჭადრაკის ოლიმპიადა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მონაწილეებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნება, სტრატეგიული უნარები და მაღალი პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბევრმა მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა და ღირსეული შედეგები აჩვენა. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს! 🏆

02/06/2026

გეომეტრია ჩვენს გარშემო“ 🔺🔵🟨
გუშინ ჩვენი მოსწავლეები საინტერესო და შემოქმედებით პროექტში ჩაერთნენ. გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით შექმნეს ჩანთებისა და ფეხსაცმელების უნიკალური მაკეტები. პროექტმა ბავშვებს საშუალება მისცა, დაენახათ, თუ როგორ გვხვდება გეომეტრია ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ შეიძლება ცოდნისა და შემოქმედების შერწყმა.
ვულოცავთ ჩვენს პატარებს საინტერესო იდეებსა და შრომისმოყვარეობას! 🌟

Address

დიღმის მასივი V კვარტალი
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ-ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ-ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category