კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი - Institute of Clinical Oncology

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი - Institute of Clinical Oncology

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი - Institute of Clinical Oncology კოი - არჩევანი ჯანმრთელობის სასარგებლოდ. კლინიკა პროფესორ გია ნემსაძის ხელმძღვანელობით. Head of the Clinic-Prof.Gia Nemsadze

🎗️პროსტატის კიბო: ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები.დროულად დასმული დიაგნოზი პროსტატის კიბოს...
24/09/2026

🎗️პროსტატის კიბო: ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები.

დროულად დასმული დიაგნოზი პროსტატის კიბოს ეფექტური მართვისა და სრული განკურნების მთავარი წინაპირობაა.

🔹 რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება მამაკაცმა?
🔹 რა ასაკიდან არის რეკომენდებული PSA-ის სკრინინგი?
🔹 მკურნალობის რომელ თანამედროვე მეთოდებს გვთავაზობს დღეს ონკოლოგია?
„კოი-სამედიცინო ჰაბის“ ექიმი უროლოგი მამუკა მჭედლიძე სტატიაში ვრცლად საუბრობს დაავადების რისკ-ფაქტორებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მიდგომებზე.
იხილეთ სტატია სრულად ⤵️

 ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ უროლოგი მამუკა მჭედლიძე საუბრობს.

🎗  სექტემბერი პროსტატის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა!პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლო...
22/09/2026

🎗 სექტემბერი პროსტატის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა!
პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა.
ხშირად იგი საწყის ეტაპზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
🔹სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკური სკრინინგი.
🔹ნუ დაელოდებით სიმპტომების გამოჩენას - იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
„კოი-სამედიცინო ჰაბი“
დაგვიკავშირდით 📞 0322 111 000
მისამართი: კ. ჩაჩავას ქ. N 1

21/09/2026

🌸ენდომეტრიუმის კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, თუმცა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისას დაავადება სრულად განკურნებადია.
ონკოგინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი მარიამ გაბლიშვილი პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს.
"კოი" სამედიცინო ჰაბი
დაგვიკავშირდით: 0322 111 000
მისამართი: კ. ჩაჩავას ქ. N 1

🎗️ სექტემბერი საკვერცხის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეასაკვერცხის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება დაავადების დროული...
17/09/2026

🎗️ სექტემბერი საკვერცხის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა

საკვერცხის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ხშირად რთულია, რადგან მისი საწყისი სიმპტომები ნაკლებად სპეციფიკურია. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილებისადმი ყურადღება და ექიმთან დროული ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ინფორმირებულობა, ადრეული დიაგნოსტიკა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომები - საკვერცხის კიბოს ეფექტური მართვის მთავარი საფუძველია.
"კლინიკურ ონკოლოგიურ ინსტიტუტში" ფუნქციონირებს ონკოგინეკოლოგიური განყოფილება, სადაც ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო კვლევები და გამოცდილ ექიმთა გუნდი.
ნუ გადადებთ ზრუნვას საკუთარ ჯანმრთელობაზე - მოგვმართეთ და ჩაიტარეთ კონსულტაცია პროფესიონალებთან.
📞 0322 111 000
📍 კ. ჩაჩავას ქ. N 1

💚თამარ წულეისკირი  ექიმი-ლაბორანტი და კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელსაც კლინიკური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის...
16/09/2026

💚თამარ წულეისკირი
ექიმი-ლაბორანტი და კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელსაც კლინიკური ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ონკოლოგიური კვლევების სფეროში 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს.
🏦 უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო ექიმი-ლაბორანტის სპეციალობით სარეზიდენტო პროგრამა დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში.

👩‍🔬პროფესიული საქმიანობა დაიწყო სენაკის რაიონულ საავადმყოფოში, შემდგომ წლებში მუშაობდა შპს „ქირონსა“ და კლინიკა „პირველში“. 2012 წლიდან დღემდე „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში“ იკავებს ექიმი-ლაბორანტისა და ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციას.

🎗️აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში და სხვადასხვა ონკოლოგიური მიმართულებით არაერთი III ფაზის კვლევის თანამკვლევარია. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს ფილტვის, ძუძუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების თანამედროვე მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საკითხებს.

📚არის საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი. 2023 წელს ჟურნალში International Journal of Peptide Research and Therapeutics გამოქვეყნდა მისი ნაშრომი „Epigenetic Activation of Ribosomal Cistrons in Chromatids of Acrocentric Chromosome 15th in Ductal Breast Cancer“, რომელიც ძუძუს კიბოს მოლეკულურ-გენეტიკურ მექანიზმებს ეხება.

✨მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კლინიკური ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ონკოლოგიური კვლევები, ხარისხის მართვა ლაბორატორიულ მედიცინაში და საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა.

თუ გსურთ სრული ინფორმაციის ნახვა გადადით ბმულზე
https://ico.ge/content/Tamar-Tsuleiskiri?search=%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A

✨ირაკლი ლაღიძე - გამოცდილი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობითა და პროფესიული გამოცდილებით✨🏦...
11/09/2026

✨ირაკლი ლაღიძე - გამოცდილი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობითა და პროფესიული გამოცდილებით✨

🏦1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია. გაიარა ინტერნატურა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში (1994-1995 წწ.)

1997-2011 წლებში იყო ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ექიმი ანესთეზიოლოგი. 1998-2018 წლებში საქმიანობდა მარდალეიშვილის კლინიკაში ექიმ-რეანიმატოლოგად. 2003-2012 წლებში მუშაობდა ონკოლოგიურ კლინიკა „ქირონში“ ექიმ ანესთეზიოლოგად. 2012 წლიდან გახლავთ „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ ექიმი-ანესთეზიოლოგი.

👨‍⚕️ირაკლი ლაღიძე გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სფეროში.

10/09/2026

💬 ფარისებრი ჯირკვლის კვანძი - ყოველთვის სიმსივნეს ნიშნავს?

✔️ მოისმინეთ ონკოქირურგის პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.

"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი"
📞 დაგვიკავშირდით: 0322 111 000
📍 მისამართი: ჩაჩავას ქ.

როგორ ვმართოთ ფარისებრი ჯირკვლის კიბო თანამედროვე სტანდარტებით?ენდოკრინული სისტემის ავთვისებიანი დაავადებები ინდივიდუალუ...
08/09/2026

როგორ ვმართოთ ფარისებრი ჯირკვლის კიბო თანამედროვე სტანდარტებით?

ენდოკრინული სისტემის ავთვისებიანი დაავადებები ინდივიდუალურ და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს — დიაგნოსტიკიდან დაწყებული, ქირურგიული ჩარევითა და ხანგრძლივი მეთვალყურეობით დასრულებული.
▶️ რა შემთხვევაშია საჭირო გენეტიკური კვლევები?
▶️ როდის ინიშნება რადიოაქტიური იოდით თერაპია?
▶️ რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
👨‍⚕️ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობს „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ ონკოქირურგი მინდია ლანჩავა.
📖 წაიკითხეთ ვრცლად:

ფარისებრი ჯირკვლის კიბო წარმოადგენს ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნურ დ...

სექტემბერი - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ცნობიერების თვე 🎗️ფარისებრი ჯირკვლის კიბო ხშირად ნელა პროგრესირებს და ადრეულ ეტაპზ...
07/09/2026

სექტემბერი - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ცნობიერების თვე 🎗️

ფარისებრი ჯირკვლის კიბო ხშირად ნელა პროგრესირებს და ადრეულ ეტაპზე შესაძლოა მკაფიო სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებისადმი ყურადღება და შესაბამისი სამედიცინო შეფასება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
თანამედროვე დიაგნოსტიკა უზრუნველყოფს დაავადების სწრაფ აღმოჩენასა და მკურნალობის პერსონალურ დაგეგმვას.

„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში“ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფარისებრი ჯირკვლის სრული გამოკვლევა. ჩვენი მრავალპროფილური ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს:
✔️ მაღალტექნოლოგიური ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები
✔️ დამიზნებითი ბიოფსია და პათომორფოლოგიური ანალიზი
✔️ წამყვანი სპეციალისტების მულტიდისციპლინური მეთვალყურეობა
🌿იზრუნეთ ჯანმრთელობაზე პროფესიონალებთან ერთად.
📲 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 111 000
📍 მისამართი: ჩაჩავას ქ. N 1

💚 მანანა ქშუტაშვილი-ვაშაკიძე გამოცდილი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობითა და მაღალი კვალიფ...
31/08/2026

💚 მანანა ქშუტაშვილი-ვაშაკიძე

გამოცდილი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობითა და მაღალი კვალიფიკაციით. 1983 წლიდან მუშაობდა ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ექიმ-ანესთეზიოლოგად და მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს როგორც კლინიკურ, ისე ორგანიზაციულ საქმიანობაში. ამასთანავე, 2009 წლიდან არის რეზიდენტურის სამსახურის ლოკალური ხელმძღვანელი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დეპარტამენტში.

🏦 მანანა ქშუტაშვილმა სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც წითელი დიპლომით დაამთავრა. შემდგომ გაიარა კლინიკური ორდინატურა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სპეციალობით. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ანესთეზიოლოგიასა და ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში.

📚აქტიურად არის ჩართული პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „კიბელა“-ს და პაციენტთა უსაფრთხოების ალიანსის წევრი.
წლების განმავლობაში იყო ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო ექსპერტი ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგიის განხრით.
📜 პროფესიული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპატიო სიგელით.

Address

Chachava Str. 1
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:30 - 17:00
Tuesday 09:30 - 17:00
Wednesday 09:30 - 17:00
Thursday 09:30 - 17:00
Friday 09:30 - 17:00

Telephone

+995322516800

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი - Institute of Clinical Oncology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი - Institute of Clinical Oncology:

Shortcuts

Share