161 საჯარო სკოლა

161 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from 161 საჯარო სკოლა, Education, თინა იოსებიძის ქუჩა N50, Tbilisi.

31/08/2026

📢პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
📍მშობლებს ექნებათ საშუალება შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე: formebi.emis.ge
📍ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ფორმების გაცემა მოხდება 8 სექტემბერს 11:00-19:00 საათამდე,(შესვენება : 15-16 სთ-მდე). სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლაში მისამართზე: ვაჟა-ფშაველას N71.
📍სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შეძენა მოხდება მოსწავლის პირადი ნომრის იდენტიფიცირების საფუძველზე;
📍 მშობელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მოსწავლისთვის 2 პიჯაკი და 4 შარვალი ბიჭის შემთხვევაში, ხოლო 2 პიჯაკი, 3 შარვალი და 1 ქვედაკაბა - გოგოს შემთხვევაში.
📍 შესყიდული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია ყიდვიდან 14 დღის განმავლობაში;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ჩვენს სკოლაში მომდინარე სარემონტო-სარეაბილ...
24/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ჩვენს სკოლაში მომდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

09/08/2026
03/07/2026

მოგესალმებით,

ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება!
სიცრუეა ის, რომ ჩვენი სკოლა რეაბილიტაციის გამო იხურება. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, ზაფხულში 12 საკლასო ოთახი გარემონტდება, რათა მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში შეხვდნენ.
საბურთალოს რაიონის გამგეობა

19/06/2026

ჩვენს სკოლაში, კულტურული მნიშვნელობის მქონე ქართული ლიტერატურული ტექსტების ხელნაწერი ნიმუშების შექმნისა და მოხატვის ტრადიცია გრძელდება❤️

16/06/2026

წელს სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლაში ჩატარდა N1 მუსიკალური, ვოკალურ-ინსტრუმენტული კონკურსი-ფესტივალი.

ფინალისთვის ყველა მონაწილე შესაბამის კატეგორიაში აირჩია კონკურს-ფესტივალის ჟიურიმ.ლალი ნოზაძე, მაია კალანდარიშვილი, სალომე კუპრეიშვილი.

გალა კონცერტზე, რომელიც ჩატარდა 5 ივნისს ფინალისტები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით.

კონკურს-ფესტივალის ორგანიზატორი სალომე კუპრეიშვილი.

✅პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან  დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
14/06/2026

✅პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

✅პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

🌐რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.

ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

🗓️ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

✅პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

🌐პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: https://skolebi.emis.ge/

🌐პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

✅შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🔹საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

თბილისის მერიის მხარდაჭერით, პროექტ „არტსკოლის“ ფარგლებში, სხვადასხვა თეატრალურმა დასმა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სა...
11/06/2026

თბილისის მერიის მხარდაჭერით, პროექტ „არტსკოლის“ ფარგლებში, სხვადასხვა თეატრალურმა დასმა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ჟიურისა და მაყურებლის წინაშე, სპექტაკლები წარადგინა.
🎭სასკოლო თეატრალურ ფესტივალ „არტსკოლა 2026-ში“ მონაწილეობა მიიღო 17 დასის 200-ზე მეტმა წევრმა. მონაწილეებს შორის იყვნენ სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ნიკა კირკიტაძის ხელმძღვანელობით წარადგინეს სპექტაკლი " ოთახი 1985" და სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მრავალფეროვანი პრიზებით.
🥰მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის თეატრალურ დასს და მათ ხელმძღვანელს ნიკა კირკიტაძეს👏

Address

თინა იოსებიძის ქუჩა N50
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322376243

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 161 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to 161 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category