18/09/2026
𝟮𝟬𝟮𝟲 წლის 𝟭𝟲-𝟮𝟬 სექტემბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული „𝙎𝙝𝙤𝙬𝘾𝙖𝙨𝙚“-ის ფარგლებში, ყოველდღე, 5 დღის განმავლობაში, უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გაიმართება თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ვორქშოპი ახალგაზრდა კრიტიკოსებისთვის.
ვორკშოპის მენტორია ჩეხი თეატრის რეჟისორი, დრამატურგი, ქორეოგრაფი, პერფორმერი, თეორეტიკოსი, კრიტიკოსი და პედაგოგი ჰანა სტრეჩკოვა.
ვორქშოპში მონაწილეობენ ახალგაზრდა კრიტიკოსები (7 უცხოელი კრიტიკოსი) სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის სტუდენტები: მარიამ ჩაფიძე (III კურსი), ლუკა გოჯორაშვილი (III კურსი) და ლუკა მინდორაშვილი (IV კურსი).
ახალგაზრდა კრიტიკოსები, გარდა იმისა, რომ დაესწრებიან ვორკშოპებს, ყოველდღიურად დაესწრებიან ქართული თეატრის გამორჩეულ ნამუშევრებს და აღნიშნულ სპექტაკლებზე გამოაქვეყნებენ რეცენზიებსა და შთაბეჭდილებებს თავიანთი ქვეყნის ბეჭდურ და ციფრულ მედიაში.
თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია 15 წელია რაც წელიწადში ორჯერ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს ახალგაზრდა კრიტიკოსებისთვის ვორქშოპებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტრო-ს ფინანსური მხარდაჭერით.
📸 ივა ჩიტიძე