მედია აკადემია / Media Academy

მედია აკადემია / Media Academy მედიააკადემიის მთავარი ამოცანა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა.

👩‍🎓კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკული 4-თვიანი კურსის მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ...
20/07/2026

👩‍🎓კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკული 4-თვიანი კურსის მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს.

🎬კურსდამთავრებულებმა მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაუფლებოდნენ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საინფორმაციო სამსახურში შეესწავლათ მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შეექმნათ მედიაპორტფელი.

🎤წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედიასკოლა პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ 👉 https://mediaschool.ge/news/Comcom-is-mediaskolis-studiis-meotkhe-nakads-10-sertipitsirebuli-zhurnalisti-hkavs

🎙კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა...
06/07/2026

🎙კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ დაიწყეს.

🍃თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით, მედიააკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან.

🤝ComCom-ის თავმჯდომარემ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს და პირველი ლექციის მიმდინარეობას დაესწრნენ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ 👇
https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/garemosdacviti-jurnalistika-mdgradi-momavlistvis-comcom-ma-da-garemosdacviti-informaciisa-da-ganatlebis-centrma-proeqti-daiwyes.page

🎬კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიაში" ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიანი პრაქტიკული კურსი დაიწყო. შესარჩევი კონკ...
16/03/2026

🎬კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიაში" ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიანი პრაქტიკული კურსი დაიწყო. შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 12 სტუდენტი შეირჩა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში.

კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეოთხე ნაკადის მიღება დასრულდა. შესარჩ....

🎬უყურე ზურა მხეიძის მასტერკლასის მეხუთე ეპიზოდს მედიააკადემიის YouTube-არხზე სრულად! #ზურამხეიძე  #მედიააკადემია  #ფსიქო...
09/03/2026

🎬უყურე ზურა მხეიძის მასტერკლასის მეხუთე ეპიზოდს მედიააკადემიის YouTube-არხზე სრულად!

#ზურამხეიძე #მედიააკადემია #ფსიქოლოგია #სტრესი #დროისმენეჯმენტი #აზროვნება #ემოციები #მასტერკლასი

#ზურამხეიძე #მედიააკადემია #ფსიქოლოგია"ჩვენი ფსიქოლოგიური შინაგანი მდგომარეობა დამოკიდებულია საკუთარ თავთან .....

📺 უყურე ზურა მხეიძის მასტერკლასის მეოთხე ეპიზოდს მედიააკადემიის YouTube-არხზე სრულად! #ზურაბმხეიძე  #მედიააკადემია  #ფსი...
25/02/2026

📺 უყურე ზურა მხეიძის მასტერკლასის მეოთხე ეპიზოდს მედიააკადემიის YouTube-არხზე სრულად!

#ზურაბმხეიძე #მედიააკადემია #ფსიქოლოგია #მასტერკლასი #მანიპულაცია

#ზურამხეიძე #მედიააკადემია #ფსიქოლოგია"თუ ჩვენ გვინდა მანიპულაციისგან თავი დავიცვათ, ამისთვის გვჭირდება ლოგიკა...

📺 უყურე ზურა მხეიძის მასტერკლასის მესამე ეპიზოდს მედიააკადემიის YouTube-არხზე სრულად! #ზურაბმხეიძე  #მედიააკადემია  #ფსი...
18/02/2026

📺 უყურე ზურა მხეიძის მასტერკლასის მესამე ეპიზოდს მედიააკადემიის YouTube-არხზე სრულად!

#ზურაბმხეიძე #მედიააკადემია #ფსიქოლოგია #მასტერკლასი #მანიპულაცია

"როდესაც ჩვენ ორ ალტერნატივას გვთავაზობენ უკვე შეგვიძლია დავფიქრდეთ ხომ არ არის ეს შეგნებულად შეზღუდული არჩევა...

🔹 გაინტერესებს ჟურნალისტიკა? გინდა ისწავლო რეალურ ნიუსრუმში უფასოდ?👉 მაშინ გეძლევა შესაძლებლობა მოხვდე მედიასკოლის სტუდი...
30/01/2026

🔹 გაინტერესებს ჟურნალისტიკა? გინდა ისწავლო რეალურ ნიუსრუმში უფასოდ?
👉 მაშინ გეძლევა შესაძლებლობა მოხვდე მედიასკოლის სტუდიის 4-თვიან პროგრამაზე

📅 გვეწვიე ღია კარის დღეზე და გაიგე უფრო მეტი მედიასკოლის შესახებ
📍 დაათვალიერე მედიასკოლა, მიიღე ინფორმაცია 100%-იან დაფინანსებაზე და ისწავლე უფასოდ.

✅ კურსის ბოლოს გექნება საკუთარი მედიაპორტფოლიო;
✅ მედიააკადემიისგან მიიღებ რეკომენდაციას მომავალ დამსაქმებელთან;
✅კურსდამთავრებულების 80%-ზე მეტი უკვე მუშაობს მედიაში.
📍 მისამართი: ლეხ კაჩინსკის ქ.4
🕘 დრო: 15:00
📅 თარიღი: 13 თებერვალი
👉 დარეგისტრირდი ღია კარის დღეზე აქ: https://forms.gle/FzXkoft5vRdknCrHA

🧠🚫 ემოცია დაკავშირებულია შინაარსთან და შინაარსი დაკავშირებულია ემოციასთან. ისინი ერთმანეთთან ბმაშია და სწორედ ამით ხდება...
30/01/2026

🧠🚫 ემოცია დაკავშირებულია შინაარსთან და შინაარსი დაკავშირებულია ემოციასთან. ისინი ერთმანეთთან ბმაშია და სწორედ ამით ხდება მანიპულაცია - ზურა მხეიძე

გაიგე, რატომ არ უნდა გადავაბაროთ აზროვნების პროცესი ხელოვნურ ინტელექტს და როგორ მუშაობს ემოციური ზემოქმედების მექანიზმი.

📺 უყურე მასტერკლასის მეორე სერიას მედიააკადემიის YouTube-არხზე!

#ზურამხეიძე #მედიააკადემია #ფსიქოლოგია #მანიპულაცია #მასტერკლასი

ციფრულ ეპოქაში, სადაც ალგორითმები ჩვენს ნაცვლად წყვეტენ, რა ვნახოთ, რამდენად ვინარჩუნებთ აზროვნების უნარს? რა ხდ...

☣️ „ზოგჯერ ნეგატიური ინფორმაცია უფრო მავნეა, ვიდრე გარემოს დაბინძურება“ - ზურაბ მხეიძე🧠🚫 იცოდით, რომ ერთი ნეგატიური ამბი...
23/01/2026

☣️ „ზოგჯერ ნეგატიური ინფორმაცია უფრო მავნეა, ვიდრე გარემოს დაბინძურება“ - ზურაბ მხეიძე

🧠🚫 იცოდით, რომ ერთი ნეგატიური ამბის წაკითხვა თქვენს სხეულში კორტიზოლისა და ადრენალინის გამოყოფას იწვევს? ეს ჰორმონები ორგანიზმს სტრესის ქვეშ ტოვებს მაშინაც კი, როცა თავად ინფორმაციის შინაარსი საერთოდ აღარ გახსოვთ.

👇 უყურეთ მასტერკლასის პირველ სერიას მედიააკადემიის YouTube-არხზე

#ზურაბმხეიძე #მედიააკადემია #მანიპულაცია #ფსიქოლოგია #მასტერკლასი #მედიაწიგნიერება

სამყაროში, სადაც ინფორმაცია მართვის მთავარი იარაღია, რამდენად დაცულები ვართ მანიპულაციისგან? რა ბიოქიმიურ ცვლი...

🎭 როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები?თუ გსურს გაიგო, რა თავისებურებები ახასიათებს კულტურის სფეროს გაშუქებას და როგორ იმუშაო...
21/01/2026

🎭 როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები?
თუ გსურს გაიგო, რა თავისებურებები ახასიათებს კულტურის სფეროს გაშუქებას და როგორ იმუშაო მაღალი კონკურენციის პირობებში, მედიააკადემია გიწვევთ ნიკოლოზ წულუკიძის ორდღიან სემინარზე „როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები“. 🎬 სემინარი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის და სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

🎤 ნიკოლოზ წულუკიძე ტელეწამყვანია, რომელსაც მედიის სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. სემინარის ფარგლებში ის მონაწილეებს საკუთარ ცოდნას გაუზიარებს და კულტურის სფეროს გაშუქების პრაქტიკულ მაგალითებს გააცნობს.

სემინარზე შეისწავლით:

🎨 კულტურის სფეროს გაშუქების თავისებურებებს;
🛠 ჟურნალისტისთვის საჭირო უნარებსა და ცოდნას;
📝 საინტერესო და ხარისხიანი მასალის მომზადებას;
💡 კულტურული მოვლენების სწორად მიწოდების გზებს;
✨ პრაქტიკულ გამოცდილებას მედიასფეროში მუშაობის შესახებ.

📍 სემინარი ჩატარდება 31 იანვარსა და 1 თებერვალს, მედიააკადემიის ოფისში (ლეხ კაჩინსკის 4).
📅 განაცხადები მიიღება 29 იანვრის ჩათვლით.
🔗 განაცხადის შევსება: https://forms.gle/aG7aciDEHusYwR9P6

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მედიააკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
📜 სემინარი უფასოა, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
#მედიააკადემია #ნიკოლოზწულუკიძე

Address

ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედია აკადემია / Media Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მედია აკადემია / Media Academy:

Shortcuts

Share

Category