ჰიდროენერგეტიკა-Hydropower -Gncold

ჰიდროენერგეტიკა-Hydropower -Gncold Promotion of Energy sector of Georgia, importance of hydro energy development.

Promotion hydro power resources as a green energy source in Georgia, education of interested persons in existed hydro situation and future developments.

29/06/2026

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა სერიოზული სტრუქტურული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, სად...

26/05/2026
⭕️ენერგიის შემნახველი სისტემების (BESS) როლი საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში, პიკური იმპორტის ჩანაცვლება და ენგურჰესის...
11/03/2026

⭕️ენერგიის შემნახველი სისტემების (BESS) როლი საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში, პიკური იმპორტის ჩანაცვლება და ენგურჰესის არაპიკური რეჟიმის „კომპენსაცია“

💡 საქართველოს ენერგოსისტემისთვის ამ უმნიშვნელოვანესს საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა.

❓ბატონო დავით, თქვენ მიერ მრავალჯერ აღინიშნა და ასევე პირად საუბრებში მრავალი სპეციალისტი ადასტურებს იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენი მთავარი ელექტროსადგურის — ენგურჰესის ექსპლუატაციას უკავშირდება. თქვენი აზრით, რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ენგურის წყალსაცავის საოპერაციო რეჟიმებთან დაკავშირებით? ასევე, ხშირად საუბრობთ ბატარეების ახალ როლზე, მათ ფუნქციაზე ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში და იმ შესაძლებლობებზე, რაც სისტემის ექსპლუატაციის მახასიათებლების გაუმჯობესებას უკავშირდება.

✅ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ორ ძირითად გამოწვევას აწყდება: განახლებადი ენერგიის (მზისა და ქარის) ინტეგრაციის მზარდ საჭიროებას და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის (ენგურჰესი) შეზღუდულ შესაძლებლობას, შეასრულოს სრულფასოვანი პიკური სადგურის ფუნქცია.
ეს უკანასკნელი, ობიექტური მიზეზების გამო, იწვევს იმპორტზე დამოკიდებულების ზრდას პიკურ საათებში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რაც კრიტიკულ რისკებს ქმნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, ფასის სტაბილურობისა და სისტემური საიმედოობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ბატარეებზე დაფუძნებული ენერგიის შენახვის სისტემები (BESS) წარმოადგენენ რეალისტურ, სწრაფად დანერგვად და ტექნიკურად მოქნილ გადაწყვეტას, რომელსაც შეუძლია ნაწილობრივ ჩაანაცვლოს პიკური გენერაცია და იმპორტი პიკურ საათებში.
ენგურის ჰიდროელექტროსადგური ისტორიულად საქართველოს ენერგოსისტემის მთავარ მანევრულ და პიკურ რესურს წარმოადგენდა. წყალსაცავიანი ჰესის ფუნქცია ენერგიის აკუმულაციას გულისხმობს გაზაფხულიდან წყალდიდობების პერიოდში (ასევე დაბალი დატვირთვის საათებში) და მის გამომუშავებას მაღალი მოთხოვნის პერიოდში. თუმცა, ბოლო წლებში ენგურჰესი პრაქტიკულად აღარ მუშაობს კლასიკური პიკური სადგურის რეჟიმში. ამის ძირითადი მიზეზებია:
📌სისტემური „აფხაზური ფაქტორი“, რომელიც ზღუდავს ოპერაციულ თავისუფლებას.
📌ნაკლებად არასახარბიელო ჰიდროლოგია და სეზონურობის გამწვავება;
შედეგად, ენგურჰესი უფრო ხშირად მუშაობს ბაზისურ ან ნახევრად ბაზისურ რეჟიმში და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვერ უზრუნველყოფს საღამოს პიკურ საათებში საჭირო მანევრულ სიმძლავრეს. ეს ზრდის მოთხოვნას თბოსადგურებზე (რომლებიც იმპორტირებულ საწვავზე მუშაობენ) და, რაც მთავარია, პირდაპირ იმპორტზე. პიკური იმპორტი ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და სისტემურად სენსიტიური კომპონენტია.
რისკი განსაკუთრებით მაღალია ზამთრის პერიოდში, როდესაც მოთხოვნა მაქსიმალურია, ჰიდრორესურსი შეზღუდულია წყლის რესურსების ნაკლებობის გამო, რეგიონულ ბაზრებზე ფასი მაღალი და მერყევია, ხოლო გადამცემი ქსელი მუშაობს გამტარუნარიანობის შეზღუდვების („ქსელის ვიწრო ადგილების“) პირობებში. 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის იანვარში ეს ფაქტორები ერთდროულად იკვეთება, რაც პიკურ საათებში იმპორტის ჩანაცვლებას განსაკუთრებით პრიორიტეტულ ამოცანად აქცევს.უნდა აღინიშნოს იმპორტი, განსაკუთრებით პიკურ საათებში, ვერ უზრუნველყოფს სისტემისთვის ისეთ თვისებებს, როგორიცაა ინერცია, მყისიერი რეაგირება და პროგნოზირებადობა, რასაც ადგილობრივი კონტროლირებადი სიმძლავრე იძლევა. 2–4 საათიანი (და მეტი) ხანგრძლივობის BESS პრაქტიკულად ასრულებს — უფრო სწორად, შეუძლია შეასრულოს — „ვირტუალური პიკური სადგურის“ ფუნქცია. მისი უპირატესობები მოიცავს:
ენერგიის დროში გადატანას – დღის საათებში ან ღამით განხორციელებული „იაფიანი იმპორტი“ და დაგროვილი ენერგიის გამოყენებას საღამოს პიკზე;
მყისიერ ჩართვას – რეაგირებას წამებისა და მილიწამების დონეზე, რაც შეუძლებელია იმპორტისთვის;
ადგილობრივ რესურსს – არ საჭიროებს საზღვრისპირა ქსელზე ან მეზობელ ბაზრებზე დამოკიდებულებას;
ქსელის გამტარუნარიანობის შეზღუდვების შემცირებას – ბატარეა ამცირებს პიკურ დენებს გადატვირთულ მონაკვეთებზე;
იმპორტის ჩანაცვლებას – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმპორტი სწორედ პიკებზეა საჭირო.
იმ პირობებში, როდესაც ენგურჰესი ვერ ასრულებს პიკურ ფუნქციას, BESS ხდება ის ტექნოლოგია, რომელიც ავსებს ამ სიცარიელეს სისტემაში.
🔴ვრცლად იხილეთ:
https://gncold.ge/ka/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/86-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-bess-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98

💡 დაპაუზებული ჰესების პროექტებზე მთავრობამ საუბარი განაახლა. ეკონომიკის მინისტრი საზოგადოებას ნამახვანის პროექტის დაბრუნ...
10/03/2026

💡 დაპაუზებული ჰესების პროექტებზე მთავრობამ საუბარი განაახლა. ეკონომიკის მინისტრი საზოგადოებას ნამახვანის პროექტის დაბრუნების პირობა მისცა, თუმცა მარიამ ქვრივიშვილი პრიორიტეტად ამ ეტაპზე ხუდონს ასახელებს.

ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ხუდონის არეალში დაგეგმილი ყველა შესაძლო ენერგეტიკული პროექტი შეაფასა. მისი განცხადებით, კვლევა შეჩერდა ე.წ. „ძველ ვარიანტზე“, რომელიც 702-მეგავატიან სიმძლავრეზეა გათვლილი და არსებულ ალტერნატივებს შორის საუკეთესოა.

მირცხულავას განმარტებით, აღნიშნული პროექტი ენერგეტიკულად და ეკონომიკურად ყველაზე ეფექტიანია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად განსახლების აუცილებლობას გულისხმობს.

“ენერგეტიკის განვითარების ფონდში ჩატარდა შესწავლა ყველა პროექტის, რომელიც ხუდონის არეალში და ენგურის - ჩვენი მთავარი ენერგეტიკული მდინარის არეალში არის. გაკეთდა შეფასებები ყველა ადრე არსებული შესწავლების და შეჩერდა ეს კვლევა ერთ-ერთ ყველაზე კარგ და ოპტიმალურ პროექტზე. ეს არის ძველი ვარიანტი ხუდონის, ეს არის 702-მეგავატიანი პროექტი, რომელიც, ჩემი პირადი აზრით, სუბიექტურ აზრადაც ჩამითვალეთ, ყველაზე კარგი პროექტია ყველა არსებულს შორის.

განხილვა მოხდა ყველა ვარიანტის. რეალურად იქ თითქმის არცერთი პროექტი არ იყო, სადაც არ იქნებოდა გარკვეული განსახლების განხორციელების აუცილებლობა. შერჩეული ეს ძველი პროექტი არის ენერგეტიკულად, ეკონომიკურად ყველაზე ეფექტიანი პროექტი. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით არის სწორედ ძველ პროექტზე საუბარი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება ბუნებრივია გაზრდილია, იმიტომ რომ საერთოდ ახლა ჰიდროენერგეტიკაში მსოფლიოში მშენებლობის ღირებულება მეტი ჯდება. საბოლოო შეფასება გასაკეთებელია, მაგრამ ის საწყისი პროექტი სადღაც 900 მილიონ დოლარამდე ჯდებოდა. დაზუსტების შემდეგ ეს ხარჯთაღრიცხვები იქნება გადათვლილი და ალბათ სადღაც მილიარდ დოლარამდე, ცოტა მეტიც შეიძლება დაჯდეს ეს პროექტი,”- აცხადებს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა.

კითხვაზე ვინ უნდა განახორციელოს პროექტი სახელმწიფომ თუ კერძო ინვესტორმა, მირცხულავა გვიხსნის, რომ დაპაუზებული პროექტების გამოცდილება ქვეყანამ გაკვეთილად უნდა გამოიყენოს და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის გათვალისწინებით, მასშტაბური პროექტების სადავეები პირველ ეტაპზე სახელმწიფომ თავად უნდა მართოს.

“ბუნებრივია, მრავალი აზრია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საწყის ეტაპზე მიმაჩნია რომ ყველა რისკი რომ იყოს აცილებული პოტენციური ინვესტორისგან, უმჯობესია, რომ პროექტი სახელმწიფომ დაიწყოს. მით უმეტეს, თუ ხუდონის ვარიანტს ვამბობთ, სახელმწიფოს გამოსყიდული აქვს ეს პროექტი. ამავდროულად, არის ძალიან ბევრი რამ გაკეთებული ამ პროექტში, რომლის გამოყენება იგეგმება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მათი ღირებულება სადღაც 2015 წლის შეფასებით იყო სადღაც 150 მილიონ დოლარამდე. დღევანდელი შეფასებით ეს გაცილებით მეტი იქნება. ამიტომ ფაქტია, სახელმწიფო ამ ქონებით შედის პროექტში. მიმაჩნია, რომ იგივე სოციალური პრობლემების მოგვარება, იგივე ვთქვათ დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეს სახელმწიფოს გასაკეთებელი იქნება და ამ შემთხვევაში გაცილებით ადვილი იქნება სტრატეგიული ინვესტორის მოძებნაც,”- ამბობს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა.

დაპაუზებული ჰესების პროექტებზე მთავრობამ საუბარი განაახლა. ეკონომიკის მინისტრი საზოგადოებას ნამახვან...

💡3 დიდი ჰესიდან პირველი ხუდონი აშენდება - დღეს გავიგეთ, რომ მტკიცე გადაწყვეტილება მიღებულია|მაია მელიქიძე👉მტკიცე გადაწყვ...
10/03/2026

💡3 დიდი ჰესიდან პირველი ხუდონი აშენდება - დღეს გავიგეთ, რომ მტკიცე გადაწყვეტილება მიღებულია|მაია მელიქიძე
👉მტკიცე გადაწყვეტილება მიღებულია, სამი დიდი ჰესიდან [ხუდონი, ნენსკრა, ნამოხვანი] პირველი ხუდონი აშენდება - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძე განაცხადა.
⚡️მისი თქმით, საუბარია 702 მეგავატიან ჰიდროელექტროსადგურზე, რომლის მშენებლობაც პრინციპულად გადაწყვეტილია.
მისივე განმარტებით, პროექტის განხორციელება შესაძლებელია რამდენიმე მოდელით. სახელმწიფოსა და ინვესტორის ერთობლივი მონაწილეობით, მხოლოდ კერძო ინვესტორის მიერ ან სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლად. ამ ეტაპზე სახელმწიფოს განსახილველად რამდენიმე ტექნიკურად მომზადებული პროექტი აქვს და არჩევანი გაკეთდება იმ ვარიანტზე, რომელიც გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნამოხვანის, ნესკრასა და ხუდონის პროექტებს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებულია ხუდონის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე. პროექტის განხორციელება შესაძლებელია როგორც ინვესტორის, ისე სახელმწიფოს, ან მათი კომბინირებული მონაწილეობით.
ხელმძღვანელობა ამჟამად იკვლევს ტექნიკურად დახვეწილ პროექტებს, რათა აირჩიოს ისეთი, რომელიც ნაკლები ზიანს აყენებს და ნაკლებ რისკს ქმნის გარემოსთვის. ასევე განიხილეს ქსელთან დაკავშირებული საკითხები, სტაბილურობისა და შეზღუდვების გათვალისწინებით. ბირჟის სისტემის დეტალებზე ცალკე შეხვედრა იქნება.
პროექტების რეალისტურობა დამოკიდებული იქნება ინვესტორთა განაცხადებზე რამდენი პროექტის განხორციელება შეუძლიათ. დღეს, შეხვედრაზე ახალი რაც გავიგეთ იყო ის, რომ საბოლოო და მტკიცე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ხუდონი აშენდება და იქნება 702 მეგავატიანი, რაც მნიშვნელოვანი შედეგი იქნება ქვეყნის ენერგეტიკულ სფეროში", - განაცხადა მაია მელიქიძემ.
წყარო: businessmediageorgia

საქართველოს ენერგოსისტემაში დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ როგორ იმოქმედებს განახლებადი ენერგიის მზის, ქარის ელექტრო...
15/01/2026

საქართველოს ენერგოსისტემაში დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ როგორ იმოქმედებს განახლებადი ენერგიის მზის, ქარის ელექტროსადგურების ინტეგრაცია სისტემის სტაბილურობაზე და როგორ შეიძლება მისი ყველაზე ეფექტიანად შენარჩუნება, მით უმეტეს მთავრობის მიერ განცხადებული გეგმით, უკვე 2030 წლის ბოლოს, ენერგოსისტემის ჯამური დადგმული სიმძლავრე ფაქტიურად ორჯერ გაიზრდება და 10000 მგვტ-ს მიაღწევს და მნიშვნელოვან წილს ამ ზრდაში სწორედ მზისა და ქარის სადგურები შეადგენს. ამ საკითხზე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ დავით მირცხულავას ვესაუბრეთ.

რეზონანსდეილი - გავლენიანი ქართული ყოველდღიური გაზეთის ინტერნეტ-პორტალი www.resonancedaily.com

Address

Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 09:00 - 22:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 17:00
Sunday 09:00 - 17:00

Telephone

+995599557009

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჰიდროენერგეტიკა-Hydropower -Gncold posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ჰიდროენერგეტიკა-Hydropower -Gncold:

Shortcuts

Share

Category