01/06/2018
ნეტარი ავგუსტინეს იდეები. (ჩემი ინტერპრეტაციით)
ნეტარი ავგუსტინე.
ნეტარი ავგუსტინე წერს - ,, ღმერთი ყველა განსაზღვრულობაზე უზენაესია. ,, ამით გვეუბნება,რომ ღმერთი არის უზენაესი,შესაბამისად შეგვიძლია,ვივარაუდოთ,რომ კეთილი და ბოროტი მის განსჯისას არ გამოგვადგება,ვინაიდან ის ყველა ცნებაე მაღლა დგას.
ავგუსტინე თვლიდა რომ სულის კონსტრუქცია მკაფიოდ იყო კავშირში აზროვნებასთან და სხეულის უგულებელყოფა იწვევდა სწორ აზროვნებას,ეს არც არის გასაკვირი,როგორც ნიცშე იტყოდა - ნიჰილისტური რელიგიის მიმდევარისაგან.
,,რწმენა იმაში მდგომარეობს,რომ ჩვენ გვწამს ყველაფერი,
რასაც ვერ ვხედავთ,რწმენის ჯილდოდ კი გვევლინება იმისი დანახვის შესაძლებლობა,
რაც გვწამს.,, ამით ის გვაძლევს ღრმა ფსიქოლოგიურ აზრს და ემიჯნება თეოლოგიურ ღვთს არსებობის მტკიცებას,მას სწამს და ეს საკმარისია მისთვის.
მისი აზრით ადამიანის სიამაყე საკუთარი თავსი ფლობაში გამოიხატება. მისი აზრებიდან ძალიან მომწონს ეს - ,,სრულქმნილება ადამიანის მიერ თავისი არასრულქმნილების ცოდნაა.,, ვფიქრობ,უნდოდა ეთქვა,რომ თვითკრიტიციზმი წინაპირობაა განვითარებისთვის.
,,ფილოსოფია საკუთრივ სიბრძნეს კი არა,სიბრძნის სიყვარულს ჰქვია.,, კიდევ ერთი ძალიან კარგი იდეა.
მაგრამ ახლა ვისაუბროთ ცოტა კრიტიკულად. ,, დროულობის სიყვარულს განგვაცდევინებს მხოლოდ უტკბესი მარადისობის შეგრძნება.,, მისი ეს ნათქვამი საიქიო ცხოვრების ლოდინში სააქაოს დაკარგვის ,,პროპაგანდაა,, ასევე ავგუსტინეს ფილოსოფიას წერტილი ესმება ამ ნათქვამითაც - ,, ეკლესიის გარეშე არ არის ხსნა. ,, მე არ მახსოვს იესოს ეს ეთქვას და ექადაგოს. აქ ირიბად მეხუთე საუკუნის მარკეტინგული გათვლის გარდა ვერაფერს ვხედავ.
,, ვის სძულს სამყარო? ვინც ნაფლეთებად აქცია ჭეშმარიტება. ,, კიდევ ერთი რადიკალური ნათქვამი,ჭეშმარიტება,რა თქმა უნდა, ქრისტიანობაა და სხვა არაფერი,შესაძლოა აქ მწვალებლობაც იყოს ნახსენები,თუმცა მაინც რადიკალიზმთან მივდივართ.
,, აკეთე სიკეთე,მაგრამ შენი კი არა,არამედ მისი დიდებისათვის,ვისი წყალობითაც შეგიძლია სიკეთის ქმნა.შენდა თავად კი მხოლოდ ბოროტის ქმნა ძალგიძს.შენს მიერ ქმნილი სიკეთე ღვთისმიერია. ,, ამ ნათქვამზე არ გავაკეთებ კომენტარს,თავად გამოიტანეთ აზრი.
,, რაკიღა ჭეშმარიტისა და მცდარის გარჩევა ძალიან ძნელი საქმეა,ნუ მრისხანებ მასზე,ვინც ცდება. ,, ავგუსტინე ჰუმანიზმსაც ქადაგებს როგორც ვხედავთ ანუ ის არ მოგვიწოდებს რამდენიმე საუკუნეში ჯვაროსნული ლაშქრობები დავიწყოთ და ვხოცოთ ყველა, შეძახილით - deus valt .
გინდათ დიდი ქრისტიანი ფილოსოფოსის აღიარების ციტირება მოვახდინო ?! დარწმუნებული ვარ გინდათ - ,, ყველაზე უკეთ ღმერთი არცოდნის მეშვეობით შეიმეცნება. ,,
,,სიცოცხლე თვით სიცოცხლისთვის კი არ გვიყვარს,არამედ შემეცნების გულისთვის. ,, - როგორც ვხედავთ აუგუსტინეს კარგი აზრებიც აქვს და ცუდიც,ჩვენც ვცადოთ და კარგები ავიღოთ :
,, ადამიანი დაბადებისთანავე იწყებს კვდომას...
უფრო სწორად, ის ერთდროულად ცოცხლობს და კვდება. ,,
,,როგორც სიჩუმეა ხმაურის უარყოფა,
სიშიშვლე – შემოსილობის,
ავადმყოფობა – ჯანმრთელობის,
სიბნელე – სინათლის,
ასე ბოროტებაც სიკეთის უარყოფაა და არა რაღაც თავისთავად არსებული. ,,
ავტორი : Luka Bakuradze