კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება

კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება

Share

საუკეთესო პლატფორმა თქვენი იდეების განსახორციელებლად.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ ინიციატივით ხორციელდება პროექტი, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას.

03/07/2019

👉 ✔ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილი 2019 წლის 10 ყველაზე განვითარებადი, უახლესი ინოვაციური ტექნოლოგია ♻

1. ბიოპლასტმასი წრიული ეკონომიკისათვის
2. სოციალური რობოტები
3. მეტალინზა
4. უწესრიგო ცილის კონტროლი
5. ჭკვიანი სასუქი
6. კოლაბორაციული ტელედასწრება
7. საკვები პროდუქტების გადაადგილების და შეფუთვის გაძლიერებული კონტროლი
8. უსაფრთხო ბირთვული რეაქტორები
9. დნმ-ის მონაცემთა ბაზა
10. განახლებადი ენერგიის კომუნალური მასშტაბის საცავი

ℹ ვრცელი სტატია იხ. ბმულზე: https://bit.ly/2XlcnNE

Facebook-ის კრიპტოვალუტით გადახდა „ისეთივე მარტივი იქნება, როგორც SMS-ის გაგზავნა“ 18/06/2019

Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება

Facebook-ის კრიპტოვალუტით გადახდა „ისეთივე მარტივი იქნება, როგორც SMS-ის გაგზავნა“ Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება და მისი საშუალებით, ანგარიშსწორება „ისეთივე მარტივი .....

ბილაინის მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ 23/05/2019

💻 კომპიუტერული პროგრამირების უფასო კურსები უკვე ქართულ ენაზე 😍

ბილაინის მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ საერთაშორისო ჯგუფი "ვიონი"-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, ამიერიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კომპ....

13/03/2019

📲 მარტივი ახსნა, თუ რა არის 5G 🌐

ვიდეო: Nightly Business Report #ტექნოლოგიები

Facebook-ზე პეტიციების ფუნქცია ამოქმედდა 21/01/2019

ახლა უკვე შეგიძლიათ პეტიცია პირდაპირ ფეისბუქის გვერდიდან შექმნათ

Facebook-ზე პეტიციების ფუნქცია ამოქმედდა Facebook მომხმარებელს პეტიციების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ TechCrunch წერს. საზოგადოებრივი ქმედებები (Community...

12/01/2019

თიბისი ბანკი კომპანია „“მაიკროსოფტთან“ ერთად მუშაობს მეტად მნიშვნელოვან პროექტზე - იქმნება ქართული ენის სრულფასოვანი თარგმნითი პროგრამა: ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად მანქანური თარგმანის განხორციელებისათვის.
დასრულდა პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი (2018 წლის იანვარი - აგვისტო): შეგროვებულია 100 000 ინგლისურ-ქართული წინადადება და დაიწყო მეორე ეტაპი (2018 წლის სექტემბერი), ხელოვნური ინტელექტისთვის ქართული ენის „სწავლების“ პროცესი. თსუ ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა პროექტს გადასცა 50 000 ინგლისურ-ქართული პარალელური წინადადება თავისი ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსიდან. დანარჩენი მასალა შეგროვდა მოხალისეების დახმარებით. პროექტი სახალხო პროექტია, მასში ბევრი მოხალისეა ჩართული, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ენის შემდგომი განვითარებისა და გადარჩენის საქმეში.

რას ნიშნავს ეს პროექტი ჩვენი ენისა და კულტურისათვის?
1. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ქართული ენისათვის არის მისი მოქცევა თანამედროვე ტექნოლოგიურ პარადიგმაში, ქართული ენის სრული დიგიტალიზაცია და სრულფასოვანი ქართული მთარგმნელობითი პროგრამის შექმნა.
2. საერთაშორისო ციფრულ მთარგმნელობით პროდუქტებსა თუ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრაცია არის საუკუნის პროექტი და ქართული ენის გადარჩენისა და ყველა თანამედროვე დარგსა თუ სფეროში ქართულისთვის გამოყენებითი ფუნქციის შენარჩუნების ერთადერთი სწორი გზა.
3. ამგვარი პროგრამა შესაძლებელს გახდის ქართული ენის ინტეგრირებას სხვადასხვა ონლაინ- თუ დესკტოპ-აპლიკაციებში, ბლოგებში და სოციალური ქსელის საიტებში.
4. თანამედროვე, ადეკვატური ქართული მთარგმნელობითი პროგრამის შექმნა და ამოქმედება ხელმისაწვდომს გახდის ქართულ ენას ამ ელექტრონული რესურსების უცხოელი მომხმარებლებისთვის, და, რაც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომს გახდის ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ხსენებულ რესურსებს და მათზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
5. ეს ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის დარგებში თუ საერთაშორისო სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში განვითარებულ უახლეს მოვლენებს, მიღწევებსა და აღმოჩენებს. ზედმეტიც კია იმის აღნიშვნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამგვარ ინფორმაციაზე წვდომა ქართველი ახალგაზრდობისთვის, მთლიანად ინტერნეტის მომხმარებელი ქართული საზოგადოებისათვის.

TBC - თიბისი

10/01/2019
ილონ მასკი ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშირებს 08/01/2019

სუპერ ადამიანების დროც მოვიდა :O

ილონ მასკი ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშირებს ილონ მასკი ახალ პროექტ „ნეურალინკს“ (Neuralink) იწყებს და ამბობს, რომ ამ პროდუქტით, ნებისმიერ მსურველს, „სუპერ ადამიანა....

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


არაგვის ქ. #4
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00