სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი დაწესებულება, მიზნად ისახავს კვლევითი კომპონენტის ინტეგრირებას საუნივერსიტეტო სივრცეში. აქედან გამომდინარე, ინსტიტუტის კვლევით პროექტებში, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ჩართულნი არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები. ფილოსოფიის ინსტიტუტი ახორციელებს კვლევით პროექტებს შემდეგი მიმართულებით:
• პრაქტიკული ფილოსოფია (ეთიკა), სამართლისა და მორალის ფილოსოფია (პოლიტიკური ფილოსოფია, ადამიანის უფლებები), თანამედროვე სოციალური თეორიები;
• თანამედროვე ფილოსოფია (ენა, მეტაფიზიკა, პოსტმოდერნული თეორიები);
• რელიგიური დისკურსის კვლევა (თეოლოგიური და რელიგიურ ცნობიერებასთან დაკავშირებული ტექსტების თარგმნა, გამოცემა, ანალიზი)
ფილოსოფიური კვლევების პოპულარიზაციისთვის ფილოსოფიის ინსტიტუტი ხელს უწყობს როგორც არაფორმალური სადისკუსიო სივრცის განვითარებას („ფილოსოფიის კლუბი“), ასევე სამეცნიერო ფორუმის ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ქართველი მკვლევარებისათვის სამეცნიერო დისკუსიის სივრცის შექმნას. კვლევით კომპონენტთან ერთად, ინსტიტუტის მუშაობა მოიცავს საჯარო ლექციების, სამეცნიერო კონფერენციების, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით; ასევე მუშაობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის განვითარების მიმართულებით. SavleTsereteli Institute of Philosophy is a Ilia State University research facility, aimed at the integration of the research component in university environment. Institute of Philosophy carries out research projects in the following areas:
Practical philosophy (ethics), Law and Moral Philosophy (political philosophy, human rights), modern social theories;
Contemporary Philosophy (language, metaphysics, postmodern theories);
Study of religious discourse (translating, publishing, analysis of texts related to the theological and religious consciousness). In order to promote philosophical studies, SavleTsereteli Institute of Philosophy
is contributing to the development of informal discussion spaces ("Philosophy Club"), as well as the establishment of a scientific forum, allowing the researchers to create a space for scientific discussions. Along with the research component, Institute includes organization of public lectures, scientific conferences, summer schools with the participation of local and international scientists; Institute is also working on the development of the master's programme in Philosophy at the Ilia State University.