30/06/2026
მოგესალმებით,
თუ ხართ მომავალი აბიტურიენტი ან ეძებთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მაშინ გირჩევთ წაიკითხოთ ეს პოსტი 👇
📢 გრძელდება 2, 3 და 4 კაციანი ჯგუფების შედგენა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
ჯგუფების დაკომპლექტება გაგრძელდება 15 სექტემბრამდე.
აბიტურიენტებს მოამზადებს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო ნაშრომების თემების გამსწორებელი საგამოცდო მოთხოვნების გათვალისწინებით.
📖გრამატიკისა და საგამოცდო მასალის სრული კურსის გარდა, განივითარებთ ტექსტთან მუშაობის ჩვევებს, წერის კულტურას და ჩაერთვებით სხვადასხვა თემებზე დისკუსიებში სხვა აბიტურიენტებთან ერთად.
⚫ რას გაივლით:
◾ აკადემიური წერის პრინციპებს ✅
◾ ისწავლით/განიმტკიცებთ თხზულების წერას ✅
◾ ბოლო სამი წლის პროგრამულ მასალას ✅
◾ გრამატიკის სრულ კურსს ✅
◾ პერიოდულად დაწერთ საგამოცდო ტესტებს✅
⚫ რომელი კლასის მოსწავლეებისთვის არის ჯგუფი?
◾ მხოლოდ აბიტურიენტებისთვის ან მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის.
⚫ რამდენი მეცადინეობა იქნება კვირაში და რამდენი საათის მანძილზე?
◾ კვირაში იქნება ორი მეცადინეობა და თითოეული გაგრძელდება ორ საათს.
⚫ რა არის სწავლების საფასური?
◾ სწავლის საფასური შეადგენს მინიმუმ 2,200 და მაქსიმუმ 2,500 ლარს და დამოკიდებულია ჯგუფში აბიტურიენტების რაოდენობაზე. გადახდა შესაძლებელია თვიურადაც.
📩 მოგვწერეთ, ჩავნიშნოთ პირველი საცდელი გაკვეთილი (🎁), რომელზეც ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს და შეიქმნით წარმოდგენას კურსზე.
📍ლოკაცია: საბურთალო, ვეძისი
📞 595 72 72 37