სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება

სსიპ ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის ფილოსოფია

სკოლის მისია
ჩვენ ვმუშაობთ, რომ სკოლაში შევქმნათ ჯანსაღი, უსაფრთხო და პოზიტიური გარემო;
ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლოთ შეუზღუდავ და მრავალფეროვან სივრცეში;
რომ ჩვენი თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდეს მოაზროვნე, მაძიებელი და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბება;
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მოსწავლეები გახდებიან წარმატებულები, იქნებიან პასუხისმგებლიანები და შეძლებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, გადაწყვეტილებების მიღებას და ტრადიციების გაზიარებას;
რათა ვასწავლოთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, საკუთარი მიღწევების გამოყენებით ახალი ღირებულებების შექმნა;
და ჩვენ გვსურს, რომ სასკოლო ცხოვრება ჩვენი ბავშვებისათვის იყოს ბედნიერების მომტანი!

სკოლის ხედვა
სკოლა უნდა გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებება და 2023-2030 წლებში შესთავაზოს მოსწავლეებს: უცხოური ენების მიმართულებით გაძლიერებული სწავლების პროგრამები - ენისა და საგნებრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლება (CLIL), გარდა ამისა, უზრუნველყოს სკოლის ციფრული ტრანსფორმაცია და კიბერ ეკოსისტემის ჩამოყალიბება, ეს ყოველივე კი ხელს შეუწობს მოსწავლის თავისუფალ, შემოქმედებით და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

სკოლის ღირებულებები
სკოლა ითვალისწინებს სწავლა - სწავლების პროცესში ჩართული პირების ინტერესებისა და შეხედულებების გათვალისწინებას, შესაბამისად თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გუნდური მუშაობა, რომელიც თავის თავში გულისხმობს კათედრებს შორის თანამშრომლობას და თემის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, ინოვაცია - სწავლა სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და ტექნოლოგიების გაძლიერებულ გამოყენებას, ასევე სკოლა ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან, დაწესებულება ორიენტირებულია იმაზე, რომ თემის თითოეულ წევრს ქონდეს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები.

14/09/2026

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო და სკოლის თანამშრომლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც პირველად შემოაღებენ ცოდნის კარს.

ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებ მონდომებას, წარმატებასა და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას.
პედაგოგებს კი ვუსურვებ ენერგიას, შემოქმედებითობას, მოთმინებასა და უამრავ წარმატებულ მოსწავლეს, რომელთა მიღწევებიც თქვენი შრომის ყველაზე დიდი ჯილდო იქნება.

მშობლებს ვუსურვებთ სიმშვიდეს, შვილების წარმატებით გეამაყოთ. დაე, ეს სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს წარმატებული, ნაყოფიერი, მშვიდობიანი და ბედნიერი!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
წარმატებები ყველას! ❤️❤️

26/08/2026

82-სკოლა ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას.
🎓❤️ თქვენ გელოდებათ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ლამაზი და საინტერესო ეტაპი. გისურვებთ წარმატებებს სწავლაში, კარგ მეგობრებს, უამრავ ბედნიერ წუთს და მიზნების ასრულებას. საკუთარი თავის რწმენა შეგმატებთ შრომის უნარს. არასოდეს შეგეშინდეთ გამოწვევების! თქვენი სტუდენტობის წლები ყოფილიყოს დაუვიწყარი და ბედნიერი! კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! 🌟🎓“

25/08/2026

ძვირფასო მშობლებო,💕
🔊გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასკოლო ფორმების შეძენა/რეალიზება განხორციელდება სსიპ თბილისის N176 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე (ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი ) 💕
🔊 7 სექტემბერს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე 💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
🔴 პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
➡️ რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
➡️ ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
➡️ განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
➡️ ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
➡️ განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
➡️ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

▶️ ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში (ერთჯერადად) ან ქარხნული წუნის არსებობისას.

04/06/2026

ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ IV ბ კლასის მოსწავლეს, დავით გიგანს, სლოვაკეთში მოპოვებულ ოქროს მედალს! 🥇🇬🇪❤️🥋
სკოლის სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დავითის მშობლებს, მწვრთნელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის განვითარებასა და წარმატებაში მონაწილეობს. ვამაყობთ დავითის მიღწევით და ვუსურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებასა და საერთაშორისო წარმატებას! 🌟🏆“

04/06/2026

26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნება. ეს თარიღი ჩვენი სკოლის ისტორიაშიც ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს დაიბადა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. პროექტ „მამულიშვილების“ ფარგლებში სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იყო სპექტაკლი „დამოუკიდებლობის გზა“. მონაწილეებმა ისტორიულ კონტექსტში წარმოადგინეს საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა. ასევე, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში სტუმრობის შემდეგ, მოსწავლეებმა აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები, ემოციები და დამოკიდებულებები ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: სამგორის რაიონის მაჟორიტარი ბატონი ზაქარია წიკლაური, პროფკავშირების პარტიის პრეზიდენტი ქალბატონი მაია კობახიძე, სამგორის რაიონის პროფკავშირების პარტიის თავმჯდომარე ქალბატონი გულიკო ამილიძე და ტელეკომპანია „ობიექტივის“ წამყვანი ჟურნალისტი, ასევე მერაბ კოსტავას შესახებ წიგნის ავტორი ქალბატონი ნინო მიქიაშვილი.
სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა ნამუშევარს, ხაზი გაუსვეს ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების, ეროვნული თვითშეგნების და ისტორიული მეხსიერების გაძლიერების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.
ორგანიზატორები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მარინე ხუდაშვილი და დოდო თოლორდავა, ისტორიის მასწავლებელი ანა შეყილაძე. მუსიკალური გაფორმება: ეთო აზარაშვილი.
სცენარის ავტორი და რეჟისორი: X-გ კლასის მოსწავლე ნიკა იმერლიშვილი. მონაწილეები: IX და X კლასების მოსწავლეები.

„ის მაინც ბრუნავს“ — სწორედ ამ სახელწოდებით გამართეს ჩვენმა  მოსწავლეებმა არტოს ბაღში შთამბეჭდავი წარმოდგენა.მოსწავლეებმ...
30/05/2026

„ის მაინც ბრუნავს“ — სწორედ ამ სახელწოდებით გამართეს ჩვენმა მოსწავლეებმა არტოს ბაღში შთამბეჭდავი წარმოდგენა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ნიჭიერება, შემოქმედებითი შესაძლებლობები და პასუხისმგებლობით შესრულებული შრომის შედეგი. მათმა მონდომებამ, თავდაჯერებულობამ და სცენაზე ღირსეულმა გამოსვლამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ წარმატებას და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ლამაზი ღონისძიების განხორციელებაში მონაწილეობდა. ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით და მჯერა, რომ ისინი მომავალშიც არაერთ წარმატებას მიაღწევენ. 🌟👏📚

30/05/2026

2026 წლის 19 მაისს VIIა, VIIბ, VIIგ და VIId კლასების მოსწავლეებისთვის, რომლის ორგანიზატორი გახლდაᲗ პედაგოგი ინგა მირაᲨვილი, ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა „რა? სად? როდის?“ ინგლისურ ენაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კლასების დამრიგებლები:
VIIა კლასი – თინა ჭამიაშვილი;
VIIბ კლასი – თამარ ბეჟანიშვილი;
VIIგ კლასი – მარინა მკრტჩიანი;
VIId კლასი – თეა მამისაშვილი.
ვიქტორინის მიზანი იყო VII კლასის მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება სახალისო და ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით. მოსწავლეებმა განივითარეს საუბრის, მოსმენის, კითხვის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარები სხვადასხვა ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, თავდაჯერებულობის გაძლიერებას, თანამშრომლობითი უნარების განვითარებასა და ინგლისური ენისადმი ინტერესის გაზრდას.

28/05/2026

ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მე_10 დ კლასის მოსწავლეს, საბა ქირიას, ღირსეულ გამარჯვებას! 🏆👏
იგი გახდა Towerruning Georgia – მთაწმინდის სპორტული არბენი 600 საფეხური-ის პრიზიორი და წარმატებით მიიღო მონაწილეობა SPRING RACE CROSS EDITION – Tbilisi Cross-Country Open Championship 2026-ში.
ეს გამარჯვება არის შრომის, მიზანდასახულობისა და ძლიერი ნებისყოფის შედეგი.
ვამაყობთ შენი მიღწევებით და გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას, გამარჯვებასა და წინსვლას!

Address

ნაკადულის ქუჩა N6
Tbilisi
0121

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+9952701275

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category