18/12/2025
28–29 ნოემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, გაიმართა კიოკუშინ კაი კარატეში მსოფლიო ჩემპიონატი.
აღნიშნულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ გიორგი ბარნაველმა, რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში ღირსეულ ბრძოლაში მოიპოვა მეორე ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 🥈
გიორგის ამ მნიშვნელოვან წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მწვრთნელს — გია გვენეტაძეს.
ვულოცავთ გიორგი ბარნაველს, მის ოჯახს, მეგობრებს და მწვრთნელს ამ დიდ მიღწევას. ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ გამარჯვებასა და წარმატებას მომავალ სპორტულ ასპარეზებზე! 👏🇬🇪