20/01/2026
XII კლასის მოსწავლე ბარბარე ჟღენტმა მონაწილეობა მიიღო ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში თემაზე:
„ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები: AI-ის თანამედროვე გამოწვევები“ ✍️
კონკურსში მონაწილეობისთვის და ნაშრომის ღირსეულად წარმდგენისთვის ბარბარეს გადაეცა წარმატებული მონაწილის სერტიფიკატი, რაც მისი შრომის, ანალიტიკური აზროვნებისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელოვანი აღიარებაა 🌟
მასწავლებელი: თამუნა რთველიაშვილი.
ვუსურვებთ ბარბარეს კიდევ ბევრ წარმატებას და ახალ გამოწვევებს მომავალში!