28/02/2017
სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალის მე-7 გამოცემა!! მთავარი თემით - სამოქალაქო კოდექსები გარდამავალ პერიოდში..
https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/SCLJ_7.pdf
ახალი ნომრისთვის სტატიების მიღება მოხდება 2017 წლის 30 აპრილამდე!
დაწვრილებითი ინფორმაცია ჟურნალის მომდევნო გამოცემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://www.tsu.ge/ge/faculties/law/news/Pce7MKxaWKZNm8LGM/?p=1
08/12/2016
„სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი“
აცხადებს სტატიების მიღებას
სტატიის ჩაბარების ბოლო ვადა – 30.04.2017
ჟურნალის მერვე გამოცემის თემაა:
„საკონსტიტუციო რეფორმები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“
წარმოდგენილი ნაშრომები უნდა მოიცავდნენ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმების პროცესების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და ამ მხრივ ცალკეული სამართლებრივი ინსტიტუტების კრიტიკულ ანალიზს, კონსტიტუციონალიზმის ნოვაციებსა და საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ და საინტერესო საკითხებს.
ჟურნალი გამოიცემა რუსულ და ინგლისურ ენებზე. სტატიები შესაძლოა წარმოდგენილიქნეს როგორც რუსულ და ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე. საავტორო ჰონორარი შეადგენს 10 ევროს ერთი გვერდისთვის (1800 ასო-ნიშანი).
სტატია უნდა გაიგზავნოს „ Word “- ის დოკუმენტის სახით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
სტატიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://www.tsu.ge/ge/faculties/law/news/Pce7MKxaWKZNm8LGM/?p=1
„სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
25/10/2016
2016 წლის სტუდენტურ საფაკულტეტო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება
ა/წ 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე თსუ - ის სტუდენტთა 76-ე სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, III სართული, მუზეუმის დარბაზი
19/10/2016
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით”, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.
მისამართი: თსუ 1-ლი კორპუსი, 107 აუდიტორია
05/10/2016
მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ GIZ-ის მოწვევით საჯარო ლექციას ჩაატარებს გერმანიის ფედერალური სოციალური სასამართლოს მოსამართლე, პროფესორი დოქ. ნორბერტ ბერნსდორფი თემაზე "ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან და მისი სამართლებრივი შედეგები"
საჯარო ლექცია ჩატარდება 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე თსუ-ს I კორპუსის 06 აუდიტორიაში. ლექცია ითარგმნება გერმანულიდან ქართულად. დასწრება თავისუფალია.
15/03/2016
„სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14/05/2015
1st university in Georgia and 985th in World Ranking..
08/04/2015
Visegrad ფონდის საგრანტო კონკურსები!
Visegrad ფონდი აცხადებს რამდენიმე საგრანტო კონკურსს: Strategic program, Flagship projects. ფონდის მიზანია V4 ქვეყნების (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) აღმოსავლური პარტნიორობის სახელმწიფოებთან დაახლოება.
Strategic program - ის პრიორიტეტი 2015 წელს არის V4 ქვეყნები და უკრაინა. განაცხადის შეტანის საბოლოო ვადაა 2015 წლის 15 აპრილი.
Flagship project კი ხელს უწყობს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ინტეგრაციას რეგიონალური თანამშრომლობით. ელექტრონული განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა არის 2015 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებს:
1. http://visegradfund.org/grants/strategic_grants/
2. http://visegradfund.org/v4eap/flagship/
Strategic Grants
The aim of the Visegrad Strategic Program (Strategic Grants) is to support long-term projects of strategic character that link institutions of all four Visegrad Group countries (applicants and project partners must represent the whole region). The projects must adhere to at least one of t…
31/03/2015
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის შესახებ!!
იწყება განაცხადების მიღება სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ კონფერენციაში მონაწილეობა, დოკუმენტაცია შეუძლიათ წარადგინონ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურში, მიმდინარე წლის 30 მარტიდან 8 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურს (თსუ II კორპუსი, ოთახი N121).
საკონტაქტო პირი: გიორგი ამირანაშვილი
მობ. 577 943040
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.tsu.ge/ge/faculties/law/news/wBbYg34JV0GDotWB/?p=1
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
02/02/2015
გთხოვთ იხილოთ სამხრეთ კავაკსიის იურიდიული ჟურნალის №5 გამოცემის ელექტრონული ვერსია..
http://tsu.edu.ge/data/file_db/LAW%20PR/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98_5.pdf
tsu.edu.ge