მუსიკის აკადემია • Academy of Music

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მუსიკის აკადემია • Academy of Music

მუსიკის აკადემია • Academy of Music საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია გთავაზობთ პროფესიულ მუსიკალურ განათლებას

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის დაარსების იდეა ეკუთვნის პიანისტ ვალერიან შიუკაშვილს, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით იდეა განახორციელა.

მუსიკის აკადემიის დაარსება უნივერსიტეტის ბაზაზე, უმაღლესი სტანდარტების გარანტიას იძლევა სწავლის დონის, ინფრასტრუქტურის, რესურსების, მენეჯმენტისა და პრესტიჟის თვალსაზრისისთ.

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია გამოირჩევა იმით, რომ მოსწავლეები სარგებლობენ მასტერკლასებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მუსიკოსებისგან როგორებიც არიან ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, სოფო ნიჟარაძე, ტარიელ სუარი და მათი ასისტენტები.

აკადემიის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, შვედეთის, აშშ-ს, კანარის კუნძულების, ბულგარეთის, რუსეთის, თურქეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, საბერძნეთის საერთაშორისო კონკურსებსა თუ ფესტივალებზე მიღწევების სათანადოდ წარმოსაჩენად და მუსიკალურ სფეროში მათი გამოცდილების გასამდიდრებლად.

ამ ეტაპისთვის აკადემიაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი შემდეგ მუსიკალურ განყოფილებებზე:

ფორტეპიანო
საშემსრულებლო ხელოვნება
კლასიკური გიტარა.

🔹 დიდი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე — ესპანეთში! 🇪🇸სიამაყით გიზიარებთ საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მო...
06/08/2026

🔹 დიდი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე — ესპანეთში! 🇪🇸

სიამაყით გიზიარებთ საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მოსწავლის მორიგ გამარჯვებას.

ესპანეთში ჩატარებულ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე — Vigo International Piano Competition 2026 — ჩვენმა ნიჭიერმა პიანისტმა აკადემია ბრწყინვალედ წარადგინა:

გიორგი მჟავანაძე — II ადგილი! 🏆

ვიგოს საერთაშორისო კონკურსი თავისი მაღალი სტანდარტებითა და ძლიერი მონაწილეებით გამოირჩევა, სადაც გიორგიმ თავისი ოსტატობითა და არტისტულობით ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.

განსაკუთრებული მადლობა მის პედაგოგს — მეგი მაჩაიძეს!
ქალბატონი მეგის დაუღალავი შრომის, პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგია ის, რომ დღეს ჩვენი მოსწავლეები ასეთ მაღალ შედეგებს აღწევენ.

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია ულოცავს გიორგის და ქალბატონ მეგის ამ დიდ წარმატებას! 🎹✨

🔹 Great success on the international stage — in Spain! 🇪🇸

We are proud to share another victory of a student from the Music Academy of the University of Georgia.

At the prestigious international competition held in Spain — Vigo International Piano Competition 2026 — our talented pianist represented the Academy brilliantly:

Giorgi Mjavanadze — 2nd Place! 🏆

The Vigo International Competition is renowned for its high standards and exceptionally strong participants, where Giorgi earned high praise from the jury with his mastery and artistry.

Special thanks to his teacher — Megi Machaidze!
It is a direct result of Ms. Megi’s tireless dedication, professionalism, and commitment that our students achieve such high results today.

The Music Academy of the University of Georgia congratulates Giorgi and Ms. Megi on this outstanding success! 🎹✨

20/07/2026

📜 English scroll down

🔷მოხარულები ვართ გაგიზიაროთ კადრები ერევანში, სომხეთში გამართული საერთაშორისო კონკურსიდან GENERALBASS BMIPC 2026, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდა მასტერკლასები.
საქართველოს უნივერსიტეტის (UG) მუსიკის აკადემიის რექტორი, ვალერიან შიუკაშვილი, მოწვეული იყო კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრად და ახალგაზრდა პიანისტებისთვის მასტერკლასებიც ჩაატარა. ეს დღეები ნამდვილ შემოქმედებით სივრცედ და უდიდეს გამოცდილებად იქცა თითოეული მონაწილისთვის.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელს, იზაბელა პარონიანს (Isabella Paronyan), სომხურ მხარესა და გუნდის თითოეულ წევრს საოცარი მასპინძლობისთვის, მაღალი დონის ორგანიზებისა და კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 🎼
#საქართველოსუნივერსიტეტი #ვალერიანშიუკაშვილი #ერევანი #სომხეთი #მასტერკლასები

We are thrilled to share these wonderful moments from the GENERALBASS BMIPC 2026 international competition and masterclasses held in Yerevan, Armenia.
The Rector of the Music Academy at the University of Georgia (UG), Valerian Shiukashvili, was invited as an esteemed jury member for the competition and also conducted masterclasses for young pianists. It was a true celebration of artistry, growth, and creative exchange between outstanding musicians and young talents.
We would like to express our deepest gratitude to the Artistic Director of the competition, Isabella Paronyan, as well as the entire Armenian team and every single person involved, for their extraordinary dedication, warm hospitality, and for creating such an inspiring platform for global musical dialogue. 🎼
Thank you to everyone who made this unforgettable event possible!

მიღება ახალგაზრდულ გუნდ „თუთარჩელაში“!საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია აცხადებს მიღებას ცნობილი ახალგაზრდული გ...
20/07/2026

მიღება ახალგაზრდულ გუნდ „თუთარჩელაში“!
საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია აცხადებს მიღებას ცნობილი ახალგაზრდული გუნდის, „თუთარჩელას“ თბილისის ფილიალში! 🎶
💡 სწავლა სრულიად უფასოა!
თუ გიყვარს სიმღერა, გსურს პროფესიონალური მუსიკალური განათლების მიღება, მრავალხმიანი ჟღერადობის შექმნა და დიდ სცენაზე დგომა — ეს შანსი შენთვისაა! ✨
გახდი გამორჩეული შემოქმედებითი ოჯახის წევრი!
📩 ჩაეწერე დღესვე:
📞 ტელ: 599 855 220
✉️ ელ-ფოსტა: [email protected]

🏆 დიდი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!სიამაყით გიზიარებთ საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მოსწავლეების მორი...
20/07/2026

🏆 დიდი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!
სიამაყით გიზიარებთ საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მოსწავლეების მორიგ გამარჯვებას.
სომხეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე — GeneralBass International Piano Competition 2026 (ერევანი) — ჩვენმა ნიჭიერმა პიანისტებმა აკადემია ბრწყინვალედ წარადგინეს და საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ:
🥇 გიორგი მჟავანაძე — გრან-პრი!
ასევე, გიორგის გადაეცა განსაკუთრებული ჯილდოები:
• ანა სარაჯიანის სახელობის სპეციალური პრიზი (Anna Saradjian's Special Prize)
• „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო (Rising Star Award)
🥉 ნატალია ესაჯიანი — III ადგილი!
ნატალიამ თავისი ოსტატობითა და არტისტულობით ჟიურის დიდი მოწონება და საპატიო მესამე ადგილი დაიმსახურა.
❤️ განსაკუთრებული მადლობა მათ პედაგოგს — მეგი მაჩაიძეს!
ქალბატონი მეგის დაუღალავი შრომის, პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგია ის, რომ დღეს ჩვენი მოსწავლეები ასეთ შედეგებს აღწევენ.
🎓 საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია ამაყობს თქვენით! 🩵

🎹 ვაკანსია ფორტეპიანოს პედაგოგის პოზიციაზე!საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია აცხადებს მიღებას ფორტეპიანოს მიმარ...
20/07/2026

🎹 ვაკანსია ფორტეპიანოს პედაგოგის პოზიციაზე!
საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია აცხადებს მიღებას ფორტეპიანოს მიმართულებით და იწვევს ახალგაზრდა, მოტივირებულ და ენერგიულ სპეციალისტებს.
ჩვენ ვეძებთ:
🎯 ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ კადრებს (სასურველი ასაკი: 20-32 წელი);
🎓 უმაღლესი აკადემიური მუსიკალური განათლების სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს (ფორტეპიანოს განყოფილება);
აკადემიაში დაგხვდებათ:
🏢 კომფორტული და თანამედროვე სამუშაო გარემო;
🤝 მეგობრული და პროფესიონალი გუნდი;
📈 პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

📥 დაინტერესების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 ტელ: 599 855 220

17-19 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში ჩატარდა ვალერიან შიუკაშვილის მასტერკლასების ციკლი.მოხარული ვა...
17/06/2026

17-19 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში ჩატარდა ვალერიან შიუკაშვილის მასტერკლასების ციკლი.

მოხარული ვარ, რომ მასტერკლასებზე მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და ე. მიქელაძის, ა. ხაჩატურიანის, ა. მიზანდარის, ნ. ანდღულაძის, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის და სენაკის სამუსიკო სკოლები.

მინდა მადლობა გადავუხადო აღნიშნული სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს, ასეთი მაღალი დონის ჩვენებისთვის. განსაკუთრებით დასაფასებელია მათი ძალისხმევა ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარების, კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისა და მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში.

ვუსურვებ თითოეულ სკოლას, მათ ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარმატებას, შემოქმედებით წინსვლასა და ღირსეულ წარმომადგენლობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პატივისცემით,
ვალერიან შიუკაშვილი

🔴წლის შემაჯამებელი საანგარიშო კონცერტი წარმატებით შედგა! ✨🎹 13 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მოსწა...
17/06/2026

🔴წლის შემაჯამებელი საანგარიშო კონცერტი წარმატებით შედგა! ✨
🎹 13 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მოსწავლეებმა ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული აჩუქეს მსმენელს. სცენაზე გაჟღერდა უდიდესი კლასიკოსებისა და ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ნაწარმოებები.
❤️ უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ნიჭიერ, შრომისმოყვარე ბავშვებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ აგვივსეს გული სიამაყით. ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და გისურვებთ დიდ წარმატებებს მომავალ სასწავლო წელს!
💐 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თავდაუზოგავ პედაგოგებს პროფესიონალიზმისა და შრომისთვის, და რა თქმა უნდა, მშობლებს — მუდმივი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
📸 გიზიარებთ კონცერტის ამსახველ ფოტოებს:

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი13 ივნისს, | 18:00 საათზეპროგრამაშია:ი. ს. ბახ...
11/06/2026

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი

13 ივნისს, | 18:00 საათზე

პროგრამაშია:

ი. ს. ბახის, ვ. ა. მოცარტის, ლ. ვ. ბეთჰოვენის, ფ. შუბერტის, ფ. შოპენის, რ. შუმანის, ფ. ლისტის, ფ. სორის, მ. ჯულიანის, დ. შოსტაკოვიჩის, ს. პროკოფიევის, რ. შჩედრინის, ა. მაჭავარიანის, დ. ტურაშვილისა და კ. ცაბაძის ნაწარმოებები.

მონაწილეობენ:

ნენე და იაკობ იაკობაშვილები,
ლიდია კოლჩინა,
დავით და ლოლიტა ლიპარტელიანები,
ემინ ჰუსეინლი,
ბარბარე ანდიაშვილი,
ერეკლე ხარხელაური,
ელენე გურგენიძე,
ელენე ნიორაძე,
ანა ბუჯიაშვილი,
ანდრია და სანდრო დოლიძეები,
მართა თორია,
ბარბარე დანგაძე,
ნიცა ხიდაშელი,
თიკო მუნჯიშვილი,
ელენე გორდეზიანი,
ნინო გვირჯიშვილი,
ალექსანდრე ხაბეიშვილი,
ნატალია ესაჯიანი,
უტა ბაჩილავა,
გიორგი მჟავანაძე.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: გიორგი სააკაძის დაღმართი N10

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია აცხადებს მიღებას პროფესორ ირაკლი ევტაფიშვილის ფლეიტის კლასში.თუ გსურს მიიღო უ...
29/05/2026

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია აცხადებს მიღებას პროფესორ ირაკლი ევტაფიშვილის ფლეიტის კლასში.

თუ გსურს მიიღო უმაღლესი დონის მუსიკალური განათლება, განავითარო შენი ნიჭი და დაეუფლო ფლეიტაზე დაკვრის ხელოვნებას გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობით, ეს შანსი შენთვისაა!

✨ რას გთავაზობთ:

🎼 პროფესიულ მუსიკალურ განათლებას

👤 ინდივიდუალურ გაკვეთილებს, რომლებიც სრულად შენს საჭიროებებზეა მორგებული

ფლეიტის დაუფლებას უმაღლეს აკადემიურ დონეზე

📞 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 855 220
✉️ ელ-ფოსტა: [email protected]

Address

Kostava Street 77a
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 11:00 - 18:00

Telephone

+995577214414

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მუსიკის აკადემია • Academy of Music posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category