01/09/2020
რისთვის სწავლობენ ბავშვები მენტალურ არითმეტიკას❓
მაგალითად, იმისათვის რომ შეძლოთ ორნიშნა რიცხვი გაამრავლოთ სამნიშნა რიცხვზე, უნდა წარმოიდგინოთ ერთდროულად საანგარიშოს 25 ბურთულა 😲 და მათი სწორი გადაადგილების მეშვეობით, შეასრულოთ ეს საკმაოდ რთული მათემატიკური მოქმედება, რასაც დღეს იშვიათად თუ ახერხებდეს ვინმე ელექტრონული კალკულატორების გარეშე...
და რას გვაძლევს ეს თვლა❓
დაიწყეთ ადვილიდან, წარმოიდგინეთ საანგარიშოს 🧮 ერთ ჩხირზე 5 ბურთულა, დათვალეთ, და მიაქციეთ ყურადღება, თუ რატომ 🤔გაგიჭირდათ? პირველი და უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ საკმაოდ რთულია მთლიანად გაამახვილო ყურადღება ერთ ამოცანაზე. და ეს ნორმალურია, არავინ არ გვასწავლიდა, გამოცდილი იოგი თუ არ ხართ🧘♀, და მედიტაციის გამოცდილება თუ არ გაგაჩნიათ. არა და ყურადღების კონცენტრაცია უმთავრესი უნარია, რომელიც თუ განავითარეთ, მოგცემთ საშუალებას ბევრად ადვილად შეისწავლოთ თუნდაც🙋 სკოლის საგნები, უფრო ფართოდ დაინახოთ და გაანალიზოთ ამოცანა. დაახლოებით ორი თვის რეგულარული მეცადინეობის შემდეგ, ბავშვები იცვლებიან, ხდებიან მეტად თვითდაჯერებულები🦸♂, იმიტომ რომ ნელნელა უვითარდებათ მყარი რწმენა, რომ სხვებზე ბევრად მეტი შეუძლიათ. უადვილდებათ სწავლა, უვითარდებათ მეხსიერება😎. მენტალური დათვლის დროს 6 – 8 ჯერ იზრდება ტვინში ჟანგბადის მიწოდება, რაც ხელს უწყობს ნეირონული კავშირების განვითარებასა 💪 და გამყარებას. რაც თავისთავად ხელს უწყობს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.
ვეცადე მოკლედ ამეღწერა, თუ რა არის მემნტალური არითმეტიკა და რისთვის ისწავლა ლუკა სახვაძემ ეს 3 წელი. ის მალე ჩვენი წარმატებული და საამაყო კურსდამთავრებული გახდება, ვუსურვებთ წინსვლას, მეტ განვითარებას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას!!!