ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლა

ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლა

ერთი დღე,უამრავი ღიმილი და პირველი მოგონებები… 2026 წლის 19 სექტემბერს, I გ კლასის დამრიგებელმა,მაკა კაციტაძემ, პირველკლ...
26/09/2026

ერთი დღე,უამრავი ღიმილი და პირველი მოგონებები… 2026 წლის 19 სექტემბერს, I გ კლასის დამრიგებელმა,მაკა კაციტაძემ, პირველკლასელებისთვის გაცნობითი ხასიათის ექსკურსია მოაწყო ,,ღულელებში."
ბუნების წიაღში გატარებულმა დღემ ჩვენს პატარა მეგობრებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის, დამეგობრების,ერთად თამაშისა და ახალი შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.დღე სავსე იყო სიცილით,სიხარულით, ცნობისმოყვარე თვალებითა და იმ განსაკუთრებული ემოციებით,რომლებიც ბავშვობის მოგონებებს მთელი ცხოვრება თან მიჰყვება.პირველი კლასი მხოლოდ სწავლა არ არის — ეს არის პირველი მეგობრობები,პირველი აღმოჩენები და პირველი დაუვიწყარი მოგონებები. დღეს ჩვენი პატარა „გ“ კლასის მოსწავლეებმა კიდევ უფრო გაიცნეს, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ერთად შექმნეს ერთი ლამაზი დღე,რომელსაც მომავალში აუცილებლად სიყვარულით გაიხსენებენ.
პირველი მოგონებები უკვე იქმნება და ეს მხოლოდ დასაწყისია!

24/09/2026

1 გ კლასი 🥰🩵💚💛🧡❤️🩷💜💙

24/08/2026

სსიპ- ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!!!!!
📚პირველკლასელთათვის, სასკოლო ფორმების შეძენა ( უნაღდო ანგარიშწორებით ) შესაძლებელია სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ სარეალიზაციო პუნქტში.
(მისამართი: თბილისი. ავჭალა. ლიბანის ქ.22) ჩვენი სკოლისთვის ფორმების შესაძენად განრიგით განსაზღვრულია 4 სექტემბერი.
❗️ადგილზე შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი, აუცილებლად თან იქონიეთ ბავშვის დაბადების მოწმობა.
ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი!

12.06.2026 წელი. V/დ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზე...
29/06/2026

12.06.2026 წელი. V/დ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მოინახულეს გრემისა და ნეკრესის ტაძრები. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ჩამოყალიბება. ასეთი დღეები გვანახებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის კლასგარეშე ღონისძიებები, ისინი არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ უნვითარებს ინტერესს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ. მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო, თბილი და შთამბეჭდავი დღისათვის.

23/06/2026

19 ივნისი.
8გ კლასი.
ექსკურსია დაშბაშის კანიონზე

მე-5 ა კლასის მოსწავლეებს 15 ივნისი არასდროს  დაავიწყდებათ. ეს დღე მათთვის  ნამდვილი თავგადასავალი იყო. მოინახულეს თბილი...
23/06/2026

მე-5 ა კლასის მოსწავლეებს 15 ივნისი არასდროს დაავიწყდებათ. ეს დღე მათთვის ნამდვილი თავგადასავალი იყო. მოინახულეს თბილისის ბოტანიკური ბაღი, დატკბნენ ჩიტების ჭიკჭიკითა და ჩანჩქერის შხუილით. ეწვივნენ „ქართლის დედას“, რომელმაც QR კოდით მოუთხრო ამბები საკუთარ თავზე. შთამბეჭდავი იყო მტკვარზე გასეირნებაც. საოცარი იყო თბილისის ხილვა მდინარიდან და ციდანაც. მოსწავლეები შთაბეჭდილებებითა და ბედნიერი წუთებით დატვირთულები გამოემშვიდობნენ მეხუთე კლასს.

31 მაისს  III დ კლასმადამრიგებელ გვანცა ხაბულიენთან ერთად დაუვიწყარი ექსკურსია მოაწყვეს. მოვინახულეს შიომღვიმის მონასტერ...
23/06/2026

31 მაისს III დ კლასმა
დამრიგებელ გვანცა ხაბულიენთან ერთად დაუვიწყარი ექსკურსია მოაწყვეს. მოვინახულეს შიომღვიმის მონასტერი, სვეტიცხოველი და სამთავროს დედათა მონასტერი :ბავშვებმა ახლოდან გაიცნეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და სულიერი მემკვიდრეობა, მიიღეს ახალი ცოდნა და შექმნეს ბედნიერი მოგონებები. ვუსურვებთ ჩვენს პატარებს საინტერესო აღმოჩენებითა და ლამაზი მოგონებებით სავსე მომავალს! 🌿💙 სიხარულით გაცილებთ IV კლასში წინ ბევრი გამარჯვება გელოდებათ, ჩვენო ძვირფასებო! 💙📚✨

2026 წლის 9 ივნისს 3 დ კლასის მოსწავლეები მე და საზოგადოების პედაგოგის მაკა კაციტაძისა და დამრიგებელ გვანცა ხაბულიანთან ...
23/06/2026

2026 წლის 9 ივნისს 3 დ კლასის მოსწავლეები მე და საზოგადოების პედაგოგის მაკა კაციტაძისა და დამრიგებელ გვანცა ხაბულიანთან ერთად სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ეწვივნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს. ვიზიტის ფარგლებში მათ მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ, გაეცნენ გადაუდებელი დახმარების სამსახურის მუშაობის პრინციპებს და შეიტყვეს, როგორ ხდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამუშაო სივრცე, მოისმინეს საინტერესო განმარტებები ოპერატორების საქმიანობის შესახებ და პრაქტიკული რჩევები მიიღეს უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. ვიზიტმა მათ აუმაღლა სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა და კიდევ ერთხელ დაანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია 112-ის სწორი და მიზნობრივი გამოყენება.
ექსკურსია იყო საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი, რომელმაც მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ცოდნა და სასარგებლო გამოცდილება შესძინა.

Address

Gldani A M/r
Tbilisi
0167

Opening Hours

Monday 09:00 - 16:00
Tuesday 09:00 - 16:00
Wednesday 09:00 - 16:00
Thursday 09:00 - 16:00
Friday 09:00 - 16:00

Telephone

+995322652980

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category