Kaikona • კაიკონა

Kaikona • კაიკონა ნეირომეცნიერებასა და გონების სისავსის პრაქტიკებზე დაფუძნებული პიროვნული განვითარების პლატფორმა

💫 ღამე მშვიდობისა, ძვირფასო კაიკონელებო.🍂 შემოდგომის პირველი სიახლე კაიკონას კლასის გახსნით გვინდა გახაროთ. 🙏 17 ოქტომბრ...
12/09/2026

💫 ღამე მშვიდობისა, ძვირფასო კაიკონელებო.

🍂 შემოდგომის პირველი სიახლე კაიკონას კლასის გახსნით გვინდა გახაროთ.

🙏 17 ოქტომბრიდან ICDP - ის, ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამის, ახალი ნაკადი იხსნება მშობლებისა და მზრუნველებისთვის.

🖐️ 5 შაბათი, სრული დღე, შეხვედრა ორ კვირაში ერთხელ და შეხვედრებს შორის საკმარისი დრო, რომ აღმოჩენები ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს, ბავშვებთან ურთიერთობა კი, უფრო ჰარმონიული.

👉 რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/QXTG86YjYSTY4iN38

🌸 სიყვარულით.

🌞 ამ ზაფხულს კაიკონა 25 მასწავლებლისთვის სელფ-რეგის ონლაინ კლასს ხსნის. სექტემბრისათვის მზადება ყოველთვის არ საჭიროებს კ...
09/06/2026

🌞 ამ ზაფხულს კაიკონა 25 მასწავლებლისთვის სელფ-რეგის ონლაინ კლასს ხსნის.

სექტემბრისათვის მზადება ყოველთვის არ საჭიროებს კიდევ ერთი ახალი ტექნიკის სწავლას ან გასაკეთებელი საქმეების კიდევ ერთ ჩამონათვალს. ხანდახან მზადება შემეცნებით იწყება.

🌸 გავიგოთ, რატომ წვალობენ ბავშვები სასკოლო გარემოში.
🌸 გავიგოთ, როგორ მოქმედებს ჭარბი სტრესი სწავლისა და შემეცნების პროცესზე.
🌸 გავიგოთ, რატომ ხდება, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღეებიც კი, გვფიტავს.
🌸 გავიგოთ, რა გვეხმარება საკუთარ თავთან და ბავშვებთან, სილაღესთან და შემოქმედებასთან კავშირის აღდგენაში.

ივლისის შვიდი დილა, შემეცნებაზე ორიენტირებული ერთობა და შესაძლებლობა ახლებურად შევხედოთ ქცევებს.

🌿 20–26 ივლისი
🌿 ონლაინ Zoom - ით
🌿 თანამონაწილეობა: 250-500 ლარი

სხვა ყველა დეტალი კურსის შინაარსთან, პრაქტიკულ ინფორმაციასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულში:

https://forms.gle/VkEtuhMXdJr7P8Fd6

🫂 ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ სჭირდებათ მასწავლებლებს მხარდამჭერი გარემო, სადაც კლასში არსებული გამოწვევები გაგებულია, საერთო წუხილიც და სიხარულიც მოსმენილია და გზა ცვლილებებისკენ დანახულია.

გელოდებით სელფ-რეგის სამყაროში ერთად სამოგზაუროდ.

#სელფრეგი #კაიკონასკლასები

🌸 ✨ ჩვენი წარსულიდან, ჩვენი მომავლისთვის"now the ears of my ears awake and now the eyes of my eyes are opened." - e.e. c...
26/05/2026

🌸 ✨ ჩვენი წარსულიდან, ჩვენი მომავლისთვის

"now the ears of my ears awake and now the eyes of my eyes are opened." - e.e. cummings

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ჩვენი მეგობრების, ნინოს და ელენეს, ფოტოთი ბერლინიდან

13/05/2026

🔥 როდესაც თავად მშობელი იწვევს კურნების პროცესს

გაიცანით კიდევ ერთი ოჯახი: დედა - ციცი სულაშვილი, შვილი - თაია და ნატიფი ცვლილებები, როდესაც ზრუნვა სხეულებრივი ხდება.

🌸 კაიკონაში ძალიან ვაფასებთ მიდგომებს, რომელიც ხელს უწყობს ორს შორის გულისხმიერი ურთიერთობების აღდგენას. გზები, რომელიც უფრო ღრმად უსმენს სხეულს, ნერვულ სისტემას და თვალსაჩინოების მიღმა შრეებით ინტერესდება.
ამასთანავე, ჩვენ ვაცნობიერებთ რამხელა დამატებით ტკივილსა და სტრესს იწვევს ბავშვებისა და ოჯახებისთვის ის მიდგომები, რომელიც ქცევების შეცვლასა და გამოსწორებას ბავშვების გარემოსთან მორგებით ცდილობენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე სენსორული სირთულეებისა და აუტიზმის მქონე ბავშვებს ეხებათ.

🤚🏻სწორედ ამიტომ კაიკონას ხელსაწყოების სკივრს QST (Qigong Sensory Treatment) - შეხებაზე დაფუძნებული პროგრამა დაემატა. იქ სადაც ბავშვებს ხშირად ვერ ვუგებთ და უფრო მეტიც, ვაჩუმებთ ხოლმე, ეს პროგრამა მათთან კავშირის აღდგენაზეა.

QST-ის საშუალებით რაღაც ძალიან მარტივი, და ამავე დროს ძირეული იჩენს თავს: მშობლები ხდებიან ისინი, ვინც თავიანთი ხელებით, მოსიყვარულე თანდასწრებითა და თანმიმდევრული მოქმედებებით არეგულირებენ და აძლიერებენ ბავშვების სამყაროსთან ურთიერთობის სხეულებრივ მექანიზმს. არა სწრაფი შედეგებისთვის, არამედ ერთობისათვის, ნდობისა და ცვლილებებისთვის, რომელიც შიგნიდან მოდის.

✊🏼 კარავი • Karavi -სა და MAC Georgia - ს ხელშეწყობით ჩვენ უკვე ოთხ ოჯახს ვასწავლეთ QST მასაჟი. ამ ვიდეოთი კი გვსურს ხმა უფრო მეტ ადამიანს მოგაწვდინოთ და გაჩვენოთ, რომ არსებობს განსხვავებული, ნაკლებხარჯიანი, ნაკლებმტკივნეული და მეტად სიამოვნების მომგვრელი გზებიც ჩვენი შვილების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით კარავის გვერდს.

🎥: დემეტრე დათიაშვილი

🌸 კაიკონას მაისის თვის მთავარი მოვლენები ბავშვებისა და მოზარდების კეთილდღეობას ეძღვნება.🎠 გავიცნობთ სხვადასხვა ასაკის ბა...
06/05/2026

🌸 კაიკონას მაისის თვის მთავარი მოვლენები ბავშვებისა და მოზარდების კეთილდღეობას ეძღვნება.

🎠 გავიცნობთ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს (ნინოს წიგნის საშუალებით) და გავუზიარებთ ჩვენს ცოდნას პედაგოგებს, მასწავლებლებსა და თერაპევტებს საკუთარ თავთან და ბავშვებთან გულისხმიერი ურთიერთობების შესახებ.

❤️ გვახარებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო მეტი ადამიანი ვიზეიმოთ, მათ მრავალფერ ხმებს მოვუსმინოთ და ერთად განვიცადოთ სივრცის, ერთობისა და გათავისუფლების განცდები.

🌞 თამამი შაბათები ბრუნდება. 🔥 ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დრო დავუთმოთ და აღვადგინოთ ერთობის განცდა. შევქმნათ სივრცე, სად...
04/05/2026

🌞 თამამი შაბათები ბრუნდება.

🔥 ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დრო დავუთმოთ და აღვადგინოთ ერთობის განცდა. შევქმნათ სივრცე, სადაც ერთმანეთთან გაშინაურება დაპურების, ერთმანეთის მოსმენისა და საკუთარი ამბის გაზიარებით ხდება.

🌀 შემოგვიერთდით ამ პროცესში, სადაც არაფერია გასაკეთებელი გარდა შენელებისა, დაკვირვებისა და აღმოჩენებით ტკბობისა.

შემოწირულობა: 30/45/60 (pay it forward) ლარი.

სიყვარულით, კაიკონა 🌸

28/04/2026

საბავშვო წიგნების ძალა, საკუთარი თავის - ჩვენი შინაგანი და გარე სამყაროს დაფასება და არაჩვეულებრივ მოზარდებთან შეკავშირება ამბავთეკა • Ambavtheque - ს საშუალებით განვიცადეთ. ✨🌸✨

🫶 თუ თქვენც გაქვთ სურვილი, თქვენს მოზარდებთან ერთად მსგავსი შეხვედრა ჩატარდეს, მოგვწერეთ.

🖐🏼 We all have said No easily and directly to our kids when we have a need to protect them. 🦻🏼But have you explored how ...
27/04/2026

🖐🏼 We all have said No easily and directly to our kids when we have a need to protect them.

🦻🏼But have you explored how is it to hear No?

🦶🏼What is the impact of saying No even when our intentions are kind?

☝🏼Can we even say No without guilt or shame?

🫴🏼 Are there other ways to say No to others when we want to protect our boundaries?

Let's contemplate and practice together how it is to say and hear No in different ways ❤️

📍 Design Institute, D. Uznadze street 82

⏰ 18:30 - 20:30

🎟️ 60 Gel by cash or transfer to Kaikona account

👅 English

A rare opportunity to explore how to say “No” with care.We had hoped to gather recently around Nonviolent Communication,...
23/04/2026

A rare opportunity to explore how to say “No” with care.

We had hoped to gather recently around Nonviolent Communication, and while that didn’t happen, we’re so glad to open this new opportunity.

We’re happy to welcome beautiful Betka Wojcik to Tbilisi for an experiential Nonviolent Communication workshop on boundaries, honesty, and connection.

A space to practice saying “No” without guilt, blame, or disconnection — and to discover how it can actually bring more clarity and care into our relationships.

You’re warmly invited to join and please share it with those who might need this space too.

🌸 აპრილის სადღესასწაულო თვეს კაიკონური შეხვედრები გრძელდება.🎠 სანამ თითოეულის შესახებ ინფორმაციას თავად ნინო გაგაცნობთ, ...
12/04/2026

🌸 აპრილის სადღესასწაულო თვეს კაიკონური შეხვედრები გრძელდება.

🎠 სანამ თითოეულის შესახებ ინფორმაციას თავად ნინო გაგაცნობთ, მანამდე შეგიძლიათ აქ შეათვალიეროთ და თქვენთვის სასურველი ამოირჩიოთ.

❤️ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია განსხვავებულ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო მეტი ადამიანი ვიზეიმოთ, მათ მრავალფერ ხმებს მოვუსმინოთ და ერთად განვიცადოთ სივრცის, ერთობისა და გათავისუფლების განცდები.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 17:00 - 20:00
Tuesday 17:00 - 20:00
Wednesday 17:00 - 20:00
Thursday 17:00 - 20:00
Friday 17:00 - 20:00

Telephone

+995555225558

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kaikona • კაიკონა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Kaikona • კაიკონა:

Shortcuts

Share