02/10/2026
🔎📜🇬🇪 🏘️⛪🏺🛠️🧺
✨📚 როცა ისტორია ცოცხლდება, სწავლა ნამდვილ მოგზაურობად იქცევა!
🏛️ ჩვენმა მეცხრეკლასელებმა ისტორიულ დმანისში იმოგზაურეს და ისტორიის, არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალ ნიმუშებს გაეცნენ.
🏺მოსწავლეებმა დაათვალიერეს დმანისის ნაქალაქარი და მუზეუმ-ნაკრძალი, ნახეს ძველი ქალაქის ნაშთები, გაეცნენ შუა საუკუნეების ქალაქურ ცხოვრებას, არქიტექტურას, ხელოსნობასა და ვაჭრობას.
👣🔎 დაათვალიერეს ზეზვასა და მზიას აღმოჩენის ადგილი — დმანისში აღმოჩენილ უძველეს ჰომინინთა ნაშთები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის ადრეული გავრცელების ისტორიის შესწავლაში.
📚 მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, წიგნში ნასწავლი ისტორია რეალურ სივრცეში დაენახათ, დაესვათ კითხვები და მიღებული ცოდნა საკუთარ გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ.
👨🏫 დამრიგებელი, პროექტის ხელმძღვანელი და ფოტოების 📸 ავტორი - შალვა ჯავახია