სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა

Share

თქვენ ეწვიეთ სკოლის გვერდს. ჩვენი მიზ?

10/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა's post 02/06/2026

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტში გაიმართა მასშტაბური საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოზარდებში სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის როლისა და ფუნქციების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სკოლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლენილი მოსწავლეების სახელოვნებო ნამუშევრები თემაზე: „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი". მათ შორის იყო სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლის ალექსანდრე გორგაძის ნახატი.
დიდი მადლობა სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ქალბატონ ნატა კიკაბიძეს კონკურსის ორგანიზებისათვის!❤️❤️❤️ ულევ წარმატებას ვუსურვებთ ალექსანდრეს!❤️❤️❤️

18/05/2026

„საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი მინი ფეხბურთში სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის გუნდია! ❤️❤️❤️
ვულოცავთ გამარჯვებას გუნდის ყველა წევრს და ვუსურვებთ ულევ წარმატებას.
❤️👏❤️👏❤️👏

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა's post 18/05/2026

საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლის თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ოჯახური ღირებულებების გაძლიერებას. სკოლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლენილი მოსწავლეების სახელოვნებო ნამუშევრები გამოფენილი იყო ოჯახური ღირებულებების თემაზე: „ჩემი თვალით დანახული სამყარო“, მათ შორის სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის ნინო ყურაშვილის ნახატი.
დიდი მადლობა სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ქალბატონ ნატა კიკაბიძეს კონკურსის ორგანიზებისათვის❤️❤️❤️ ულევ წარმატებას ვუსურვებთ ნინოს❤️❤️❤️

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა's post 22/04/2026

ცნობიერების ამაღლების მიზნით 2026 წლის 22 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა's post 22/04/2026

2026 წლის 21 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის VIIIბ კლასის მოსწავლეები, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU) შეხვდნენ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, მონაწილეობა მიიღეს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ქიმიურ ექსპერიმენტებში: ქიმიური შუქნიშანი, იოდის საათის რეაქცია, ხელოვნური სისხლი, ოქროს წვიმა, პირანია ხსნარი და სხვა.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა's post 20/04/2026

მიმდინარე წელს თბილისთან ახლოს, სოფელ კრწანისში (ქ. გარდაბანი), გაიხსნა ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღებას გეგმავს.
2026 წლის 20 აპრილს, აღნიშნული სიახლე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებს გააცნეს.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა's post 01/04/2026

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის, თბილისის საქალაქო თამაშების ფარგლებში გამართულ მინი ფეხბურთის ჩემპიონატში სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლამ მოიპოვა პირველი ადგილი. ⚽️🏆🥇 გამარჯვება არის ჩვენი გუნდის მიზანდასახულობის, შრომისა და პასუხისმგებლობის ნათელი გამოხატულება. მონაწილეებმა მაღალი დონით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და ღირსეულად დაიცვეს სკოლის სახელი.❤️❤️❤️
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გუნდის წევრებს, მწვრთნელსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევაში. ვულოცავთ ჩვენს გუნდს წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც არაერთ ღირსეულ გამარჯვებას. ❤️👏❤️👏❤️👏❤️

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა's post 26/02/2026

2026 წლის 25 თებერვალს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით. მოსწავლეები გაეცანენ 1921 წლის ომის მიმდინარეობას, არსებული ისტორიულ-პოლიტიკური ვითარებას, ასევე ომის გმირებსა და მათ თავდადებას სამშობლოს დაცვისთვის. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ისტორიული ცნობიერების ამაღლება და ეროვნული მნიშვნელობის თარიღის გააზრება. ღონისძიებამ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათი მიიღო და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლა's post 13/02/2026

მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, 2026 წლის 9 თებერვალს სსიპ ქალაქ თბილისის №18 საჯარო სკოლის კლუბის „მე ვეუფლები პროფესიას“ წევრებმა, IX და X კლასის მოსწავლეებმა, დაათვალიერეს სსიპ-კოლეჯი „მერმისი“, სადაც მათ უმასპინძლა ქალბატონმა ლალი ბეშკენაძემ, რომელმაც მოსწავლეებს დეტალურად გააცნო კოლეჯის პროგრამები. რეგისტრაციის, სწავლისა და დასაქმების პირობები.
ქალბატონმა ლალიმ მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროფესიული მიმართულებების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ კოლეჯის სასწავლო მიმართულებებს: კულინარია, საოფისე საქმე, კერვა, გობელენი, ელექტროობა და ა.შ. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია კოლეჯის საქმიანობამ.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


დავით აღმაშენებლის გამზირი N180
Tbilisi
0112