სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი

სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი • Institute for Social and Cultural Research

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი 2014 წელს შეიქმნა მოდერნულობის შესწავლის ინსტიტუტის საფუძველზე. მისი მიზანია, ჩაეძიოს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის აწმყოსა და ისტორიისთვის მწვავე სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებს. ინსტიტუტი მკვლევრებს ახალისებს გამბედავი დარგთაშორისი მუშაობისა თუ დარგებს შორის საზღვრების გადალახვისკენ, რისი წყალობითაც იკვეთება ახალი საკვლევი საგნები და მუშავდება ახალი თეორიული ჩარჩოები.

ინსტიტუტის კვლევების ქრონოლოგიური სპექტრი ფართოა და მოიცავს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პროცესებს შუა საუკუნეებიდან დღემდე. კვლევის საგანია ისეთი ფართო თემატური ბლოკები, როგორებიცაა პოლიტიკური თეოლოგია, პოლიტიკური ეკონომია, იმპერიული მმართველობები და იდეოლოგიები, ერი-სახელმწიფოს მშენებლობის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განზომილებები, საქართველოს მიერ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე გამოცდილი მოდერნულობისა და მოდერნიზაციის სხვადასხვა პროექტები. შესაბამისად, ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების უმეტესობა გადანაწილებულია ოთხი წამყვანი კვლევითი ბირთვის ქვეშ: 1. პოლიტიკური თეოლოგია საქართველოში, 2. იმპერიული პარადიგმები, 3. საქართველოს რესპუბლიკები და 4. ინფრასტრუქტურები და ეკოლოგიები. ამავდროულად, ინსტიტუტი ღიაა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მომუშავეთათვის, ვინც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ასპექტებით არიან დაინტერესებული.

ინსტიტუტი აფილირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისეთ სასწავლო პროგრამებთან, როგორებიცაა კულტურის კვლევებისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამები, რომლებიც ინსტიტუტში შემავალი დამატებითი ორი სასწავლო-კვლევითი ბირთვია ხსენებული ოთხი კვლევითი ბირთვის გვერდით. ამ თანამშრომლობის მიზანია სწავლისა და კვლევის პროცესების ინტეგრაცია და ეფუძნება ინსტიტუტის მეთოდოლოგიურ სულისკვეთებას, სიმბოლურ-კულტურული გამოვლინებების დონეზე გამოიკვლიოს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის წარსულსა თუ აწმყოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები და ეთნოგრაფიულად მოიხელთოს მათი ისტორიული ქმნადობა და ცოცხალი გამოცდილება.

ინსტიტუტი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხანგრძლივობით თანამშრომლობდა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით დაწესებულებასა და ფონდთან. მათ შორისაა ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრი, პოტსდამის თანამედროვე ისტორიის ცენტრი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ალექსანდერ-ფონ-ჰუმბოლდტის სამეცნიერო ფონდი, ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო“, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ჰაინრიხ-ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი.

საშემოდგომო სკოლის „ლიმინალობა და ძალაუფლება“ ფარგლებში, 8 ოქტომბერს, 15:30 საათზე გაიმართება პროფესორი სტეფანო დე მატეი...
01/10/2026

საშემოდგომო სკოლის „ლიმინალობა და ძალაუფლება“ ფარგლებში, 8 ოქტომბერს, 15:30 საათზე გაიმართება პროფესორი სტეფანო დე მატეისის ონლაინ-ლექცია "Making the Most of Liminality" („ლიმინალობის მაქსიმალურად გამოყენება“).

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით პოსტზე.

🟢 8 ოქტომბერს, 15:30 საათზე, პროფესორი სტეფანო დე მატეისი Zoom პლატფორმის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ლიმინალობის მაქსიმალურად გამოყენება“. იგი მიმოიხილავს, როგორ უწყობს ხელს „ყოფნის კრიზისის“ კონცეფცია ლიმინალობის უფრო ღრმად გააზრებას.

⚪️ ლექცია ტარდება საშემოდგომო სკოლის „ლიმინალობა და ძალაუფლება“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია პროფ. ულრიხ ვან ლოიენი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). სკოლა დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ.

👤 სტეფანო დე მატეისი, რომისა და სალერნოს უნივერსიტეტების კულტურული ანთროპოლოგიის ყოფილი პროფესორი, წამყვანი მკვლევარი და იტალიელი ანთროპოლოგის, ფილოსოფოსისა და რელიგიის ისტორიკოსის, ერნესტო დე მარტინოს (1908-1965) ნაშრომების რედაქტორია.

🟢 სამუშაო ენა: ინგლისური
📅 8 ოქტომბერი, 15:30 (საქართველოს დროით)
🔵 დასასწრები ბმული: https://bit.ly/3VnFM8N (Meeting ID: 824 0699 3866; Passcode: 812151)

🔗 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/PribB

მოხარულნი ვართ, მოგიწვიოთ საშემოდგომო სკოლაში ¬- „ლიმინალობა და ძალაუფლება“ მონაწილეობის მიღების მიზნით, რომელიც 2026 წლ...
27/08/2026

მოხარულნი ვართ, მოგიწვიოთ საშემოდგომო სკოლაში ¬- „ლიმინალობა და ძალაუფლება“ მონაწილეობის მიღების მიზნით, რომელიც 2026 წლის 7-10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში გაიმართება.

საშემოდგომო სკოლა იკვლევს ურთიერთკავშირს ლიმინალურ გამოცდილებებს, კულტურულ პრაქტიკებსა და პოლიტიკურ ძალაუფლებას შორის, აერთიანებს რა ხედვებს ანთროპოლოგიიდან, ისტორიიდან, ფილოსოფიიდან, კულტურის კვლევებისა და კინომცოდნეობიდან. ლექციების, სამკითხველო ჯგუფების, პრეზენტაციების, დისკუსიების, სამუშაო შეხვედრებისა და კინოჩვენებების ფარგლებში მონაწილეები სიღრმისეულად განიხილავენ ლიმინალობის, რიტუალის, სუვერენიტეტის, პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ძალადობის, ეთნოგრაფიისა და ვიზუალური კულტურის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კავკასიის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონებს. პროგრამა თავს უყრის მეცნიერებს შვეიცარიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან და საქართველოდან და მონაწილეებს სთავაზობს ინტენსიური ინტერდისციპლინური სწავლის, დისკუსიისა და აკადემიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის (მე-3 და მე-4 კურსის), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს და ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროგრამის თემატიკით. მონაწილეობისთვის სავალდებულოა ოთხდღიანი საშემოდგომო სკოლის ყველა სესიასა და აქტივობაზე სრული დასწრება. მონაწილეები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ დასწრებისა და ჩართულობის მოთხოვნებს, მიიღებენ სერტიფიკატს.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://forms.gle/yoNZZECYZCvveuZS6 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 სექტემბერი. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებები ჩატარდება 2026 წლის 18–19 სექტემბერს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მონაწილეებს ეცნობებათ ეცნობებათ 2026 წლის 25 სექტემბრამდე.

საშემოდგომო სკოლის დეტალური პროგრამა, საკითხავი მასალა და სხვა პრაქტიკული ინფორმაცია შერჩეულ მონაწილეებს კონკურსის დასრულების შემდგომ მიეწოდებათ. დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული საშემოდგომო სკოლის „ლიმინალობა და ძალაუფლება“ საინფორმაციო ფურცელი.

დამატებითი კითხვების არსებობისას, გთხოვთ დაუკავშირდეთ მერი ქეით (ქეთევან)
უგრეხელიძეს: [email protected]

We are pleased to invite applications for the Autumn School “Liminality and Power”, taking place at Ilia State University in Tbilisi from 7 to 10 October 2026.

The Autumn School explores the relationship between liminal experiences, cultural practices and political power, bringing together perspectives from anthropology, history, philosophy, cultural studies and film. Through lectures, reading groups, presentations, discussions, workshops and film screenings, participants will engage with questions of liminality, ritual, sovereignty, political transformation, violence, ethnography and visual culture, with particular attention to the Caucasus, the Mediterranean and the Black Sea. The program brings together scholars and researchers from Switzerland, Germany, Italy, Austria and Georgia and offers an opportunity for intensive interdisciplinary learning, discussion and exchange.

The Autumn School is open to bachelor’s students (3rd and 4th year), master’s and PhD students, as well as early-career researchers from Ilia State University and other universities in Georgia with an interest in the themes of the program. Participation requires full attendance throughout the four-day Autumn School. Participants who meet the attendance and participation requirements will receive a certificate of participation.

For participation, please use the following application link: https://forms.gle/yoNZZECYZCvveuZS6 Application deadline: 10 September 2026. Shortlisted applicants will be invited to interviews on 18–19 September 2026. Selected participants will be notified by 25 September 2026.

The detailed programme, reading list and practical information will be shared with selected participants following the selection process. Please find the Autumn School “Liminality and Power” Information Sheet attached for the further details.

For further questions, please contact Mary Kate (Ketevan) Ugrekhelidze: [email protected]

For English scroll down. 15-17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვორქშოფი "მოდერნულობა და სუვე...
31/07/2026

For English scroll down.
15-17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვორქშოფი "მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში". დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული https://soccult.iliauni.edu.ge/?p=3434&lang=en

The workshop "Modernity and Sovereignties in Georgia" was held at Ilia State University from June 15 to June 17. For more information see https://soccult.iliauni.edu.ge/?p=3434&lang=en

The workshop was held at Ilia State University from June 15 to June 17. It brought together approximately twenty scholars from the social sciences and

ორ საათში გელოდებით სემესტრის ბოლო კოლოკვიუმზე ონლაინ!
18/06/2026

ორ საათში გელოდებით სემესტრის ბოლო კოლოკვიუმზე ონლაინ!

For English scroll down.

18 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ტომ ტრიერის კვლევას: “სკანდინავია და სამხრეთ კავკასია: დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები 1918-1922 წლებში”.

მოხსენების შესახებ:

კოლოკვიუმი ეხება ისტორიულ კავშირებს ევროპის კიდეებზე მდებარე ორ შორეულ და განსხვავებულ რეგიონს – სკანდინავიასა და სამხრეთ კავკასიას შორის. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან სკანდინავიისა და შავი ზღვის პორტებს შორის საზღვაო ვაჭრობამ ხელი შეუწყო ახალი კომერციული კავშირებისა და საკონსულო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ გაცვლით პროცესებში საკვანძო როლს ასრულებდნენ სკანდინავიელი ვაჭრები, რომლებიც ხშირად კონსულებადაც მსახურობდნენ. კასპიის ზღვის აუზში ნავთობის აღმოჩენამ მიიზიდა სკანდინავიელი მეწარმეები – მათ შორის ყველაზე გამორჩეული შვედი ნობელების ოჯახი – რამაც ხელი შეუწყო ბაქოს მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრად გადაქცევას. 1870-იანი წლების ბოლოდან 1920-იანი წლების დასაწყისამდე ნავთობმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია სამხრეთ კავკასიაში.

კოლოკვიუმი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის იმპერიის დაცემის პერიოდის ტურბულენტურ წლებზე, როდესაც საქართველომ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, 1918 წელს ხანმოკლე დამოუკიდებლობა მოიპოვა. ის ეყრდნობა სკანდინავიურ და ქართულ პერსპექტივებს, რათა აჩვენოს, თუ როგორ უმკლავდებოდნენ კონსულები და დიპლომატები ცვალებად პოლიტიკურ ვითარებას და როგორ განიხილავდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატი ლიდერები ნეიტრალურ სკანდინავიას, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ხიდს. ეს ოთხათწლიანი ურთიერთობა მოულოდნელად შეწყდა 1920-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში წითელი არმიის შემოჭრით.

პრეზენტაცია ეფუძნება ტომ ტრიერის საარქივო კვლევას მისი წიგნისთვის, რომელიც გამოიცემა 2026 წლის 15 ივლისს: „ლურჯი ზღვა, შავი ოქრო, წითელი დროშა: სკანდინავია და სამხრეთ კავკასია, 1880-იანი – 1920-იანი წლები“, ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის გამოცმემლობის მიერ.

მომხსენებლის შესახებ:

ტომ ტრიერი დანიელი მკვლევარია, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა კავკასიაში. მას აქვს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში და ათ წელზე მეტი გაატარა ევროკავშირის დიპლომატად მუშაობაში, მათ შორის საქართველოშიც. ტრიერი სპეციალიზდება ეთნო-პოლიტიკურ საკითხებში და გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ეთნიკურ უმცირესობებზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და 1940-იან წლებში საქართველოდან დეპორტირებულ მესხ მოსახლეობაზე.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/HXVwViQjQEKKZ-3eQDHO0g?fbclid=IwY2xjawSaTc5leHRuA2FlbQIxMABicmlkETI1eVBUaE1aMnM4TmMxSzU2c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvhZNhB46hzl98FKp8FddKK5aBH-YMP-cQgL1YFx56Dhkw7VZUyZn_JP04iq_aem__aEizKXf3c8reXHw8NEGkQ #/registration

On June 18, at 7 pm Tbilisi time, the biweekly research colloquium of the Institute for Social and Cultural Research, Ilia State University, will host Tom Trier with a talk on his research: “Scandinavia and the South Caucasus: Diplomatic and Consular Relations 1918-1922”.

Abstract:

The colloquium addresses the historical connections between two distant and distinct regions on Europe’s edges: Scandinavia and the South Caucasus. From the late nineteenth century, maritime trade between Scandinavian and Black Sea ports fostered new commercial ties and consular relations. Scandinavian merchants played key roles in this exchange, often serving as consuls. The discovery of oil along the Caspian Sea attracted Scandinavian entrepreneurs—most notably the Swedish Nobel family—helping transform Baku into a major industrial hub. Between the late 1870s and the early 1920s, oil drove significant economic and socio-political change in the South Caucasus.

In particular, the colloquium focuses on the turbulent years around World War I and the fall of the Russian Empire, when Georgia, along with Armenia and Azerbaijan, briefly gained independence in 1918. It draws on Scandinavian and Georgian perspectives to show how consuls and diplomats navigated shifting politics, and how Georgia’s social democratic leaders looked to neutral Scandinavia as a bridge to Europe. The four-decade relationship ended abruptly with the Red Army invasions of the South Caucasus in 1920-1921.

The presentation is based on Tom Trier’s archive research for his book that will be released on 15 July 2026: “Blue Sea, Black Gold, Red Banner: Scandinavia and the South Caucasus, 1880s–1920s“, Northern Illinois University Press.

Bio:

Tom Trier is a Danish scholar, who has lived and worked in the Caucasus for two decades. He holds an M.Sc. in social anthropology from the University of Copenhagen and has spent over ten years working as a diplomat for the European Union, including in Georgia. Trier specialises in ethno-political issues and has published extensively on ethnic minorities in East Central Europe and the former Soviet Union, Georgian-Abkhaz relations, and the Meskhetian population deported from Georgia in the 1940s.

The event will take place in English via Zoom. Registration is required.

To register please follow this link. https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/HXVwViQjQEKKZ-3eQDHO0g?fbclid=IwY2xjawSaTc5leHRuA2FlbQIxMABicmlkETI1eVBUaE1aMnM4TmMxSzU2c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvhZNhB46hzl98FKp8FddKK5aBH-YMP-cQgL1YFx56Dhkw7VZUyZn_JP04iq_aem__aEizKXf3c8reXHw8NEGkQ #/registration

ხვალ, 17 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგი...
16/06/2026

ხვალ, 17 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“.

დღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად, როგორც მეტროპოლიებში, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას, ინტელექტუალურ თავისუფლებას და უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ავტონომიას. საქართველო, როგორც ეს მის ისტორიაში ხშირად მომხდარა, დღესაც ერთდროულად გვევლინება, როგორც განაპირა, უკიდურესი შემთხვევა და როგორც უფრო დიდი პროცესების ამრეკლავი და გარდამტეხი სარკე.

აღნიშნულ საკითხებს გეოგრაფიული მდებარეობის, ინსტიტუციური კუთვნილებისა და დარგობრივი სპეციალიზაციის ჭრილში განიხილავენ:

ჰარშა რამი, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი
ფლორიან მიულფრიდი, ანთროპოლოგი
ია ერაძე, პოლიტიკური ეკონომისტი
მოდერატორი – ლუკა ნახუცრიშვილი

საჯარო ღონისძიება ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“, რომლის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი).

ღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში.

სამუშაო ენა: ინგლისური (კითხვის დასმა შესაძლებელია ქართულად)

დრო: 17 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

ხვალ, ზეგ და მაზეგ (16, 17, 18 ივნისს) ჩვენი ინსტიტუტი გამორჩეულად საინტერესო ღონისძიებებზე გეპატჯებათ: 16 ივნისს, 15:30...
15/06/2026

ხვალ, ზეგ და მაზეგ (16, 17, 18 ივნისს) ჩვენი ინსტიტუტი გამორჩეულად საინტერესო ღონისძიებებზე გეპატჯებათ:
16 ივნისს, 15:30 საათზე, კავკასიის, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიკოსი, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“.
Zoom-ზე სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/waBLn

17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“.
დისკუსიის ცენტრალური თემაა გლობალური ავტორიტარული შემობრუნება და თავდასხმა უნივერსიტეტებზე. ამ საკითხებს თავთიანთი გეოგრაფიული მდებარეობის, ინსტიტუციური კუთვნილებისა და დარგობრივი სპეციალიზაციის ჭრილში განიხილავენ პოლიტიკური ეკონომისტი ია ერაძე, ლიტერატურათმცოდნე ჰარშა რამი და ანთროპოლოგი ფლორიან მიულფრიდი (მოდერატორი: ლუკა ნახუცრიშვილი).

18 ივნისს, 19:00 საათზე, Zoom-ში გაიმართება ამ სემესტრის ბოლო კოლოკვიუმი, რომელზეც ტომ ტრიერი წარგვიდგენს თავის ახლახანს გამოცემულ კვლევას “სკანდინავია და სამხრეთ კავკასია: დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები 1918-1922 წლებში”.
Zoom-ზე სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/UYCbb

სამივე ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური.

For English scroll down. 18 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვ...
13/06/2026

For English scroll down.

18 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ტომ ტრიერის კვლევას: “სკანდინავია და სამხრეთ კავკასია: დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები 1918-1922 წლებში”.

მოხსენების შესახებ:

კოლოკვიუმი ეხება ისტორიულ კავშირებს ევროპის კიდეებზე მდებარე ორ შორეულ და განსხვავებულ რეგიონს – სკანდინავიასა და სამხრეთ კავკასიას შორის. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან სკანდინავიისა და შავი ზღვის პორტებს შორის საზღვაო ვაჭრობამ ხელი შეუწყო ახალი კომერციული კავშირებისა და საკონსულო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ გაცვლით პროცესებში საკვანძო როლს ასრულებდნენ სკანდინავიელი ვაჭრები, რომლებიც ხშირად კონსულებადაც მსახურობდნენ. კასპიის ზღვის აუზში ნავთობის აღმოჩენამ მიიზიდა სკანდინავიელი მეწარმეები – მათ შორის ყველაზე გამორჩეული შვედი ნობელების ოჯახი – რამაც ხელი შეუწყო ბაქოს მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრად გადაქცევას. 1870-იანი წლების ბოლოდან 1920-იანი წლების დასაწყისამდე ნავთობმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია სამხრეთ კავკასიაში.

კოლოკვიუმი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის იმპერიის დაცემის პერიოდის ტურბულენტურ წლებზე, როდესაც საქართველომ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, 1918 წელს ხანმოკლე დამოუკიდებლობა მოიპოვა. ის ეყრდნობა სკანდინავიურ და ქართულ პერსპექტივებს, რათა აჩვენოს, თუ როგორ უმკლავდებოდნენ კონსულები და დიპლომატები ცვალებად პოლიტიკურ ვითარებას და როგორ განიხილავდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატი ლიდერები ნეიტრალურ სკანდინავიას, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ხიდს. ეს ოთხათწლიანი ურთიერთობა მოულოდნელად შეწყდა 1920-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში წითელი არმიის შემოჭრით.

პრეზენტაცია ეფუძნება ტომ ტრიერის საარქივო კვლევას მისი წიგნისთვის, რომელიც გამოიცემა 2026 წლის 15 ივლისს: „ლურჯი ზღვა, შავი ოქრო, წითელი დროშა: სკანდინავია და სამხრეთ კავკასია, 1880-იანი – 1920-იანი წლები“, ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის გამოცმემლობის მიერ.

მომხსენებლის შესახებ:

ტომ ტრიერი დანიელი მკვლევარია, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა კავკასიაში. მას აქვს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში და ათ წელზე მეტი გაატარა ევროკავშირის დიპლომატად მუშაობაში, მათ შორის საქართველოშიც. ტრიერი სპეციალიზდება ეთნო-პოლიტიკურ საკითხებში და გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ეთნიკურ უმცირესობებზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და 1940-იან წლებში საქართველოდან დეპორტირებულ მესხ მოსახლეობაზე.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/HXVwViQjQEKKZ-3eQDHO0g?fbclid=IwY2xjawSaTc5leHRuA2FlbQIxMABicmlkETI1eVBUaE1aMnM4TmMxSzU2c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvhZNhB46hzl98FKp8FddKK5aBH-YMP-cQgL1YFx56Dhkw7VZUyZn_JP04iq_aem__aEizKXf3c8reXHw8NEGkQ #/registration

On June 18, at 7 pm Tbilisi time, the biweekly research colloquium of the Institute for Social and Cultural Research, Ilia State University, will host Tom Trier with a talk on his research: “Scandinavia and the South Caucasus: Diplomatic and Consular Relations 1918-1922”.

Abstract:

The colloquium addresses the historical connections between two distant and distinct regions on Europe’s edges: Scandinavia and the South Caucasus. From the late nineteenth century, maritime trade between Scandinavian and Black Sea ports fostered new commercial ties and consular relations. Scandinavian merchants played key roles in this exchange, often serving as consuls. The discovery of oil along the Caspian Sea attracted Scandinavian entrepreneurs—most notably the Swedish Nobel family—helping transform Baku into a major industrial hub. Between the late 1870s and the early 1920s, oil drove significant economic and socio-political change in the South Caucasus.

In particular, the colloquium focuses on the turbulent years around World War I and the fall of the Russian Empire, when Georgia, along with Armenia and Azerbaijan, briefly gained independence in 1918. It draws on Scandinavian and Georgian perspectives to show how consuls and diplomats navigated shifting politics, and how Georgia’s social democratic leaders looked to neutral Scandinavia as a bridge to Europe. The four-decade relationship ended abruptly with the Red Army invasions of the South Caucasus in 1920-1921.

The presentation is based on Tom Trier’s archive research for his book that will be released on 15 July 2026: “Blue Sea, Black Gold, Red Banner: Scandinavia and the South Caucasus, 1880s–1920s“, Northern Illinois University Press.

Bio:

Tom Trier is a Danish scholar, who has lived and worked in the Caucasus for two decades. He holds an M.Sc. in social anthropology from the University of Copenhagen and has spent over ten years working as a diplomat for the European Union, including in Georgia. Trier specialises in ethno-political issues and has published extensively on ethnic minorities in East Central Europe and the former Soviet Union, Georgian-Abkhaz relations, and the Meskhetian population deported from Georgia in the 1940s.

The event will take place in English via Zoom. Registration is required.

To register please follow this link. https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/HXVwViQjQEKKZ-3eQDHO0g?fbclid=IwY2xjawSaTc5leHRuA2FlbQIxMABicmlkETI1eVBUaE1aMnM4TmMxSzU2c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvhZNhB46hzl98FKp8FddKK5aBH-YMP-cQgL1YFx56Dhkw7VZUyZn_JP04iq_aem__aEizKXf3c8reXHw8NEGkQ #/registration

17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდ...
09/06/2026

17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“.

დღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად, როგორც მეტროპოლიებში, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას, ინტელექტუალურ თავისუფლებას და უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ავტონომიას. საქართველო, როგორც ეს მის ისტორიაში ხშირად მომხდარა, დღესაც ერთდროულად გვევლინება, როგორც განაპირა, უკიდურესი შემთხვევა და როგორც უფრო დიდი პროცესების ამრეკლავი და გარდამტეხი სარკე.

აღნიშნულ საკითხებს გეოგრაფიული მდებარეობის, ინსტიტუციური კუთვნილებისა და დარგობრივი სპეციალიზაციის ჭრილში განიხილავენ:

ჰარშა რამი, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი
ფლორიან მიულფრიდი, ანთროპოლოგი
ია ერაძე, პოლიტიკური ეკონომისტი
მოდერატორი – ლუკა ნახუცრიშვილი

საჯარო ღონისძიება ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“, რომლის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი).

ღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში.

სამუშაო ენა: ინგლისური (კითხვის დასმა შესაძლებელია ქართულად)

დრო: 17 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

For English scroll down. 16 ივნისს, 15:30 საათზე, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლ...
08/06/2026

For English scroll down.

16 ივნისს, 15:30 საათზე, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“.

მომხსენებელი ისაუბრებს, რა გავლენა მოახდინა მეფის რუსეთმა და საბჭოთა „სოციალიზმმა“ ქართული ერის ჩამოყალიბებაზე და სუვერენიტეტისა და მოდერნულობის იმ ზღუდეებზე, რომლებიც ამ იმპერიებში ცხოვრებამ შექმნა.

საჯარო ლექცია ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“.

ვორკშოპის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი).

ღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში.

პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი მიჩიგანის უნივერსიტეტის (University of Michigan) ისტორიის კათედრის საპატიო ემერიტუს პროფესორი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის (University of Chicago) ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების ემერიტუს პროფესორია. იგი ცნობილია, როგორც ამიერკავკასიის, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული მკვლევარი.

მოდერატორი – ჰარშა რამი, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ასოცირებული პროფესორი

ფორმატი: ონლაინლექცია (Zoom)

სარეგისტრაციო ბმული: Zoom-ზე სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/ovQmL0OETOSMOBQs5CXBcA #/

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 16 ივნისი, 15:30 საათი (საქართველოს დროით)

დასწრება თავისუფალია.

Online Event | Zoom | June 16, 2026 | 15:30 PM, Tbilisi Time

History's Revenge: Tsarist and Soviet Legacies in Georgia in the Twenty-First Century

Keynote Lecture by Prof. Ronald Grigor Suny

The Institute of Social and Cultural Research (Ilia State University) invites you to a public keynote lecture by one of the foremost historians of the Caucasus, the Russian Empire and the Soviet History.

In his keynote lecture Prof. Ronald Suny will examine the imperial effects of tsarism and Soviet "socialism" on the formation of the Georgian nation and the limits on sovereignty and modernity that living in those empires produced.

The lecture is part of the three-day International Workshop "Modernity and Sovereignties in Georgia", co-convened by the Institute of Social and Cultural Research at Ilia State University, the Institute of Slavic, East European, and Eurasian Studies, University of California, Berkeley, and the Leibniz Institute for East and Southeast European Studies (IOS Regensburg).

To register, use the Zoom link https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/ovQmL0OETOSMOBQs5CXBcA #/registration
The event is co-funded by the Institute of Social and Cultural Research (Ilia State University) and the S***a Rustaveli National Science Foundation of Georgia through the Fundamental Research Grant Project "Institutionalizing Modernity in Georgia: At the Juncture of Empire and Periphery."

კიდევ ერთხელ გეპატიჟებით ხვალინდელი საღამოს ონლაინ-ღონისძიებაზე!
03/06/2026

კიდევ ერთხელ გეპატიჟებით ხვალინდელი საღამოს ონლაინ-ღონისძიებაზე!

For English scroll down

4 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ფილომენა გრასლის კვლევას: “დეკოლონიური სახელოვნებო პრაქტიკები სამხრეთ კავკასიაში: ავანგარდი, როგორც პოსტიმპერიული სტრატეგია”.

მოხსენების შესახებ:

მოხსენება სადოქტორო ნაშრომის კვლევით პროექტს ეფუძნება, რომელიც თანამედროვე ავანგარდულ პრაქტიკას შეისწავლის სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), როგორც პოსტიმპერიული ესთეტიკური თვითპოზიციონირების ფორმებს. კვლევის ფოკუსშია ენობრივი და პერფორმანსული სტრატეგიები, ტრანსკულტურული ქსელები და ქვიარ და ფემინისტური ესთეტიკური პრაქტიკა, რომელთა მეშვეობითაც ხელოვანები საზოგადოების, იდენტობისა და მომავლის ალტერნატიულ ფორმებს აყალიბებენ. ეს პრაქტიკა ეფუძნება დეკოლონიური ავანგარდული ინტერვენციების ტრადიციას და გამიზნულად პოზიციონირებს იმპერიული დისკურსული წესრიგის მიღმა.

ნაშრომი „ავანგარდს“ განიხილავს არა როგორც ჩაკეტილ ისტორიულ მოძრაობას, არამედ როგორც რადიკალური ინტერვენციის განმეორებად პრაქტიკას „ქვემოდან“: როგორც ჰორიზონტალურ, ექსპერიმენტულ და პერფორმანსულ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ჰეგემონიური ძალაუფლებრივი ურთიერთობების, ენობრივი ნორმებისა და კულტურული ატრიბუციების დესტაბილიზაციას. ეს პროექტი იკვლევს ავანგარდული სტრატეგიების უწყვეტობასა და ტრანსფორმაციას პოსტსაბჭოთა კონტექსტში.

პროექტის მიზანია წარმოაჩინოს სამხრეთ კავკასია, როგორც ავანგარდული კულტურული წარმოების დამოუკიდებელი, ეპისტემურად პროდუქტიული სივრცე. რეგიონი გააზრებულია, როგორც სპეციფიკური ესთეტიკური და პოლიტიკური ცოდნის წარმოების ადგილი, რომელიც მოქცეულია პოსტიმპერიულ რეორგანიზაციას, ეგზოტიზაციასა და თვითგამორკვევად კულტურულ პოზიციონირებას შორის არსებულ დაძაბულობაში. ამგვარად, დისერტაციას წვლილი შეაქვს სლავისტიკის, პოსტსაბჭოთა და პოსტკოლონიური ავანგარდის კვლევების გაფართოებაში და ფოკუსი ცენტრ-პერიფერიის მოდელებიდან ტრანსკულტურულ პერსპექტივებზე გადააქვს.

მომხსენებლის შესახებ:

ფილომენა გრასლი ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო განვითარებას და სლავისტიკას, რუსული ენის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში მოიპოვა, აღმოსავლეთ ევროპის კულტურების მიმართულებით. სამაგისტრო ნაშრომში ფილომენამ შეისწავლა ილია ზდანევიჩი -თბილისის ავანგარდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში.

2015 წლიდან ფილომენა თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. მათ შორის, საქმიანობდა გოეთეს ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა პროექტს EU4Dialogue, რომელიც ეძღვნებოდა ხელოვანების გაცვლასა და კულტურულ მიდგომებს კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში. ამჟამად იგი ქვიარ-ფემინისტური სახელოვნებო ორგანიზაციის, Untitled Tbilisi-ს წევრია. 2026 წლის ზაფხულში ფილომენა სწავლას დაიწყებს დოქტორნატურაზე ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

ფოტო: ილია ზდანევიჩის პიესა „აღდგომის კუნძული“ (1919, თბილისი, 41°), წყარო: modernism.ge

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/LlmaohRITau-Iruk26RKDw?fbclid=IwY2xjawSKD4JleHRuA2FlbQIxMABicmlkETJnR3lYeWlDUzZZMTlCNko1c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHtqHzbthYI2ZrQt6lT3pgCgIZ8jRq84CdKti_Ro9YD8lvRGC2C8dhjRyHwP3_aem_-aQB2acJCUOOT0WxDKkzKg #/registration

On June 4, at 7 pm Tbilisi time, the biweekly research colloquium of the Institute for Social and Cultural Research, Ilia State University, will host Philomena Grassl with a talk on her research: “Decolonial artistic practices in the South Caucasus: Avant-garde as a post-imperial strategy”.

Abstract:

This PhD research project examines contemporary avant-garde practices in the South Caucasus (Georgia, Armenia, Azerbaijan) as forms of post-imperial aesthetic self-positioning. It focuses on strategies of language and performativity, transcultural networks, and q***r and feminist aesthetic practices through which artists develop alternative forms of community, identity, and future. These practices build upon a tradition of decolonial avant-garde interventions and consciously position themselves beyond imperial discursive orders.

The work understands ‘avant-garde’ not as a closed historical movement, but as a recurring practice of radical intervention “from below”: as a horizontal, experimental, and performative strategy that aims to destabilize hegemonic power relations, linguistic norms, and cultural attributions. It explores the continuities and transformations of avant-garde strategies in the post-Soviet context.

The aim of the project is to illuminate the South Caucasus as an independent, epistemically productive space of avant-garde cultural production. The region is understood as a site of specific aesthetic and political knowledge production within the tension between post-imperial reorganization, exoticization, and self-determined cultural positioning. The research thus contributes to the expansion of Slavic, post-Soviet, and postcolonial avant-garde research and shifts the focus from center-periphery models to transcultural perspectives.

Bio:

Philomena Grassl studied International Development and Slavistics with a focus on Russian language at the University of Vienna and completed her Master’s degree in Eastern European Cultures at Humboldt University in Berlin. Her master’s thesis examined Ilia Zdanevich, one of the key figures of the Tbilisi avant-garde during the Democratic Republic of Georgia, with a particular focus on the postcolonial dimensions of his transrational Zaum language.

Since 2015, she has been living and working in Tbilisi, including at the Goethe-Institut, where she managed the EU4Dialogue project dedicated to artistic exchange and cultural approaches to conflict transformation in the South Caucasus and Moldova. She is currently a member of the q***r-feminist art organisation Untitled Tbilisi. From summer 2026, she will begin her PhD studies at Humboldt University in Berlin.

The event will take place in English via Zoom. Registration is required.

Image: Ilia Zdanevich, from the play “Ostraf Paskhi” (1919, Tbilisi, 41°), Source: modernism.ge.

To register please follow this link. https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/LlmaohRITau-Iruk26RKDw?fbclid=IwY2xjawSKD4JleHRuA2FlbQIxMABicmlkETJnR3lYeWlDUzZZMTlCNko1c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHtqHzbthYI2ZrQt6lT3pgCgIZ8jRq84CdKti_Ro9YD8lvRGC2C8dhjRyHwP3_aem_-aQB2acJCUOOT0WxDKkzKg #/registration

Address

S 508, Ilia State University, 3 Giorgi Tsereteli Street
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი:

Shortcuts

Share